Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განაპირობებს ტელეკომპანიების პოლიტიკურ მიკერძოებულობას საქართველოში?


ავტორი: ავთანდილ ხაბეიშვილი

ამბობენ მედია მეოთხე ხელისუფლებააო და ეს გამონათქვამი რეალობასთან არცთუ ისე შორს დგას. სხვადასხვა მედიასაშუალებების გავლენა საზოგადოებაზე განუზომლად დიდია და დღითიდღე მატულობს. განსაკუთრებით გავლენიანი კი ტელევიზიაა. 1950-იანი წლებიდან სწორედ ტელევიზია გვევლიინება მოსახლეობისთვის ახალი ამბებისა თუ სხვადასხვა გასართობი პროგრამების ძირითად მიმწოდებლად და მიუხედავად ინტერნეტის მზარდი პოპულარობისა იგი ლიდერის პოზიციებს ჯერ კიდევ არ თმობს. მასმედია, რომელიც უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა ტელეკომპანიას გულისხმობს უდიდეს როლს თამაშობს ~ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და პრობლემების საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოქცევის პროცესში. ეს კი განპირობებულია იმით, რომ სწორედ ტელეკომპანიები არიან ახალი ამბების ძირითადი მიმწოდებლები ფართო მასებისთვის აქედან გამომდინარე მედიის ამ საშუალებას ეკსირება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყოს მაქსიმალურად ობიექტური და გადასცენ ფაქტები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულად.

თუმცა მიუხედავად ამისა ქართულ რეალობაში სხვაგვარ შედეგს ვაწყდებით. და ქვეყანაში მოქმედ ძირითად ტელეკომპანიებს ხელისუფლებისა თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიაკუთნებენ და შესაბამისად ყოველ მათგანს საკუთარი აუდიტორია ყავს კონკრეტული პოლიტიკური სიმპატიებით. პოლიტიკური მიკერძოებულბის ტენდენციები ქართული ტელეკომპანების უმეტესობას ახასიათებს და გამოიხატება შემდეგში: ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები საეთერო დროის დიდ ნაწილს უთმობენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სიუჟეტებს, მათ შეცდომებს, ინტერვიუებს მოსახლეობასთან, რომლებიც უკმაყოფილო არიან ხელისუფლების მოქმედებით, ფავორიტი ოპოზიციური ძალის საქმიანობის აქტიური გაშუქებას და ვრცელ ინტერვიუებს მათთან. სახელისუფლებოდ განწყობილი არხები კი ცდილობენ რომ წინა პლანზე წარმოაჩინონ ხელისუფლების მიერ ჩატარებული ქმედებები და ღონისძიებები.. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სხვადახვა განწყობის მქონე არხებზე ერთსა და იმავე თემაზე ჩატარებულ მოსახლეობის აზრის გამოკითხვაში სრულიად განსხვავებული შედეგები მიიღება,

ტელეკომპანიების პოლიტიკური მიკერძებულება სამწუხარო ფაქტია, თუმცა საინტერესოა მისი განმაპირობებელი მიზეზების დადგენა. სწორედ ამიტომ ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავ საქართველოში მოქმედ 5 ძირითად ტელეკომპანიას,

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

მაუწყებლის დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირების იურიდიული ფორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც თავისი დებულებით სრულიად გამიჯნულია ხელისუფლებისგან და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე. მაუწყებლის მმართველობითი სტრუქტურა ასე გამოიყურება: საზ. მაუწყებელს ჰყავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო, ხოლო თავის მხრივ, სამეურვეო საბჭოს წევრები არჩეულები არიან პარლამენტის მიერ. მაუწყებელის მიზანია მაქსიმალურადიყოს ობიექტური და ეს მეტ ნაკლებად გამოსდის, თუმცა ჩემი აზრით მაინც სახელისუფლებო მიმართულებით იხრება.

„რუსთავი-2“

რუსთავი 2 ის საკონტროლო პაკეტის 91%იანი წილის მფლობელები ძმები ყარამანაშვილები არიან რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთ დამფინანსებლად და წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებად ითვლებიან. ხოლო არხზე უმაღლეს თანამდებობოებ ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ყოფილ წევრებს უკავიათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პოლიტიკური კარიერა ასე გამოიყურება, - 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გვარამია არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად და საქართველოს პარლამენტში 2004-2007 წლებში მუშაობდა, როგორც პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი. 2007 წელს იგი დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ. 2008 წლის იანვარში გვარამია საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. 2008 წლის ოქტომბერში კი ნიკა გვარამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გადაიყვანეს, თუმცა, 2009 წელს იი გადადგა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოეთში გამეგზავრა. ხოლო არხის ფინანსური დირექტორი ასევე "ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახაბერ დამენიაა.

ყოველივე ამის შემდეგ ნათელია თუ რატომ გამოირჩევა ეს ტელეკომპანია მკვეთრი ანტისახელისუფლებო დამოკიდებულებით. და ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდაჭერით.

ტელეკომპანია „იმედი“

ბადრი პატარკაციშვილის მიერ შექმნილი ეს ტელევიზია თავდაპირველად მკვეთრად ოპოზიციური განწყობის იყო, თუმცა იმდროინდელმა ხელისუფლებამ ტელეკომპანის მაუწყებლობა ძალისმიერად შეწყვიტა, მოგვიანებით კი ეთერში დააბრუნა თუმცა ამჯერად როგორც სახელისუფლებო ტელევიზია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ტელეკომპანიის 100%იანი წილი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა და დღესდღეისობით. „იმედი“ სახელისუფლებო ორიენტაციის მქონე ტელეარხებს მიეკუთნება.

„მაესტრო“

შეიქმნა ნაციონალური მოძროაბის ხელისუფლების დროს და თავდაპირველად გასართობი ფორმატი ქონდა, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციური ორინტაციის არხად ჩამოყალიბდა. რის გამოც არაერთ სირთულეს წააწყდა იმდროინდელი მთავრობის მხრიდან. მაგ 2011 წელს ქონება დაუყადაღეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით. 2012 წლის არჩევნების შემდგომ არხი უკვე სახელისუფლებო ორინტაციას იძენს. ხოლო მისი დამფუძნებელთა სია ასეთია: 15% მამუკა ღლონტი ეკუთვნის, ღლონტის მსგავსად 15%–ის მფლობელები არიან ლევან ჩიკვაიძე და გიორგი ებრალიძე; 25%–ის მფლობელი მაკა ასათიანიაა, ასევე 25%–ს ფლობს ლევან გაჩეჩილაძის ძმა, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე და 5% ეკატერინე აკობიას ეკუთნის.

„მედია კავშირი - ობიექტივი“

ოფიციალურად 2010 წელს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას ირმა ინაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შემდეგ „ობიექტივიც“ ოფიციალურად დატოვა. „ობიექტივი“-ს პოლიტიკური ორიენტაცია ოპოზიციურია და ის „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერ მედიასაშუალებას წარმაოდგენს. რეალურად კი იგი რუსული „რბილი ძალის“ მოქმედების შედეგია აღსანშნავია, რომ „ობიექტივი“ სხვდასხვა ტიპის მონიტორინგის ანგარიშში ხვდება, როგორც სიძულვილის ენის, ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამების გამავრცელებელი მედიასაშუალება საინფორმაციო სააგენტო.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ქართულ რეალობაში ტელეკომპანიების პოლიტიკური მიკერძოებულობა მათი ისტორიასა და ხელმძღვანელობას უკავშირდება. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკური მიკერძებულობის ფაქტს მისი არსებობა ნეგატიური მოვლენაა. იგი ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, იწვევს რა საზოგადოების დიფერენციაციას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG