Accessibility links

logo-print

„კაპიტნები და ვირთხები“


ავტორი: გიგა გოგოლაური

არ შეიძლება მართალი იყოს, რომ გამიდან მხოლოდ ნაცრისფერი შეესაბამება ქალაქს. მართალია მოვლენები, რომლებიც ამ ფერს ყველაზე მეტად უხდება და მის ტენდენციებს სრულად აკმაყოფილებს, ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც!

თუ ერთეულებში უნდა ვეძებოთ გამოსავალი, უნდა ვიპოვოთ და ვუშველოთ საკუთარ თავსაც და იმ ერთეულებსაც რომლებშიც ვხედავთ გადარჩენის გზას რომელიც ხანდახან უბრალოდ ილუზიაა.

დაუჯერებელია რამდენად შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ჩემი მსჯელობა გადარჩენის და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის თეორიის ჩამოყალიბებაში. თუ ჯერ იმ ერთეულებს არ ვუშველეთ ისინიც ვერ შეძლებენ იმ შედეგის მიღებას რომლის გამოც პატრიოტიზმის ილუზიაში ჩაძირულ ქრთველსშეუძლია სიამაყით დალიოს საქართველოს სადღეგრძელო, მისთვის ქვეყანა ასოცირდება ილიასთან, ვაჟასთან და ალბათ იმ დიად კაცთან რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა იმ საქართველოში რომლის სადღეგრძელოსაც სვამს, სადაც არ დააფასეს, სადაც, რომ მოკვდები გმირი ხარ, სადაც მაინც ჯიუტად გიყვარს იისფერი თოვლი, სადაც ის გემი იძირება რომელსაც კაპიტანი პირველი ტოვებს და ვირთხები ბოლომდე ჩაყვებიან.

დროა ხმამაღლა შევძახოთ კაპიტანს, მეტი გამბედაობისკენ მოვუწოდოთ, შევახსენოთ თუ რატომ და რა მიზნით არის ის კაპიტანი, რატომ უნდა მოკვდეს თუ აუცილებელია იდეისთვის და იმ მიზნისთვის რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამომავლო ქმედებისთვის.

კითხვა - ვის უფრო უნდა ვენდოთ კაპიტანს რომელიც ჩაძირვისას ტოვებს გემს თუ იმ ვირთხას რომელიც მას ბოლომდე ჩაყვება,ყოველთვის იარსებებს. პასუხი კი, შემდეგშია - მთავარია როგორ და სად ხედავ საკუთარ თავს.

მირჩევნია ვირთხა ვიყო მაგრამ იდეისთვის მოვკვდე და არა კაპიტანი რომელიც წინააღმდეგობას გაურბის და მარტივად ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ვირთხა ვიქნები და იდეისთვის მოვკვდები, ოცნებისთვის გავწირავ თავს რომელმაც აქამდე მომიყვანა, რომელიც მე მიყვარდა და რომელსაც არასდროს არაფრის ფასად არ დავთმობდი, რომელსაც ვერავინ და ვერასდროს წამართმევდა და ვერ მეტყოდა როგორი უნდა ყოფილიყო ის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG