Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი აცხადებს, რომ მათი ლიდერი ცოცხალია


მოლა ახტარ მანსური
მოლა ახტარ მანსური

თალიბანმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელზეც, მისი თქმით, ჩაწერილია მათი ლიდერი, მოლა ახტარ მანსური, იმის დასტურად, რომ ის კვლავ ცოცხალია - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ის მძიმედ დაიჭრა პაკისტანში მომხდარ სროლაში. 16-წუთიან ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც, როგორც აცხადებენ, მანსურია, ამბობს, რომ მისი მდგომარეობის შესახებ ხმები განზრახ გაავრცელეს, თალიბანის რიგებში უთანხმოების გამოწვევის მიზნით. „ეს ინციდენტი არასოდეს მომხდარა, ეს არ არის სიმართლე. ეს მტრის პროპაგანდააო“, ამბობს ჩანაწერზე ჩაწერილი მამაკაცის ხმა. არ ხერხდება დადასტურება, ეს ხმა მართლა მანსურს ეკუთვნის თუ არა, თუმცა თალიბანის რამდენიმე მაღალჩინოსანი ლიდერი ამბობს, რომ მის ხმას ჰგავს. განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში გაურკვეველი ვითარება იყო შექმნილი, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 1 დეკემბერს ყუეტასთან ახლოს მოხდა სროლა, რომელშიც მონაწილეობდნენ მანსური და თალიბანის კიდევ სხვა რამდენიმე ლიდერი. იუწყებოდნენ, რომ სროლის შედეგად დაიღუპა ან დაიჭრა არაერთი პირი. თალიბანის რამდენიმე წევრი და ავღანეთის და პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ მანსური მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. იყო ცნობები მისი გარდაცვალების შესახებ. მანსურს, როგორც ლიდერს, უარყოფს თალიბანის რამდენიმე ფრაქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG