Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მოუწოდებენ, გააძლიეროს თავდაცვა რუსეთის შესაჩერებლად


ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის ლიდერებს მოუწოდებს, გააძლიერონ კოლექტიური თავდაცვა, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის სამხედრო წინსვლის მცდელობას.

პარლამენტარების ამ მოწოდებას შეიცავს 30 მაისის დეკლარაცია, რომელიც მიიღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ სხდომაზე. დეკლარაციის ავტორთა აზრით, ნატოს ლიდერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე და უნდა უზრუნველყონ ის, რომ ნებისმიერ აგრესიას სწრაფად მოჰყვეს რეაქცია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეები შეთანხმდნენ ასევე, რომ საჭიროა თავდაცვის ბიუჯეტების გაზრდა, რადგან ალიანსის წევრი 28 სახელმწიფოდან მხოლოდ ხუთი ხარჯავს თავდაცვის სფეროში გეგმით გათვალისწინებულ თანხებს - მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ ცოტა, 2%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG