Accessibility links

24 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისა და პარტიების დაფინანსების წესებზე ილაპარაკა. ელენე ნიჟარაძის თქმით, კითხვის ნიშნები ჩნდება ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიაში წევრი ეყოლებათ „მრეწველებს“, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0.78 % მიიღეს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებმაც ამომრჩეველთა 4,63 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს, ამ უფლებით ვერ ისარგებლებენ. ამას გარდა, ელენე ნიჟარაძისთვის კითხვას აჩენს პარტიათა დაფინანსების საკითხიც. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მოხედვით, მანამდე არსებული 11 სუბიექტის ნაცვლად, საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს 20 კვალიფიციური სუბიექტი, რაც ბიუჯეტისთვის სოლიდური ხარჯი იქნება. დაფინანსებას მიიღებენ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საპარლამენტო ანდა თვითმმართველობის არჩვნებში 3 %-იანი ბარიერი გადალახეს დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG