Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსალმუნი პირველი - არჩეული გზა!


ავტორი: გიორგი გამყრელიძე

ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა.

ვიყავი, მიგდებული კოცონთან და ღამის აჩრდილებს ტყეში, ფსალმუნით ვიგერიებდი. ყოველი ახალი ამოკითხული ფრაზის შემდეგ, ცეცხლი მითრევდა თავის სამყაროში, რომელიც არ განსხვავდება ჩვენი სამყაროსგან და მე-ვიწვოდი. მწვავდა ფრაზა, “ნეტარ არს კაცი” – კაცი... რომელმაც განიკითხა ადამიანების უღმრთოობა, სულ უბრალოდ, ადამიანებმა გიჟად შერაცხეს – ჯვარს აცვეს, დასაჯეს.

საუკუნებეების შემდეგ, საქართველოში, არ მაქვს კვლავ, სხვისი “განკითხვის” უფლება მაგრამ ვის როგორ უნდა, ისე მღერის. არ მაქვს აზრის დაფიქსირების უფლება და შემიძლია მხოლოდ გიჟივით ვიყვირო – რატომ მაბრმავებეთ?! წამებული იესო, ხომ განსხვავდებოდა, დღევანდელი რელიგიურ-პოლიციური რეჟიმისგან, რომელიც აღმზრდელობით და დამსჯელობით სისტემაში გადაიზარდა - ტყეშიც, ქვეყანაშიც და ადამიანის გულშიც.

- მეფევ და მეფსალმუნევ... რა არის ცოდვილთა გზა, ან თუ გრძნობდი, უგულოდ განსახიერებულ რიტუალებს, თუ უყურებდი ადამიანებს რომლებიც არ უსმენდნენ და არ განიცდიდნენ ჭეშმარიტების შეგრძნებას?! და შენც, ერთ დღეს შენი ლოცვებით დაიწყე ძიება სხვა გააბრაზე და შენც "მოსწყდი საჯდომს უსჯულოსას" და შექმენი ისე, როგორც შეიგრძენი. ადამიანებს ხმამახლა რომ განვუმარტოთ, ყველა ფსალმუნი ხომ შენი თვალით და ცხოვრებით დანახული - სულის გზაა!
მაგრამ მეფევ-მეფსალმუნევ, დედამიწაზე ადამიანებად შექმნილ ქართველებს სტიქიურად დაგვჩემდა უგულოდ დაზეპირება და ბრძენ-კაცუნად მოქმედება, თუმცა. ამასთან ერთად, ღმერთის სახელით ისეთ ილუზიურ ბადეს გვიქმნიან გარშემო მყოფნი, რომ უკვე რეფლექსად გვაქვს გამჯდარი დაზეპირება, ბრძენ-კაცუნობის. წარმოიდგინე! “ნეტარ არს კაცი” და ლოცვის ცოდნა სარფიან საქმედ იქცა და ხშირად საქარე მინასაც მძლავრი დარტყმებით ეხეთქება წამებული იესო, შენი შთამომავალი და უსჯულოთა საჯდომზე არ მჯდარი. ამ მანქანაში წმინდაანი რომ მიწოდონ-სინდისი არ მაპატიებს?!

და იყოს ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა არა დასცუივენ, და ყოველივე რაიცა ყოს, წარემართოს მას.

- დიახ, რა ბედნიერებაა ჩასცქეროდე წყალს, როგორც ჭეშმარიტებას. სიბრძნეს, რომელსაც კაცობრიობა უნდა დაეწაფოს, თითოეულმა შეიგრძნოს და არ იქნას გამოყენებული ადამიანების სამართავად, გასაბრიყვებლად, დასამონებლად – მაგრამ დღეს მხოლოდ უნაყოფო ხეს და მღვრიე წყალს თუ გვაჩვენებეს მანქანის საჭის მპყრობელი, რომელიც მძლავრი დარტყმებით ახეთქებს საქარე მინას წამებულ იესოს, შენს შთამომავალს და უსჯულოთა საჯდომზე არ მჯდარს. ამ მანქანაში წმინდაანიც, რომ მეწოდოს-სინდისი არ მაპატიებს!

არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა და თითოეული ქართველის სიბინძურე, სულიერი გატეხილობა, რომელიც მის ღმერთთან დამოკიდებულებაში აისახება, უკვე ურთიერთობებში ღალატად, სიცრუედ, პირველობად, მლიქვნელობად, სიძულვილად და... როგორც ეს ნაცარი ეზილება მიწას ცეცხლობის შემდეგ, ზუსტად ისე ჩვენს გენეტიკაში ილექება და ეს ნაცარი გვანგრევს, გვახჩობს , გვაბერებს, გვაბოროტებს, გვაბრმავებს, უკან გვაყენებს, გვწევს, შუა საუკუნეებში გვითრევს და გვაქცევს “მტუერად”, ჩვენივე საქარე შუშაზე...სადაც?!

რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG