Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუფრთხილდი ბუნებას


ავტორი: ნინი გიუნაშვილი

თბილისი მოლში კინოთეატრში ხშრიად დავდივარ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს სახლთან ახლოს არის, პატარა დარბაზები და მყუდრო გარემოა, ერთ-ერთი ვიზიტისას, საპირფარეშოში შევედი და რაც ვნახე ძალიან მესიამოვნა.

ყველამ ვიცით ქაღალდი საიდან მიიღება, ამიტომ ხეების გაჩეხვის რაოდენობის შეცოტავების მიზნით, დაიწყო ძალიან კარგი კამპანია. ხელების დაბანის შემდეგ, როდესაც გასამშრალებლად ქაღალდი უნდა აიღო, აწერია როგორ უნდა გაიმშრალო ხელები ისე, რომ მხოლოდ ერთი ქაღალდი დაგჭირდეს და ამით გადაარჩინო კიდევ ერთი ხე გაჩეხვას. ზუსტად მივყევი ინსტრუქციას და ერთი ქაღალდი ნამდვილად საკმარისია ხელების გასამშრალებლად. ისეთიგახარებული გამოვედი, ჩემს მეგობრებს გაუკვირდათ კიდეც რა ვნახე ასეთი საპირფარეშოში. ჩემი ასეთი აღფრთოვანება არ გაჰკვირვებიათ, როდესაც ვუთხარი მიზეზი, რადგან ყოველთვის ვიბრძვი გარემოს დასაცავად, ძალიან მინდა უშუალო მონაწილეობა მივიღო, მსგავს ღონისძიებებში. სამწუხაროდ დრო არ მაქვს, მაგრამ სადაც ვარ იქიდან ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს სამსახურშიც შევნიშნე მსგავსი წარწერა ხელების საშრობ ქაღალდებთან, უფრო მეტად გამიხარდა, რადგან უკვე მასობრივად გავრცელდა ეს კამპანია და ყველა ნახავს, რითაც რამდენ ხეს გადავარჩენთ ვინ იცის ნაადრევი სიკვდილისგან. ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ჩემს გვერდით გოგონამ რომელიც სარკეში საკუთარ თავს თვალს ვერ წყვეტდა, ხელები დაიბანა და 1.2.3.4.5..... და უკვე თვლა ამერია, ტვინი ამიდუღდა და გავშეშდი, იმდენი ქაღალდი მოხია, ამავდროულად ისევ სარკეში უყურებდა თავის თავს. ვიფიქრე ვერ დაინახა და ამის გამო მოხიათქო, შემდეგ ყველა ერთად აიღო ნაგავში მოისროლა და კიდევ რამდენიმე მოხია, მაგრამ ამჟამად შეხედა და ისე...

უახლესი ინფორმაციით საქართველო პირველ ადგილზეა ყველაზე დაბინძურებული, მომაკვდინებელი ჰაერით, პარალელურად კი ხეები ისე იჩეხება, თითქოს არაფერს წარმოადგენდნენ. ეს ხალხი კი საერთოდ არ ფიქრობს მომავალზე ან თუნდაც აწმყოზე, რატომ მომრავლდა ამდენი დაავადებები, პატარა ბავშვებში, შუა ხნის ადამიანებში თუ მოხუცებში. რისი ბრალია ის რომ ყოველ მეხუთე ადამიანს ონკოლოგიური დაავადება აქვს. ეს ყველაფერი მოდის თუნდაც იმ ერთით მეტი ქაღალდის მოხმარებიდან, რადგან ერთით მეტი ხე იჩეხება და ერთი %-ით ნაკლებ ჟანგბადს ვიღებთ.

არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე, სწორად უნდა მოვიქცეთ, დედამიწას გავუფრთხილდეთ, რომ ისიც გაგვიფრთხილდეს. რეზო ჭუბაბრიას წიგნში „გიჟის ხელნაწერი“ არაერთი არაჩვეულებრივი ფრაზაა, ერთ-ერთი კი აი ასეთია: „დედამიწავ, შენი გული გავარვარებულია, ნეტავ ვიცოდე, ასე ძალიან ვინ გიყვარს, იმედია ადამიანები არა, რადგან თუ ასეა, მაშინ გირჩევ, რომ თავი დაანებო მათ, რადგან ეს გრძნობა ცალმხრივია.„ - ჩემი აზრით ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია.

თუ აქედანვე არ მივაქცევთ ამ ფაქტებს ყურადღებას და არ ვიბრძოლებთ ამ პრობლემის დასაძლევად. შედეგად ხელში მხოლოდ ქაღალდები შეგვრჩება, რაც ნამდვილად ვერ დაგვეხმარება სუნთქვაში ....

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG