Accessibility links

logo-print

დიალოგი, დიალოგი და კიდევ დიალოგი


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

დღევანდელ საშუალო განათლების საფეხურზე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის უმთავრეს პრობლემად კომუნიკაციის და დიალოგის არათუ ნაკლებობა, არამედ არ არსებობა მიმაჩნია. პრობლემა მართლაც რომ საგანგაშოა. რა მნიშვნელობა აქვს რამდენ გამოცდას ჩაატარებს გამოცდების ეროვნული ცენტრი, თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდა. შედეგი ყოველ წელს ერთი და იგივე იქნება. რამდენიმე ათასი ჩაჭრილი მოსწავლე, რაც იმის მანიშნებელია, რომ სკოლა ვერ ასრულებს მთავარ როლს განათლების პროცესში.

თუკი ოდესმე ნებისმიერი სკოლის ეზოსთან ჩაივლი, აუცილებლად გაიგებ უკმაყოფილო საუბარს მოსწავლის ან მასწავლებლის. ურთიერთსაპირისპირო ბრალდებებს საზღვარი აღარ აქვს. უცხო ადამიანისთვის გაუგებარია რაზე ვერ შეიძლება შეთანხმდნენ სკოლის ეს ორი უმნიშვნელოვანესი რგოლი. ცოტა გაუგებარიც კია ამის აღქმა, თუმცა ცალ–ცალკე თუ გამოიკითხავ პრობლემის არსს, ყველას თავისი დამაჯერებელი არგუმენტი გააჩნია.

მოსწავლეთა მთავარ არგუმენტად უინტერესო გაკვეთილები და მასწავლებლის მხრიდან არაადეკვატური დამოკიდებულება იკვეთება. მაგალითები მართლაც რომ სასაცილოა, (სატირალი რომ არ იყოს). მაგალითად ერთ მოსწავლეს რომელიც მასწავლებელს ეკამათებოდა ( არც ეს მიმაჩნია პანაცეად და საგანგაშოდ) ნიშნის პრობლემა ჰქონდა.მას სხვა თანაკლასელებიც მხარს უჭერდნენ. როგორც აღმოჩნდა მასწავლებლის მხრიდან არააედკვატური შეფასების შედეგად წარმოქმნილიყო პრობლემა. მეორე მოსწავლეს იმას აბრალებდნენ რაშიც არ იყო დამნაშავე. მეოხთე კლასის მოსწავლე იმაზე ტიროდა ინგლისურ ტექსტში ერთი სიტყვა სათანადოდ, რომ ვერ წაიკითხა და მასწავლებელმა დაბალი ნიშანი დაუწერა. იქვე სხვა მოსწავლის მშობელი იმაზე წუხდა, გრამატიკა კარგად რომ ვერ გაიგო მისმა შვილმა და მასწავლებელმა საყვედური გამოუცხადა. აუხსნელად მასალის მიცემა ხომ სკოლათა უმრავლესობაში ჩვეული ტაკტიკა ყოფილა. რა თქმა უნდა დავინტერესდი ასეთი სიტუაციები სხვა სკოლაშიც თუ იყო, გამოვკითხე ჩემს ახლობლებს, ნაცნობებს, უბრალოდ ქუჩაში სკოლის მოსწავლეებს და შედეგი ისაა, რომ სამწუხაროდ კი.

რაც შეეხება მასწავლებლის პრეტენზიებს, მათთვის უმთავრესად ემოციური, ცელქი, ურჩი და უინტერესო თაობა ყოფილა. ამას თან ერთვის მუშაობის არასათანადო პირობები, და დაბალი ანაზღაურება. რა თქმა უნდა ამ უკანასკნელს მეც ვეთანხმები, მაგრამ .... ... ... ...

რა ვუყოთ იმ არაჩვეულებრივ ფაქტს რომ როგორც იქნა მოვიდა ის თაობა, რომელსაც საბედნიეროდ საკუთარი აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკულის, სამართლიანად შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს უსამართლობაზე შეკამათებაც შეუძლიათ. წავიდა ის დრო, როდესაც მასწავლებელს ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. თუნდაც სიმართლე მოსწავლის მხარეს ყოფილიყო. მასწავლებლებო ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თქვენი მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიურმა თუ საინფორმაციო ეპოქამ გაუფართოვა აზროვნების არეალი, არჩევენ ცუდს და კარგს. და თუ ვერ არჩევენ შეურაცხოფით, ანდა ძალადობით კი არ უნდა ხდებოდეს ურთიერთობა. არამედ დიალოგით, დიალოგით და კიდევ ერთხელ დიალოგით...

არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ. ყველას არ ეხება საბედნიეროდ რა თქმა უნდა ,მაგრამ რა ვუყოთ იმას რომ ზოგიერთი დღევანდელი პედაგოგი, როგორც აღმოჩნდა არც კი ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალებით, ზოგს ალბათ არც ესმის რა მოთხოვნებს უყენებს მასწავლებლის პროფესიას თანამედროვე ეპოქა. გამოდის, რომ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებიც, რომელიც მხოლოდ ცოდნას ამოწმებს, ამაო ყოფილა.

ვფიქრობ, ახლა დადგა ეტაპი განათლების სამინისტროს მხრიდან ძირეული რეფორმების დაწყებისა. პირველ რიგში საჭიროა ყველა მასწავლებლის კომპეტენციის შემოწმება არა მხოლოდ საგანში არამედ მეთოდიკაშიც და საგაკვეთილო პროცესშიც. ამას კი სათანადო, მაღალი ხარისხის ტრენინგები უნდა უსწრებდეს წინ. დარწმუნებული ვარ მასწავლებელთა უმრავლესობა მცოდნეა თავის პროფესიაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ კმარა სრული კომპეტენტურობისთვის. უმთავრესია ასევე სწავლების მეთოდიკის, განათლების ფსიქოლოგიის შესწავლაც. ამას თუ განვითარების ფსიქოლოგიის განხილვაც მოჰყვება მასწავლებელთა ტრენინგის პროცესში, ხომ მთლად უკეთესია. დღევანდელი მგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ არ იქნებოდა ურიგო მასწავლებლები ამ საკითხებს შეხებოდნენ. ალბათ უმრავლესობა ინფორმირებულიც არის ამის შესახებ. თუმცა პრაქტიკაში გამოყენების დეფიციტი სახეზეა. ამას რა თქმა უნდა თან უნდა სდევდეს სასწავლო პროგრამების დახვეწა, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ღირსეული ანაზღაურება.

უმნიშვნელოვანესია ყველა მასწავლებელმა შეიტყოს ის ფაქტი, რომ მონოტონური, მონოლოგური გაკვეთილები წარსულს ჩაბარდა და გადავიდნენ სწავლების ახალ, კომუნიკაციურ ეტაპზე, სადაც მასწავლებელი კი არა მოსწავლეა მთავარი რგოლი სწავლა სწავლების პროცესში. სადაც აქტიურ, მოსწავლეთა დისკუსიაზე დაფუძნებულ გაკვეთილს უკეთესი შედეგი მოაქვს.და თუკი არ გემორჩილებად ეს ბობოქარი თაობა, განგაში კი არ არის საჭირო, გაბრაზებით და მოსწავლეთა დადანაშაულებით კი არ უნდა მიუდგეთ ამა თუ იმ საკითხს, თუ მოსწავლემ ვერ გაიგო მასალა საყვედური კი უნდა გამოთქვათ, ანდა ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არ უნდა შეხედოთ ყველაფერს, არამედ მხოლოდ დ ი ა ლ ო გ ი თ, დ ი ა ლ ო გ ი თ და კიდევ ერთხელ დ ი ა ლ ო გ ი თ, რაც მასწავლებლისადმი ნდობას, პატივისცემას და სიყვარულს გაზრდის.

ეს ყოველივე კი მთლიანი ჯაჭვის თითოეული რგოლია თანამედროვე, თავისუფალი სამყაროსკენ მიმართული, ევროპული განათლების სისტემისა. სადაც ყველას აზრი მთავარი და პატივსაცემია. სადაც ურთიერთობების მთავარი საფუძველი არა ლანძღვა და გინებაა, არამედ დ ი ა ლ ო გ ი, დ ი ა ლ ო გ ი და კიდევ ერთხელ დ ი ა ლ ო გ ი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG