Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთი: მოკლულია ამბოხებული გენერალი


გენერალი აბდუჰალიმ ნაზარზოდა
გენერალი აბდუჰალიმ ნაზარზოდა

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა გავრცელებულ იცნობა, რომ 16 სექტემბერს, დუშანბედან აღმოსავლეთით, მთიან რეგიონში მომხდარ შეტაკებაში მოკლულ იქნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამბოხებული გენერალი აბდუჰალიმ ნაზარზოდა და მისი 10 მხარდამჭერი. ტაჯიკეთის სახელმწიფო დაზვერვის უწყებასთან ერთობლივ განცხადებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ნაზარზოდას და მის მომხრეებს ალყა შემოარტყეს მთავრობის ძალებმა და მას შემდეგ, რაც დანებებაზე უარი მიიღეს, ისინი დახოცეს. ტაჯიკეთის ოფიციალური პირები ნაზარზოდას და მის მომხრეებს სდებენ ბრალს 4 სექტემბერს პოლიციის სადგურზე და იარაღის საწყობზე მიტანილ იერიშებში, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ცხრა პოლიციელი და 17 სავარაუდო ექსტრემისტი. ამ თავდასხმების შემდეგ პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლა ნაზარზოდა და მას „დანაშაულის ჩადენაში“ დასდო ბრალი. 1990-იანებში, ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის დროს, ნაზარზოდა იყო მეთაური ანტისამთავრობო კოალიციაში, რომელსაც ტაჯიკეთის გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა. ომის დრის ის ისლამისტურ გასამხედროებულ დაჯგუფებას ედგა სათავეში, თუმცა ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალებს შეუერთდა 1997 წელს - მას შემდეგ, რაც მთავრობამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ხუთწლიანი კონფლიქტის დასრულების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG