Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე სპარსული პოეზია - გიორგი ლობჟანიძისგან


გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე

"კავკასიურმა სახლმა“ გიორგი ლობჟანიძის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნათარგმნი თანამედროვე სპარსული პოეზიის კრებული გამოსცა. ხუთასგვერდიან წიგნში იმ პოეტების ლექსებიცაა შესული, რომლებიც ქართულ ენაზე პირველად სწორედ გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა. წიგნში მე-20 და 21-ე საუკუნის 20 ავტორის, მთარგმნელის 20 რჩეული ლექსია თავმოყრილი. კრებული ნიმა იუშიჯის ლექსებით იხსნება და მას ალი მოჰამადზადეს პოეზია ასრულებს. შეგხვდებათ კარგად ნაცნობი და შედარებით უცნობი სახელები – ფორუყ ფაროხზადი, ალი შარიათი, რასულ იუნანი, სოჰრაბ სეფეჰრი – სხვანი და სხვანი. მათ პოეზიაში კი თავად გიორგი ლობჟანიძის შესავალი სიტყვა შეგიძღვებათ, რომელშიც მოკლედაა მიმოხილული თანამედროვე სპარსული პოეზია – „შესაძლოა, ვინმემ, ვინც ასევე ერკვევა თანამედროვე სპარსული პოეზიის პერიპეტიებში, ამ წიგნში რომელიმე ძალიან მნიშვნელოვანი პოეტი მოისაკლისოს. ეს იმით აიხსნება, რომ ეს პოეტი – რაც უნდა დიდი იყოს – ან ამ წიგნის მთარგმნელისათვის არ ყოფილა, ანდა სამომავლოდ თავის რიგს ელოდება“, – წერს გიორგი ლობჟანიძე.

ინტერვიუ გიორგი ლობჟანიძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:10:08 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG