Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგი ქალბატონო, რიგი!


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

ქართველობას ხომ ვერაფერს გაუგებ. არა როგორ ვერ გაუგებ, შენც ხომ ქართველი ხარ, მაგრამ მაინც ყველაფერი უცნაურად გეჩვენება განსაკუთრებით მაშინ თუ შენი ეროვნება სხვა ეთნოსს ყოველდღიურ ყოფაში შეეჩეხება.

მანერა განსხვავებული, ქცევის კულტურა თვისებრივად სხვანაირი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება ხომ რადიკალურად სხვა. უყურებ და ფიქრობ მაინც რატომ? რანაირად შეიძლება ადამიანთა ასეთი მრავალფეროვნება. საიდან? მაინც საიდან? პასუხი ალბათ ერთმნიშველოვანია. ისტორიიდან, კულტურიდან, სოციალური ცხოვრების განსხვავებულობიდან, აღზრდიდან და ასე უსასრულოდ...

სიტუაციას რომელსაც ახლა აღვწერ დარწმუნებული ვარ ყოველდღიურ ჩვენს რეალობაში ყველა შესწრებიხართ. ამას წინათ მეც მისი მონაწილე ვიყავი და აჰა...

ბანკი. უშველებელი რიგი. კლიენტთა რეალური თუ არაადეკვატური კითხვებისგან გადაოგნებული მოლარე–ოპერატორის სახე.

– ქალბატონო პირადობა თუ შეიძლება – გაისმა უცებ მოლარესგან.

– ნეტა ეს რაღა მოიგონეთ, ახალ ფორმულებს და გამოცანებს გამოიგონებთ ხოლმე რა, თქვენ თავსაც აწვალებთ და ჩვენც გვაწვალებთ – უხეშად პასუხობს კლიენტი.

მოლარე მომღიმარი სახით კვლავ აგრძელებს მომსახურებას. ფულის გადახდის დროც დადგა და აჰა აჩქარებულმა და მომსახურებით უკმაყოფილოკლიენტმად ა უ ხ ე თ ქ ა იქვე ფული. მოლარემ წამოკრიფა, გადათვალა და რამდენიმე კუპიურა უკან დაუბრუნა სიძველის და გაფუჭების გამო.

"თუ შეიძლება შემიცვალეთ, ასეთი კუპიურის აღების უფლება არ მაქვს ქალბატონო“– ძლივს წამოილუღლუღა მოლარემ, რადგან წინასწარ ხვდებოდა იმ სცენარსროგორც განვითარდებოდა მოვლენები.

ესღა უნდოდა ისედაც მომსახურებით "უკმაყოფილო“ კლიენტს. კივილის, წივილის, ყვირილის ხმა არემარეს აზანზარებდა. დაცვამაც ვერ დააწყნარა. ,, ეს რა ქვეყანაა, ეს რა მომსახურებაა, თქვენ ვინ ზიხართ მანდ გაუნათლებლები, უვიცები და კიდევ რამდენი სიტყვა, რომელსაც არ ვწერ. წამოკრიფა ფულები, გვარიანად გალანძღა მთელი მომსახურე პერსონალი და გაეცალა იქაურობას.

რიგი არ იკლებს. ჩხუბიც მატულობს.

"მე პირველი ვიყავი“.

"მე თქვენზე ადრე მოვედი“.

"ბოლო ვინ არის“?

"რიგი ქალბატონო, რიგი“!

"ეი თქვენ აქ რომ დამდგარხართ იკითხეთ მაინც ბოლო ვინ იყო“?

"რა უბედურებაა რა. რიგის დაცვას როდის ვისწავლით ქართველები“– ყვირის ერთი ქალბატონიდა მაინც თვალებით იმ ადგილს ეძებს იქნებ როგორმე წინ მიიჩოჩოს.

როგორც იქნა რიგი შეწყდა. ამოვისუნთქავთ ცოტასო იფიქრეს მოლარეებმა და...

კეპებით, სპორტული სამოსელით, ზურგჩანთებით, დიდი ფოტოაპარატებით, უცხოური მანერით, ღიმილით, ხელების მოძრაობით,მშვიდი,სლავური აქცენტით ინგლისურად მოსაუბრე ადამიანთა ჯგუფმა კვლავ გაავსო ბანკის ფოიე. პოლონელები აღმოჩნდნენ.ჩაეწყვნენ რიგში.სიტუაცია მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა. ჰო, რიგი არ დარღვეულა. საუბარი და ქცევის მანერა რადიკალურად სხვა.

"Hi! I’d like to exchange money”. –ღიმილით მიმართა ერთმა უცხოელმა მოლარეს.

"How is Georgian "thanks”– "მადლობა“ , რამდენჯერმე გაუმეორა ოპერატორმა.

და გაისმა უცხოელის მხრიდან აქცენტით წარმოთქმული ,,მადლობა“

"Ok, ok no problem” – ამბობს სხვა უცხოელი. როგორც ჩანს რაღაცაზე უარი უთხრა ოპერატორმა. არ შეეძლო ალბათ რამის შესრულება და პასუხმაც არ დააყოვნა.

რამდენიმე წუთში სამყაროს ორ პოლუსს ეჩეხები. ერთს მშობლიურს და მეორეს უცხოურს. არ იმჩნევ.

სიტუაცია პირველი:არ გაოცებს. თითქოს ორგანულიცაა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის. განა არ ვიცით, რომ პირადობის მოწმობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი საბანკო თუ სხვა ოპერაციის შესასრულებლად. არც ისაა უცხო არავისთვის რომ ოპერატორი დავალებებს ასრულებს და მისი გალანძღვით ვერაფერს მივაღწევთ. არც რიგის დაცვაა ვინმესთვის უცხო. ყველაფერი კარგად ვიცით. აბა რაშია პრობლემა. აჩქარებულ ცხოვრების რიტმში? არა მთელი მსოფლიო ასეა. განათლების დაბალი დონით? მხოლოდ ეს არ მგონია? აღზრდით? არც ეს მგონია მთავარ პრობლემად. აბა რა.სოციალური უთანასწორობა?, ყოველდღიურ სიდუხჭირესთან გამკლავება?არა მხოლოდ ეს, რადგან ყველა ამ ადამიანში სხვადასხვა ფენაა გაერთიანებული.

თუმცა მგონი ყველაფერი ერთად.

სიტუაცია მეორე: არც ეს გაოცებს, რადგან ყველაფერი ორგანულად ხდება. სასიამოვნოდ, ადამიანურად და ა.შ.

აქ საუბარი არ არის ერთ რომელიმე ერზე, ან ეთნოსზე. აქ საუბარია მშობლიურ, მრავალეროვან საზოგადოებაზე და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებზე ზოგადად..უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციას ვხატავ. ყოველდღიურს და ყველასთვის ნაცნობს. არც ერთეული შემთხვევებით ვაზოგადებ პრობლემის არსს. ესაა ფაქტები და მხოლოდ რეალური სიტუაციები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკიდან. არც ერთ ერს ვაკნინებ და არც მეორეს ვანიჭებ უპირატესობას. განსჯა თქვენზე მომინდვია. ესაა ფაქტების კონსტატაცია. თავისთავად ნაცნობის და უცნაურის.

მაშ აბა რა ხდება...

უბრალოდ მიუხედავად უდიდესი ისტორიისა, დიდი კულტურისა, დიდი ტრადიციისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.ჩვენ ადამიანები ასეთები ვართ კარგებიც და ცუდებიც, სამართლიანებიც და უსამართლოებიც, კეთილნიც და ბოროტნიც. მომღიმარიც და მოქურუშებულიც. საკვირველი არაფერი. ყველა ერში არის ასეთიც და ისეთიც.

უბრალოდ ჩვენ კიდევ რაღაც გვჭირდება, რაღაც სხვა. რომ დავეწიოთ მოწინავე სახელმწიფოებს. განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. გადავიდეთ ცხოვრების სხვა სტანდარტებზე, დავიტოვოთ ჩვენი კარგი რაც გაგვაჩნია და ვისწავლოთ ბევრი ახალი რამ. წინსვლა, მოძრაობა, განათლება და განვითარებაა უმთავრესი წინაპირობა ცხოვრების დონის სხვა რელსებზე გადასვლისა.

არა კი არ გამოვიცვლებით საქართველოს მოსახლეობა არა. უბრალოთ ჩვენს ცხოვრებაში დავნერგავთ ახალ, უფრო დახვეწილ და ჩვენივე ცხოვრებისთვის უკეთეს სტანდარტებს.აღარ ვიტყვით "რიგი, ქალბატონო რიგი“!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG