Accessibility links

logo-print

დაუზუსტებელი ინფორმაციის უტყუარობა!


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

მედიის როლი საზოგადოებაში განუზომლად დიდია. იგი არა მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ საზოგადოებრივი აზრის ერთგვარი შემქმნელიცაა. ამიტომაა რომ ყოველი მედია საშუალების პასუხისმგებლობა საზოგადოებს წინაშე მნიშვნელოვანი საკითხია. რა ვითარებაა ამ მხრივ ჩვენს ირგვლივ? გვაქვს კი პასუხისმგებლობით გაჯერებული მედია სივრცე? სადავოა...

,,დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე ვრცელდება ინფორმაცია რომ...“, ,,ამ წუთას მოვიპოვეთ დაუზუსტებელი ინფორმაცია რომ...“, ,, დაუზუსტებელი ინფორმაციით...“ დაუზუსტებელი, დაუზუსტებელი, დაუზუსტებელი...

თუკი საინფორმაციო საშუალებას გადაავლებთ თვალს ხშირად შეგხვდებათ ასეთი ფრაზები. შთაბეჭდილება გრჩება, რომ მედია საშუალებები დაუზუტებელ ფაქტებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციებს და ამით ხშირად ახდენენ მცდარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. მაშ აბა რით განსხვავდება ჟურნალისტიკა და ჟურნალისტი ჩვეულებრივი ადამიანისგან , რომელსაც უფრო თამამად შეუძლია გაავრცელოს ნებისმიერი, თუნდაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მით უმეტეს ამგვარ ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ყველას მიუწვდება ხელი სოციალურ მედიაზე. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებაზე ჟურნალისტიკამ, რომელიც საკუთარ უმნიშვნელოვანეს როლს ვერ ან არ აცნობიერებს და მხოლოდ კერძო ინტერესებით ხელმძღვანელობს.

რა თქმა უნდა ნებისმიერ მედია საშუალებას საკუთარი სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა გააჩნია. ამაში საგანგაშო არაფერია. ასეთი სიტუაციაა უცხოურ მედია სივრცეშიც ამერიკასა და ევროპაში, და არა მხოლოდ იქ. ზოგი გავლენიანი გაზეთი, ტელე და რადიო სადგურებიმემარცხენე აზრს გამოხატავენ, ზოგიც მემარჯვენეს. ზოგი რა აზრს ავითარებს და ზოგი რას. ეს არაა მთავარი და რა თქმა უნდა ეს არც ცენზურაა, უბრალოდ ასეა. უმთავრესია როგორ ინფორმაციას გადასცემენ ისინი. არის თუ არა ის უტყუარი, ფაქტებზე დაყრდნობით მოპოვებული. აქვს თუ არა თავისი როლი გაცნობიერებული ამა თუ იმ მედია საშუალებას.

კარგად მახსოვს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე როგორ დეტალურად გვასწავლიდნენ ჟურნალისტიკის როლზე საზოგადოებაში, რომ მისი უმთავრესი ფუნქცია რეალური, ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და საზოგადოების წინაშე გადაცემაა,რომ ფაქტების კონსტატაციის პროცესში ჟურნალისტმა არ უნდა დაუშვას დაუზუსტებელი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. ეს რაც შეეხება სწავლებას. ყველა ჟურნალისტს ასე აქვს ნასწავლი. მაშ აბა რა ხდება პრაქტიკული საქმიანობის დროს. როდესაც ამგვარად განსწავლული ჟურნალისტი დაუზუსტებელ ფაქტებზე დაყრდნობით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას. პასუხი ერთია: მედია საშუალებათა უმრავლესობავერ უძლებს ცდუნებას ჰქონდეს ექსკლუზივი, იყოს პირველი, თქვას პირველმა. მერე რა თუ ეს ფაქტი არ დადასტურებულა. ხომ ითქვა სადღას, ან იქნებ არც ითქვა. მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ასეთ სიტუაციაში სანდოობის მნიშვნელობა აზრს კარგავს. არადა სწორედ სანდო მედია სივრცეა აუდიტორიისთვის არსებითი.ჟურნალისტის საქმიანობა, ძალაც და თუ გნებავთ მოვალეობაც სწორედ ეგ არის, მოიპოვოს უტყუარი ოპერატიული ინფორმაცია, რაც აუდიტორიის წინაშე მის სანდოობას შეუწყობს ხელს და ამ ყველაფერს მაღალი რეიტინგიც დააგვირგვინებს, თორემ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინფორმაციის გავრცელება ჩვენს დროში.

გავიხსენოთ რა ხდებოდა ჟურნალისტიკის განვითარების საწყის ეტაპზე. ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა დააარსეს პირველი ქართული ჟურნალ–გაზეთები, (ცისკარი, დროება, ივერია და ა.შ.), სადაც ასახავდნენ იმდროინდელ საქართველოში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს. ეს იყო ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი წყარო.და თუკი მაშინდელ პუბლიცისტურ წერილებსაც გადავხედავთუმთავრეს შემთხვევაში ვნახავთ, რომ საზოგადო მოღვაწეების და პუბლიცისტების მთავარი საქმერეალური, უტყუარი ინფორმაციის მიწოდება იყო საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, თავიანთი პუბლიცისტური წერილებით ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ იმგვარი საზოგადოებრივი აზრი რაც ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, რაც რეალობის ამსახველი იქნებოდა. რა თქმა უნდა გადაცდომა იმ ეპოქაშიც ხდებოდა, მაგრამ ეს ,,ნიშა“ ყველასთვის მთავარ საგანს წარმოადგენდა. პრესას რადიო და ცოტა მოგვიანებით ტელევიზიაც შეუერთდა. ფუნქციები ყველა მედია საშუალებას ერთი დარჩა, საზოგადოების ინფორმირება, თუმცა განისაზღვრა კონკრეტული აუდიტორია თითოეული მედია საშუალებისთვის. ინტერნეტ მედიის განვითარებამ კი ახალ ეტაპზე გადაიყვანა მედია სივრცე. მიუხედავად ამისა ფუნქცია იგივე დარჩა. საზოგადოების ინფორმირება, უტყუარი, ობიექტური, ოპერატიული და რაც მთავარია გადამოწმებული, ფაქტებზე დაყრდნობით დამუშავებული ინფორმაციისა.

ჟურნალისტიკა და მედია საქმიანობა ამით უნდა გამოირჩეოდეს სხვა საქმიანობებისგან. მოახდინოს საზოგადოების ინფორმაცია სწორედაც, რომ გადამოწმებული, უტყუარი ინფორმაციით, ეს კი სანდოობის, პოპულარობის მთავარი წინაპირობაა. ასე რომ სადავოა ,,დაუზუტებელი ინფორმაციის უტყუარობა“ და ასე მოპოვებულ რეიტინგენზე საუბარი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG