Accessibility links

პაკისტანში მძიმედ დაიჭრა ავღანელი თალიბების ლიდერი


მოლა ახტარ მოჰამად მანსური

მოლა ახტარ მოჰამად მანსური

ავღანეთიდან იუწყებიან, რომ ავღანელი თალიბების ლიდერი მოლა ახტარ მანსური „მძიმედ დაიჭრა“ შეტაკებისას, რომელიც მოჰყვა პაკისტანში ესქტრემისტების მეთაურებთან შეხვედრისას მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას. ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის, აბდულ რაშიდ დოსტუმის პრესმდივანმა, სულთან ფაიზიმ 2 დეკემბერს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ მოლა მანსური მძიმედ დაიჭრა და ის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით თალიბანის წარმომადგენელმა უარყო ცნობა ამ ინციდენტის შესახებ. ხოლო სულთან ფაიზის ინფორმაციით, ავღანელი თალიბების ლიდერი პაკისტანში მდებარე ქუეტაში ესწრებოდა თალიბების მეთაურების შეხვედრას, როცა შელაპარაკება მოუვიდა მოლა აბდულა სარდართან - გვანტანამოს ყოფილ პატიმართან, რომელიც, სავარაუდოდ, პაკისტანში თალიბების მეთაურებს მიეკუთვნება. ავღანელი ოფიციალური პირის ცნობით, ურთიერთსროლისას დაიღუპა თალიბანის ხუთი მეთაური, მათ შორის აბდულა სარდარი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG