Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა სირიაში დედა დასაჯა სიკვდილით


სირიაში „ისლამული სახელმწიფოს“ მებრძოლმა საკუთარი დედა დასაჯა სიკვდილით საჯაროდ, რადგან ის შეევედრა, მიეტოვებინა ეს ექსტრემისტული გაერთიანება. ამის თაობაზე იტყობინება სირიის უფლებადაცვის სამეთვალყურეო სამსახური. 20 წლის ალი საყრმა საკუთარ დედას, ლინას, ესროლა ასეულობით ადამიანის თანდასწრებით, ფოსტის შენობის წინ,სადაც დედა მუშაობდა. ინციდენტი მოხდა 7 იანვარს, რაყაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოა“ გამაგრებული. ცნობით, საყრმა დედა ჩააბარა „ისლამური სახელმწიფოს“, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, რომელმაც დააპატიმრა დედა და ბრალად დასდო მას „განდგომა“. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ასეულობით ადამიანი დასაჯა სიკვდილით იმის გამო, რომ "მტერთან" ითანამშრომლეს, ან განუდგნენისლამის ულტრა-კონსერვატულ გაგებას. ბევრი დახოცეს იმის გამო, რომ იყვნენ ჰომოსექსუალები, მისდევდნენ მაგიას, ან განდგომის გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG