Accessibility links

logo-print

6 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, რომელსაც ვესაუბრეთ ბოლო ხანებში განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებისთვის საყურადღებო ამბების შესახებ.

29 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ულტრანაციონალისტები თავს დაესხნენ ვეგანების კაფეს თბილისში, 2 ივნისს მეკლდეურებმა დაშალეს საკუთარი რესურსებით მოწყობილი საცოცი კლდე კაცხის სვეტთან, 4 ივნისს სასულიერო პირებმა ჩაშალეს როკფესტივალი, რომელიც ზაჰესში, მონასტერთან ახლოს, იმართებოდა.

რა იწვევს აგრესიას სუბკულტურების წარმომადგენლების მიმართ, რატომ არის მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება საზოგადოებისთვის და როგორ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორმა და სახელმწიფომ ნებისმიერი ადამიანის და ინტერესების დაცვა - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG