Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის „ნორმალური“?


ავტორი: ანა ცინცაძე

კვირას 12 ივნისს გეი-კლუბში Pulse ქალაქ ორლანდოში, შტატი ფლორიდა, ტერორისტმა დახვრიტა 50 ადამიანი, კიდევ 53 გოსპიტალიზებულია სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით.

ჩემი მწუხარება.

ორი ვერსიაა: გეების მიმართ სიძულვილე ან ტერაქტი, ისლამური ექსტრემისტების გავლენის ქვეშ ან ზემოქმედების ქვეშ ჩადენილი. FBI ამტკიცებს მეორეს. ტერორისტის მამა — მირ სადიკი — უარყოფს შვილის დანაშაულების რელიგიურ ქვეტექსტს, მას გეები აღიზიანებდნენო. მამის პოზოციაც გასაგებია — ისლამისტ-ტერორისტის ოჯახს თავს არ დაანებენ. თუმცა ტერაკტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო Islamic State, მემგონი ამ ტერაქტით კლავდა ორ კურდშელს. ყველამ ვიცით, რომ ისლამი გმობს ჰომოსექსუალიზმს.ყველაფერი ლოგიკურია.

რატომ 21 საუკუნეშიც ისევ ჰომოფობიაა საზოგადოებაში? ვინ გადაწყვიტა, რა არის ნორმალური და რა — არა? «ნორმალურობა» ხომ საზოგადოების პროდუკტია! მორალი კულტურის თანამდევია და ცვლილებადი იყო მთელი ადამიანობის ისტორიის განვალობაში. პირველყოფილ საზოგადოებაში საერთოდ არ იყო არანაირი მორალი: ბავშვებსაც კი ჭამდნენ შიმშილობის დროს. ნორმები ადამიანებმა გამოიმუშავეს თავისი კულტურის განვითარებისას. ანტიკურ ცივილიზაციაში ორიენტაციაზე გაგება არ იყო პრინციპში — საზოგადოება ბისექსუალური იყო და ეს მიიჩნებოდა ნორმალურად. ეს შეეხება, როგორც ელიტას, ასევე რიგითი ხალხს (თუმცა თვენ ელიტის წარმომადგენელებზე ყველაზე კარგად ვიცით — საფო, არისტოტელე, ალექსანდრე მაკედონელი და სხვები). მართლა, ანტიკურ ცივილიზაციას სხვა ჭირი ქაონდა — პატრიარქატი. პლატონი საერთოდ ამტკიცებდა, რომ კაცების შორის სიყვარული უფრო ამაღლებულია, ვიდრე ქალთა მიმართ. მე კი მიმაჩნია, რომ მას პირიქითი ფობია ჭირდა — ქალები სძულდა. ასევე ათენში ქალებს დაბალი ადგილი ეკავათ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ პლატონის მაგალითი მოვიყვანე ნორმალურობის სხვადასხვაგვარი გაგების დასამტკიცებლად. ორიენტაციის მხრივ შეზღუდულები არ იყვნენ. მითუმეტეს, რომის იმპერიაში არ იყო ბარიერები. ერთადერთი არა-გეი იმპერატორი იყო კლავდიუსი, რომელსაც დაცინოდნენ კიდევაც: ითვლებოდა, რომ ქალებთან ხშირი ურთირთობა კაცს ანაზებს. აქედან გამომდინარე, ნორმალურობა ადამიანების მოგონილია და კონკრეტული საზოგადოების წესებზეა აგებული. დღესდღეობითაც კი ერთდროულად ქალების ღია ჩაცმულობა ნორმალურია დასავლეთ ქვეყნებში და პირიქით არანორმალურია მუსულმანურ ქვეყნებში. მაშასადამე, არ გგონიათ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი სტერეოტიპები?

ცოტა ხნის წინ წავიკითხე გიორგი მაისურაძის მშვენიერი სტატია. ავტორი წერს, რომ ჰომოფობები ძირითადათ ლატენტური ჰომოსექსუალისტები არიან. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კულტურული ჰომოფობია: რაკიღა ჰომოსექსუალიზმი არ მუშაობს ადამიანობის რეპროდუქციაზე, კულტურაში განვითარდა ჰომოფობია.

როდესაც ადამიანები შეეცდებიან დაინახონ სული და არა სქესი, ჩვენი საზოგადოება გახდება უფრო თავისუფალი და კეთილი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG