Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იცავს


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ოქტომბერს დააკმაყოფილა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. სადავო ნორმა იყო ”ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შესახებ” საქართველოს კანონის ის მუხლი, რომელიც ინტერნეტურთიერთობების მონიტორინგისა და დახურული ხასიათის ურთიერთობებზე დაკვირვების უფლებას ძალოვან უწყებებს სასამართლოს ნებართვის გარეშე აძლევდა. საია მიიჩნევდა, რომ ”ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების” შესახებ კანონის ზემოხსენებული მეშვიდე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლით გარანტირებულ უფლებას - ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას - არღვევდა. რაში გამოიხატებოდა ამ უფლების დარღვევა? ამ შეკითხვით დაიწყო ინტერვიუ ნონა მჭედლიშვილმა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელთან, თამარ ჩუგოშვილთან.

XS
SM
MD
LG