Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი რუსეთსა და ჩინეთს აკრიტიკებს სირიის პრობლემის გამო


მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის სირიის საკითხის გამო დიპლომატიური პოლემიკა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დაბლოკეს. დასავლეთის ქვეყნები მწვავედ აკრიტიკებენ მოსკოვისა და პეკინის პოზიციას და აცხადებენ, რომ ამ ორმა ქვეყანამ ფაქტობრივად სანქცია მისცა რეპრესიებს სირიაში. თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით იმოქმედებს, სირიის რეჟიმზე ზეწოლის გასაძლიერებლად. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ მოიწონებდა დოკუმენტს, რომელიც სირიის მიმართ იძულების ზომებს ითვალისწინებდა.
XS
SM
MD
LG