Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე, როგორც დაკარგული დრო


ავტორი: გიორგი ლონდარიძე

როცა ჩემმა ბებიამ და ბაბუამ იქორწინეს , ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა არ გააჩნდათ, უბრალოდ მათი მშობლები ერთმანეთს იცნობდნენ და შეთანხმებით გააყოლეს, ბებიაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად იგი ძალით მიყვანეს ეკლესისი კარამდე. თუმცა ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის მიმართ არასოდეს არ გასჩენიათ განსაკუთრებული გრძნობები, ქმრის ძალადობით თუ უბრალოდ ცოლქმრული მოვალეობის გამო ბებიაჩემმა ოთხი შვილი მაინც ,,გაუჩინა“ ბაბუაჩემს

თამამად შემიძლიაა ვთქვა რომ თითქმის ჩემი ცხოვრების ნახევარი ბებიაჩემთან გავატარე, და რასაკვირველია ჩემი ბავშვური კითხვებით ვაბრუებდი მას, ყოველთვის მსურდა გამეგო ადრე ძველ დროში როგორ ერთობოდნენ შეყვარებული წყვილი, როგორ ერთობოდნენ თვითონ იმ დროს საკმაოდ მივიწყებულ სოფელში, მაგრამ სამწუხაროდ პასუხების საკმაოდ ბავშვური იყო და უმეტეს შემთხვევაში ცდილობდა თავი აერიდებინა. ბავშვობაშიც კი ვერ წარმომედგინა ბაბუაჩემმა , რომელიც დღემდე კომუნიზმის წუმპეში ბანაობს , დღემდე ატყვია პარტიული მუშაკის კორუმპირებული ხელი , გაბედა იმდენი რომ ოთხი შვილი გააჩინა, იმ დროს როცა მასთან სიტყვა სექსის ხსენებაზე , ზიზღით იფურთხებოდა და მეუბნებოდა : ფუჰ ბინძურო რეებს ამბობ?! წადი ხელები დაიბანე!

ბებიაჩემი 86 წლის ასაკში გასულ წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი ჯერ 96 წლისა და ისევ ცდილობს ჯანსაღად გამოიყურებოდეს . მე კი როგორც დამკვირვებელი ვცდილობ მას დავაკვირდე გადავახვიო მისი ცხოვრებისეული ლენტა და გავიგო რას ფიქრობდა მაშინდელი ქართული საზოგადოება იმ ადამიანურ პრობლემებზე, რომელიც ევროპულმა ცივილიზაციამ კაი ხანია გადაწყვიტა ხოლო საქართველოში არა თუ გადაწყვეტა მისი დღის წესრიგში დაყენება და მასზე საუბარიც კი მიუღებელია.

თუმცა ბებიამ და ბაბუამ ისე ამოწურეს თავიანთი დრო რომ არა მგონია მათ ოდესღაც ჯანსაღად ესაუბრათ ადამიანის ტრადიციული ორიენტაციიდან გადახრის პრობლემებზე. არამგონია მათ ესაუბრათ ადამიანის უფლებებზე როცა იმ დროინდელი აფსოლიტური უმრავლესობის გონება შემოიფარგლებოდა ,,ხალხი რას იტყვის’’ პრინციპით.

თუმცა მრავალმა წელმა განვლო , გავხდით ,,თავისუფალნი“ , ყველასაგან ,,დამოუკიდებელნი“ . ჩემი ნებით დავამთავრე სკოლა , ჩავაბარე იქ სადაც მინდოდა და ჩემის ნებით გადავწყვიტე რომ ხელი მიმეყო იმ საქმისათვის რაც დღეს და ახლა გადამარჩენდა და უარი მეთქვა უნივერსიტეტის კარიკატულად წოდებულ ქართულ უმაღლესზე . მოვეშვი დროის უაზრო ხარჯვას, და არავინ არაფერი მაიძულა , არავინ მაიძულა ჩამებარებინა უმაღლესში, და არც არავის ვეკითხებოდი ჩემს საქმეს. 18 წლის შემდეგ ჩემს მშობლებს კანონიერად წავართვი ყველა ჩემი უფლება. გავხდი თავისუფალი და დავიწყე ჩემი თავის მართვა ისე როგორც მე მსურდა.

თუმცა, დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის, აფსოლიტურ უმრავლესობას, შეუძლია თამამად თქვას რომ იგი თავისუფალია, და აკეთებს იმას რაც მას სურს. ეს მოსაზრება ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. თავისუფლება ყოველთვის აშინებს ადამიანს , თავისუფალი ადამიანი იძულებული ხარ ყველა კანონს დაემორჩილო, ყველა წესი დაიცვა, და რაც მთავარია გქონდეს სამუშაო რომლითაც თავის გატანას თვიდან თვემდე მაინც შეძლებ, სწავლის გადასახადებზე საქართველოში მუშაობით საუბარი ხომ სასაცილოც არის, როცა საშვალო ხელფასი 500 ლარსაც კი არ აღემატება. თითქმის ყოველ დღე ვუსვამ ჩემს თავს კითხვას სტუდენტების რამდენი პროცენტი ირჩენს თავს თავისი სახსრებით მაშინ როცა თავისუფლებაზე პრეტენზია აქვთ. როცა 18 – 25 წლის ,,ვაჟკაცს“ გაცმევს და გაჭმევს საბერძნეთში და თურქეთში წასული დედა. მინიმუმ შენი თავის უნდა შეგრცხვეს და მეგობრებთან ფეღბურთზე და ქუჩურ გარჩევებზე საუბრის დროს ,,ჩემი დედა მ....ყან“ მაინც არ უნდა ახსენო სხვა შეურაწმყოფელ ეპითეტებს თუ არ ჩავთვლით .

ბევრი რამით ვართ თავისუფალნი: მაგალითად ძველი დროისაგან განსხვავებით თავისუფლად შეგვიძლია ჯინსის შარვლის ჩაცმა . თუმცა უმრავლესობას თურქეთიდად გადმოტანილი ჯინსის შარვლის იმიტირებული სახე ცვლილება აცვია რომელსაც უცნაურ საღებავით და პოლიეთილინის ნაგვებისაგან ამზადებენ, და საერთოდ არანაირი საერთო არ აქვს იმ ჯინსთან რომელსაც ამერიკელი და ევროპელი იცნობს , მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ ჯინს ვატარებთ, გვაქვს კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, ჩვენი ნომრები, ID ბარათები , თითქმის ყოველ მეორეს გვყავს მანქანა , ევროპელისაგან განსხვავებით, რომლისათვისაც მანქანა გადადგილების საშვალებაა და არა გართობის და მარიაჟობის . სადაც გაუგონარი თავხედობით ირღვევა ქვეყნის ზომა და მანქანების რაოდენობის პროპორციები. აქ ხომ ყოველი ნაგავი ლეგალურია. გერმანიაში სანაგვეზო მოსროლილ მანქანას ვიღაც თავხედი კრიმინალი საქართველოში გადმოიყვანს საბურავში ჩატენილი ნარკოტიკით და თავისი ჭკუით ნახულობს ფულს.

გენიალურები ვართ, პარალელურად შეგვიძლია მშობლის მიერ ყოველი თვის ბოლოს გამოგზავნილ ფულით ვიცხოვროთ, საპატრიარქოს ბელადის დაკრულზე ვიაროთ , და ვიძახოთ რომ თავისუფლები ვართ.

თუმცა უკვე სამი წელია უცხოეთში ვარ და დღემდე ვაკვირდები ამ ქართულ თავისუფლების ფენომენს. ვერ გამიგია თავისუფლების როგორი მახინჯი სახე ცვლილებაა ის როდესაც ერთი შავოსან-წვვეროსანის ნათქვამზე ორმოცი ათასი ,,თავისუფლად მოაზროვნე“ ქუჩაში გამოვა ორი ლგბტე თემის დამცველის დასარბევად.

ბევრ რამეზე მომიხდა თვალის დახუჭვა, ბევრ რამეს ვამართლებდი. მსურდა ის ხალხი გამემართლებინა რომლიდანაც მეც მოვდიოდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვუძებნიდი გამართლებას, ან როგორ უნდა მოუძებნო როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა პატრიარქზე აფანატებს და აბოდებს. როგორ უნდა გავამართლო ის ვინც მორწმუნეობას ჩემობს და სინამდვილეში არც კი ესმის რელიგიის არსი, იმ რელიგიის რომლის მატარებელიც არის უკვე ამდენი საუკუნეა საქართველო. იმ რელიგიის რომელმაც თავიდანვე მახინჯი სახით შემოახწია აქ. შემდეგ კი უფრო დამახინჯდა, და არა კაც ჰკლა გვესმის ისე თითქოს და ყოველ დღე უნდა მოვკლად ვიღაც. ,,პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა" გავიგეთ მახინჯად და ამიტომაც ვიგინებით ყოველ დღე ათასჯერ მაინც ,,ჩემი დედა მ...ყანს” იმის მაგიერ რომ ერთხელ მაინც გავიხსენოთ ნამდვილი მცნება.

მერვე მცნება კი რომელიც გვეუბნება რომ არ უნდა ვიპაროთ, თავად ეკლესის მსახურნი გახდნენ კანონიერი ქურდები, რომელნიც ყოველ დღიურად უკანასკნელ კაპიკებს გვართმევენ მხოლოდ იმიტომ რომ თავიანთი უძირო ქვევრი ამოავსონ.

21-ე საუკუნეში ადამიანისათვის მთავარი ორიენტირი უნდა იყოს და არა ,,ღირებულებების“ და ტრადიციების დაცვა და მამა-პაპურ გზას ბრმად გაყოლა. არც კი ვიცით რა ღირებულება გვაქვს. რას გულისხმობთ იმაში როცა ამბობთ ქართულ ტრადიციებს ვიცავთო. ერთი თვენგანი თუ ხვდება მაინც რა ღირებულებები გააჩნია საქართველოს.

-რელიგია?

-ის თქვენი არაა , შემოტანილია.

-ვებხისტყაოსანი?

– იგი მარტო ქართველების არ არის ის მსოფლიოს ეკუთვნის . არა მგონია შოთა რუსთაველი ამ შედევრის შექმნის დროს , მართმადიდებლოაზე და ქართული ,,ნაციის “ და ქართული ,,სულის" დაცვაზე ფიქრობდა.

სხვა რა ღირებულებები გაქვთ ? სხვა რა ტრადიციები გაქვთ ? ერთმა მაინც თუ იცის ?

საბჭოთა კავშირში შექმნილი ვითომდა ქართული ღირებულებები, რომელსაც სტალინის და საბჭოეთის ხელი ატყვია დღემდე . მართვის სადავეებთან შემომსხდარი ანაფორიანები რომლებიც ტყუილებით გბერავენ. სტალინიზმის რეინკარნილებულ სახედ ქცეული პატრიარქი რომელიც მოძალადეებს ფეხებს უკოცნის და კრიმინალს აკანონებს.

ამიტომ მძულს ძველი თაობა , ამიტომ მერევა გული მათზე, ბაბუაჩემის და მამაჩემის შემყურემ ყველაფერი ძველი გავთელე. გავთელე მამაჩემიც და სახეში შევაფურთხე მხოლოდ იმიტომ რომ მათმა აზროვნებამ წამართვა დრო. მისმა თანამედროვეებმა გამომაცალეს ყველა სიმაღლისაკენ მიმავალი საფეხური.

იმ დროს როდესაც ევროპა და ამერიკა გიგანტურ ნაბიჯებს დგამდნენ , ბაბუაჩემი გაიძახოდა : ხალხი რას იტყვის?! . იმ დროს როდესაც გერმანია ერთიანდებოდა და მოკლე დროში გიგანტურად ვითარდებოდა მამაჩემის თანამედროვეები ერთმანეთს ხოცავდნენ და ძარცვავდნენ.

გერმანელმა უფროსმა თაობამ ახალგაზრდებს გასცა კითხვაზე : ,, შენ რას აკეთებდი მაშინ‘’ პასუხი კაი ხანია. მე , მე კი ეხლაც ველი ამ კითხვაზე პასუხს ძველი თაობისაგან , და ვხვდები რომ თავხედურად უარყოფენ ყველაფერს. გერმანელმა უფროსმა თაობამ ახალგაზრდებს დაუჩოქა და პატიება სთხოვა ყველაფრისათვის რაც გააკეთეს, ხოლო ჩვენ ? ჩვენ აქეთ გვთხოვენ მადლობის გადახდას ,,სამშობლო“ რომ უვნებელი ჩაგვაბარეს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG