Accessibility links

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) პოტენციურ ინვესტორებს კომერციულად მიმზიდველ პროექტებში კაპიტალის ერთობლივ დაბანდებას სთავაზობს. 30 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ ფონდის საწყისი კაპიტალი ექვს მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის, შესაძლებელია, 10 მილიარდამდე გაიზარდოს. ფონდის საწყისი კაპიტალის 15 პროცენტი, რაც ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს, იდეის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს, ეკუთვნის. მასთან ერთად ინვესტორებად გამოდიან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები, ცნობილი ბიზნესმენები ალექსანდრ მაშკევიჩი და შალვა ბრეუსი, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი, დაბი ჯგუფი, რაკია ინვესტმენტი, ჩალიკ ჰოლდინგი და სხვ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამ კერძო ფონდის ფული მხოლოდ კომერციულად მომგებიან პროექტებში დაიხარჯება.

XS
SM
MD
LG