Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ელინა გედენიძე

გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩემზე, როდესაც პატარა ბავშვებს პატრიოტულ ლექსებსა თუ სიმღერებს აჟღერებინებენ. ნუთუ ეს არაა ძალადობა , როდესაც შვილებს, შესაძლოა გაუცნობიერებლადაც, გვაკეთებინებთ იმას, რაც თქვენ , მშობლებს გსურთ?!

  • შვილი არაა პირადი საკუთრება.

ძირითადად, მშობლები ვერც იაზრებენ იმას, რომ თავიანთი საქციელებით, შვილების ცხოვრებას ისაკუთრებენ. ვერ ხვდებიან, რომ მართალია , ისინი მათ მიერ განხორციელებული სექსუალური აქტის შედეგად ჩაისახნენ და გენები იდენტური აქვთ, თუმცა ცნობიერება - არა. ამიტომ ცდილობენ, ყოველთვის, შეცვალონ ის სხვადასხვა ქმედებებით. ამით კი არღვევენ შვილების უფლებებს და მათ ნივთებივით ექცევიან. მე ვფიქრობ, დასავლური გამოცდილება, როცა შვილებს ეძლევათ საშუალება, საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად მოიწყონ და მართონ, საუკეთესო წამალია იმისთვის, როგორ ჩამოყალიბდეს ადამიანი დამოუკიდებელ და შემდგარ პიროვნებად.

  • კლონირების მცდელობა.

საერთოდ არ მგავხარ! შენს ასაკში მე... - ფრაზა, რომელიც ხშირად გვესმის მშობლებისაგან შვილების მისამართით, იმთავითვე ასახავს მათ სურვილს , შვილები საკუთარი თავების გაგრძლებად აქციონ ან კიდევ, იდენტური არსებები შექმნან. რეალურად, ამის მიღწევა არც ისე მარტივია, თუმცა მცდელობა რომ არის ეგ უკვე ნიშნავს, სამწუხაროდ, რამდენად მცირეა მშობლებისგან იმის აღქმა , შვილები რომ ცალკე ინდივიდები არიან.

  • რჩევის მიცემა და ბრძანება.

ზოგადად, რჩევა, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ერთმანეთს ვაძლევთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული სუბიექტური აზრია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხშირად ვითვალისწინებთ მეგობრულ რჩევებს და იშვიათად, -ბრძანებებს. ტონი , რომლითაც რჩევას ვიძლევით, არის პირველ რიგში , თანასწორუფლებიანობის ამსახველი, შესაბამისად, ნდობაც მიღებული რჩევისადმი უფრო მეტად დიდი.

ჩემი აზრით, რჩევის მიცემით, მშობლებმა არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ თავიანთ შვილებს, ასე ისინი გახდებიან უფრო მეტად დამოუკიდებელნი და მყარნი.

  • ბოდიშის მოხდის აუცილებლობა

საზოგადოდ, როდესაც ადამიანები რაღაცას აშავებენ, ჩვენ ყოველთვის ველით მათგან , რომ აუცილებლად მოგვიბოდიშებენ და ხშირ შემთხვევაში , ასეც ხდება.

შვილმა დააშავა რამე? ის სთხოვს პატიებას მშობლებს.

მაგრამ!

არც თუ ისე იშვიათად, მშობლებიც ცდებით , თუმცა ბოდიშს არასდროს უხდით თქვენს შვილს, სამწუხაროდ. მიზეზი კი მისი მცირეწლოვნება, თქვენზე დამოკიდებულებაა, რომლითაც ხშირად მანიპულირებთ.

  • მშობლობა ანუ მასწავლებლობა, როგორც ასეთი

მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი , რისი მიღებაც ჩვენ, შვილებს მშობლებისგან გვძალუძს არის, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი მეს სიყვარული, მშობლები შვილებს ამაში უნდა დაეხმარონ და არა იმაში, თუ რომელი ნივთით მოირთონ საკუთარი სხეული ან კიდევ, ტექნიკის რომელი მიღწევა გამოიყენონ წარმოსაჩენად.

საკუთარი თავის შეყვარება, ჩემი აზრით, არ არის მარტივი საქმე. ძირითადად, 2 ტიპის ადამიანებს ვხვდებით : პირველნი, იმდენად განარცისებულები, იმდენად გამოთაყვანებულები არიან ამ ვითომდა ეგოს სიყვარულით, ირგვლივ ვეღარავის ამჩნევენ. მგონია, რომ ეს სიყვარული კი არა, საკუთარი ეგოსვე მოტყუებაა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი თავი არ უყვართ და პირველისგან განსხვავებით, ამას ხვდებიან და არც მალავენ, ისინი ყველაზე მეტად იტანჯებიან, ფიქრობენ რა, რომ ყველაზე უკანასკნელნი არიან, ამით ყველა გზას ანადგურებენ წარმატებისკენ მიმავალს.

ამიტომაც ვთვლი, რომ მშობლებმა შვილებს უნდა მისცენ სიყვარული , რომ მათაც შეძლონ შეიყვარონ თავიანთი თავი. თუმცა ისევ ვიმეორებ, ეს სულაც არ გულისხმობს გადამეტებულ ყურადღებასა და სითბოს, ყველაფერი ზღვარსგადასული რყვნის და ანადგურებს ჩვენს სულიერ სამყაროს, რისგან გამოწვეული შედეგიც კი შვილის, როგორც ცალკეული ინდივიდის, პიროვნულობის სიძლიერისთვის მეტად საშიში და შეიძლება, ფატალურად დამანგრეველიც აღმოჩნდეს .

  • მუშაობა დაბალი რანგის პოზიციებზე „ არ ტეხავს“

იმანუელ კანტის სიტყვებით, ცუდი საქმეა, როცა ბავშვს აჩვევენ, ყველაფერს ისე უყუროს, როგორც სათამაშოს. ყველაზე საჭიროა, ასწავლონ მას გარჯა-მუშაობა. მშობლებო, უნდა გაიაზროთ ისიც, რომ ყოველთვის ვერ იქნებით ჩვენს გვერდით, ყოველთვის ვერ შეძლებთ ჩვენს დახმარებას, ამიტომ უნდა მოგვცეთ შვილებს საშუალება, საკუთარი სურვილისამებრ განვახორციელოთ ჩვენი შესაძლებლობები და მივიღოთ, შესაბამისი საზღაურიც, რითიც ნელ-ნელა მივაღწევთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობამდეც, შემდეგ კი ბევრად მარტივად დავძლევთ ცხოვრებისეულ პრობლემებს.

და ბოლოს, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა მშობელმა გაიაზროს , რომ შვილი, რომელსაც იგი ამ ქვეყნად მოავლენს, მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არა - რომელიმე სხვა ადამიანს, თუნდაც მას უდიდესი როლი შეესრულებინოს მისთვის ამ სამყაროს ხილვაში. მშობლებო, მგონი საკმარისია ისიც, თქვენდაუნებურად, გაუზრებლად რომ ასე დიდ გავლენას ახდენთ ჩვენზე, თქვენსავე შვილებზე , რა თქმა უნდა , იმ სოციუმთან ერთად, რომლის წევრებიც ვართ. შესაბამისად, აღარაა საჭირო უხეშად ჩარევა შვილების ძირითადი ცხოვრებისეული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში. მხოლოდ, აღზარდეთ ისე, რომ როდესაც უკვე იგი გააცნობიერებს მისსა და სამყაროს არსებობას, ჰქონდეს უნარი, იპოვოს საკუთარი თავი და დაიმკვიდროს იგი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG