Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა გიგაური


11 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის 15 წლიანი გამოცდილების შესახებ და ამ ხნის განმავლობაში როგორ იცვლებოდა საქმიანობის არეალი. ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შემოიფარგლებოდა კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობით. დროთა განმავლობაში საჭიროდ ჩათვალეს რიგი საკითხების აქტიურ ადვოკატირებაში ჩართვა და რიგ შემთხვევაში იმ მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ვისაც საკუთრებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ. ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების თემას - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 10 დეკემბერს განცხადებით გამოეხმაურა მიმდინარე პროცესს და თვლის, რომ არსებული კანონპროექტით ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება შესაძლოა, არაკონსტიტუციური იყოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG