Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპულარობა პარტიული მიზნებისთვის


ავტორი: მამუკა კალანდაძე

ქართულ პარტიულ პოლიტიკაში დღემდე ძალიან მიმზიდველია ქარიზმატული ლიდერის ინსტიტუტი. პოლიტიკურ პარტიებშიც ეს კარგად ააქვთ გათავისებული და ხშირად ცდილობენ თავისი სახელით რომელიმე ცნობილი ადამიანი, სპორტსმენი თუ საზოგადო მოღვაწე მოგვივლინონ. ეს ამომრჩეველზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა და არჩევნების მოგების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. ქართულ პოლიტიკაში ასეთი მაგალითები მრავლად არის წარმოდგენილი.

2007 წელს ტელეკომპანია იმედის დარბევის შემდეგ ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა პარტია შექმნა და თავის გარშემო ჟურნალისტები შემოიკრიბა. გადაცემა ,,დროება" და მისი წამყანი ყურებადი და საინტერესო იყო მოსახლეობისთვის, გიორგი თარგამაძე კი იმედის დარბევის ბოლო წამებში ის ჟურნალისტი იყო ვინც რიგით მოქალაქეებს მიმართა. იმ დროს ხალხს მოლოდინი გაუჩნდა, რომ თარგამაძე პოლიტიკაშიც ისეთივე წარმატებული იქნებოდა როგორიც ჟურნალისტიკაში იყო. მის გვერდით გამოჩნდენ გივი თარგამაძე და მაგდა ანიკაშვილი. უდაოა, რომ ეს სახეები ხალხს უყვარდა და მათი ცნობადობის გამო შეეძლოთ აერჩიათ კიდეც. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიური საარჩევნო უფლება გამოიყენა ქარიზმატულმა და მაღალ რეიტინგიანმა თოქშოუების წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობდა წესით არც არჩევნების მოგება უნდა გაჭირვებოდა. შემდეგ კი ჯგუფი ,,ნიკოლშოუ" ჩაერთო ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო კამპანიაში და მათ მოყვარულებზე გავლენის მოხდენაც ჯგუფის საშუალებით სცადეს. ცალ-ცალკე სახეები შეიძლება ხალხისთვის საყვარელი იყო, მაგრამ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია იმის ნათელი მაგალითი გახდა, რომ მარტო ცნობილი სახეები მანდატს ვერ მიიღებენ თუ პარტიას თავად არ ააქვს კარგი რეპუტაცია და სუფთა წარსული.

ცნობად სახეებთან ურთიერთობისას საინტერესოა ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქცევა, რომელიც თავისი 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა ქარიზმატული ლიდერების წარმოჩენას, ამიტომ იყენებდა ცნობად სახეებს. 2004 წლიდან მოყოლებული ხშირად ვხედავდით ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელ გიორგი ასანიძეს აქტიურ პოლიტიკაში. იმ სიხარულმა, რომელიც ასანიძემ ქართველებს გამარჯვებით მოჰგვარა თითქოს გააჩუმა საზოგადოება, სამწუხაროდ არავის გასჩენია კითხვები მის პოლიტიკური გამოცდილების შესახებ. ნაციონალური მოძრაობა ცნობილი ბიზნესმენებითაც ავსებდა თავის რიგებს, რომ ხალხს უფრო ერწმუნა მათი. ეს სოციალურ ვოალს გავდა, რომელიც უმუშევრობას ებრძოდა ვითომ. ასე მოხვდა პარტიაში და შემდგომ პარლამენტში რუსუდან კირვალიძე. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის აზრის პირდაპირი გამტარებლები იყვნენ ჟურნალისტები, განსაკუთრებით ,,რუსთავი ორის". ისინი აღნიშნულ პარტიას კარგ რეკლამას უკეთებდნენ და ხალხზე გავლენის მოხდენასაც ცდილობდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ჟურნალისტები შემდგომ პირდაპირ პარლამენტში ან სამთავრობო აპარატში ინაცვლებდნენ, რისი კარგი მაგალითებიც არიან მანანა მანჯავიძე და მაია ნადირაშვილი.

ცნობილი ადამიანები აქტიურად ჩაერთვნენ პოლიტიკურ პროცესებში 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ,,კოალიცია ქართული ოცნების" მხრიდან. პარტიის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი ყველასათვის საყვარელი, ქველმოქმედი, ბიზნესმენი-ბიძინა ივანიშვილი გახლდათ. აქტიურად გამოჩნდნენ სპორტსმენები. სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად წარდგენილ იქნა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე. ახმეტაში კენჭი იყარა ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ზურაბ ზვიადაურმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კენჭი იყარა მსახიობმა მაია ბერიკაშვილმა, თბილისის გლდანის რაიონში კენჭი იყარა მსახიობმა სოსო ჯაჭვლიანმა. შორს რომ არ წავიდეთ ვიტყვი, რომ თითოეული ეს ადამიანი მოსახლეობისთვის ძალიან საყვარელი, ახლობელი და სანდო იყო.

ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება პოლიტიკაში მსოფლიო ბანის, ფონდ ,,იავნანას" ხელმძღვანელის-პაატა ბურჭულაძის გამოჩენამ მიიპყრო. რამდენად შეძლებს ბურჭულაძე პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი ცნობადობის გამოყენებას ეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გახდება ცნობილი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ ქართული საზოგადოება არასოდეს არ უყურებს პოლიტიკური პარტიის იდეოლოგიას, არ უკეთებს მათ წინასაარჩევნო პროგრამების ანალიზს. მათ თითოეული ცნობადი სახე კვლავ გმირი გონიათ, ასეთი სახეებით კი პარტიები ემოციურ ბურუსში გვახვევენ, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების იმედგაცრუების ძირითადი მიზეზია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG