Accessibility links

logo-print

ავტორი: ლევან მორჩიაშვილი

რამდენიმე დღის წინ რაღაც ვოქს პოპს მოვკარი თვალი. ”უნდა იწყებოდეს თუ არა სკოლებში გაკვეთილები ლოცვით?”
რატომღაც ყურადღება მაშინვე არ მივაქციე, მაგრამ მერე გამახსენდა და ძველი მოგონებები ამომიტივტივდა თავში: მეორე ან მესამე კლასში ვიყავი(შეიძლება მეოთხეც) ყოველ დილით პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ვლოცულობდით. 44 ბავშვს ფეხზე აგვაყენებდნენ და ვლოცულობდით. მახსოვს ფეხზე მარტო 3 ბავშვი არ დგებოდა, ისინი არც ლოცულობდნენ და რამდენიმე დღის მერე მასწავლებელს კლასიდანაც კი გაჰყავდა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ძალიან ვბრაზდებოდი. რატომ არ ლოცულობენ-მეთქი ძალიან ძალიან ვბრაზდებოდი და მთელი ლოცვის განმავლობაში იმაზე ვფიქრობდი, რატომ იყო ჩემი ის სამი კლასელი ასეთი ”პრივილეგირებული”. მერე გავიგე რომ იმათ სხვა ღმერთი ჰყოლიათ. ვერაფრით ვერ მივხვდი სხვა ღმერთი რა იყო. კითხვა მერიდებოდა, მეგონა დამცინებდნენ და ჩუმად ვიყავი. ამ ბავშვების მიმართ კი საშინელი აგრესია მიჩნდებოდა. არამარტო მე. მახსოვს სხვა ბავშვებიც ჩურჩულებდნენ-ხოლმე რაღაცებს და ეცინებოდათ. მერე მეხუთე კლასში საგანი რელიგია დაგვემატა. რელიგია ერქვა, მაგრამ მართმადიდებლობა უნდა ყოფილიყო სახელი. აი ეს გაკვეთილები იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი შავი ლაქა. სტრესი. საშინელი შიში. ტკივილი. ლოცვებისა
და საგალობლების დაზეპირებას არაუშავს, არ ვიყავი ზარმაცი. მაგრამ მასწავლებელი ყოველთვის იმას გვიმეორებდა რომ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდით, ის ცეცხლი დაგვწვავდა, სამარადისო ტკივილი გველოდა თუნდაც ბანაობის დროს მიღებული სიამოვნების გამო, თუ ამას არ მოვინანიებდით. ლუციფერი დაშანთავდა მოკლეკაბიან გოგოებს და ეკლესიის წინ შორტით გავლილ ბიჭებსაც არ ელოდათ უკეთესი. მასწავლებელი იმასაც გვეუბნებოდა რომ საღეაჭი რეზინი, შოკოლადი ეშმაკის გამოგონებული იყო და ამით სიამოვნების მიღება არ შეიძლებოდა. არ შეიძლებოდა ბიჭი რომ გოგოს კოცნიდა. სიყვარული კოცნა კი არ არის, უნდა უყურო და ისე გიყვარდეს, ჯვრისწერის გარეშე კოცნა ჯოჯოხეთის ბილეთიაო. ის სამი ბავშვი ისევ არ ესწრებოდა არც ამ გაკვეთილებს. მაშინ აგრესია ისევ მქონდა ამ ბავშვების მიმართ, ოღონდ არა იმიტომ რომ სხვა ღმერთი ყავდათ. იმიტომ, რომ მშურდა ამ გაკვეთილებს რომ არ ესწრებოდნენ და ამდენს არ წვალობდნენ. მთელი მეხუთე კლასი და შემდეგ პერიოდი ვფიქრობდი რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა, მაინც ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი რადგან მულტფილმებსაც ვუყურებდი და უარესი - მომწონდაკიდეც. დღემდე არ მავიწყდება არც ის შიში რასაც მე განვიცდიდი, და არც ის ზიზღი, აგრესია, რაც მე და სხვებს გვიჩნდებოდა იმ ბავშვების მიმართ. ორი დღეა სულ ამაზე ვფიქრობ და მრცხვენია. მრვცხვენია იმიტომ რომ აგრესია მქონდა იმის გამო, რომ მათ სხვანაირი რელიგიური შეხედულებები, და სხვა ღმერღი ჰყავდათ.

ეს არის პასუხი კითხვაზე უნდა იწყებოდეს თუ არა გაკვეთილები ლოცვით.

P.S. რომელომე ფანატიკოსს ან წაკითხულის გააზრების უუნაროს თუ ის შეგრძნება გაგიჩნდათ რომ მე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ პროპაგანდისტი ვარ, გირჩევთ რომ თავიდან გადაიკითხოთ 😊

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG