Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მულტიპარტიული პარლამენტის პერსპექტივები


ავტორი: რატი რატიანი

დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების საჭიროება საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიკვეთა, რამდენადაც ზოგადად წარმოდგენებში დემოკრატია ერთპარტიულ საბჭოთა მმართველობისგან განსხვავებით, მრავალპარტიულ სისტემასთან ასოცირდება. რამდენად სწორია ეს მიდგომა? ასოცირდება თუ არა მულტიპარტიულ პარლამენტთან დემოკრატია და არის თუ არა მზად საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურა ისეთი დიდი გამოწვევისთვის, როგორიც მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემაა.

1990 წელს საქართველოს სსრ-ში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებიდან დაწყებული უკვე 26 წელია, რაც საქართველოში მულტიპარტიული არჩევნებია, მაგრამ მიუხედავათ ამისა კოალიციური მთავრობის არსებობაზე ქართულ საკანონმდებლო ორგანოში საუბარი არ შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო მოლოდინი იმისა, რომ პარტია “ქართული ოცნება”, რომელიც ფორმალურად კოალიციის სახელს ატარებდა, პარლამენტში შესვლის შემდგომ ერთობის სახეს დაკარგავდა და სავარაუდოდ გაიშლებოდა, შექმნიდა მრავალპარტიულ პარლამენტს, თუმცა რეალობაში უმრავლესობა 4 წლის განმავლობაში შენარჩუნდა.

2016 წლის არჩევნები შესაძლოა გახდეს პირველი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც რეალური კოალიციას ვიხილავთ პარლამენტის სხდომებზე.

ქართველი პოლიტოლოგები ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ შემდეგი ეტაპი დემოკრატიზაციის პროცესში სწორედ მრავალპარტიული სისტემაა და “კარგ ქვეყანაში საცხოვრებლად საჭიროა პრიორიტეტი გახდეს მულტიპარტიული სისტემის შექმნა”. ამას აცხადებდა გია ხუხაშვილი 2012 წელს, თუმცა ყველას საკუთარი აზრი აქვს. ჩემი მოსაზრებით “კარგი” ქვეყნისთვის, ამჟამინდელი პოლიტიკური მდგომარეობისთვის, მრავალპარტიულობა არ არის, ილუზიაა, ის რომ პარლამენტი იმუშავეს ნორმალური სახით, აღარაფერს ვამბობ მთავრობის ფორმირებაზე - ამის გამოცდილება ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ ჰქონია. ის აზრიც არ არის მოკლებული აზრს, რომ ეს ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს და იყოს პირველი, თუმცა ახლა მზად არ ვართ.

მიზეზები, რის გამოც მულტიპარტიული პარლამენტი ვერ იქნება ახალი დემოკრატიული ცვლილებების კატალიზატორი და პირიქით გამოიწვევს დიდ არეულობებს მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში შემდეგია:

პირველი- საქართველოში 2016 წლის არჩევნების შემდეგ დიდი ალბათობით გვეყოლება არა კლასიკური გაგებით მრავალპარტიული, არამედ, თავისებური, დომინირებადი მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც ერთ პარტიას (სავარაუდოდ- ქ.ო.) ექნება საშუალება უმრავლესობის ჩამოყალიბებისა ერთი ან რამდენიმე პარტიის დახმარებით, რომელთა იდეოლოგია არ უპირისპირდება მათ შეხედულებებს ფუნდამენტურ საკითხებში. აქ ვაწყდებით ქართული პოლიტიკის ერთერთ ყველაზე მთავარ პრობლემას - პარტიული პოლიტიკის ისეთი ასპექტების არარსებობას, როგორებიც არის: შიდა პარტიული დემოკრატია, კოალიციაში თანაარსებობის კულტურა, იდეოლოგიის დაცვა, პარტიული პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პრინციპული, განვითარებადი და ამავდროულად ტრადიციული პარტიული კულტურის თითქმის ნულოვანი დონე საქართველოში განაპირობებს მომავალ თაობებში იდეოლოგიურ ჯახს, რომელიც დიდ წილად არაკომპრომისულია(ეს უფრო განსხვავებული და კომპლექსური პრობლემაა).

მეორე- მრავალპარტიული დიალოგისა და პარტიათაშორისი თანამშრომლობის კულტურა, რომელიც რთულად გამოსამუშავებელია ისეთი პროგრესული დემოკრატიის ქვეყნისთვის, როგორიც იტალიაა, სადაც დღევანდელი დღისთვის კოალიციური მთავრობა 6 პარტიის წარმომადგენლისგან შედგება, საქართველოში თითქმის საწყის პოზიციაშია.

მესამე- ვფიქრობ ყველას კარგად გვახსოვს “კოჰაბიტაციის ეტაპი” ქართულ პოლიტიკაში და ის თუ რამხელა ზიანი მიაყენა მან ქვეყანას, სამთავრობო სტრუქტურების ეფექტური მუშაობის მხრივ. წარმოსადგენად რთულია პარტიული სისტემა (კოალიცია პარლამენტშია არჩევნების შემდეგ შესაქმნელი და არა მანამდე), როდესაც რეალური ძალის მქონე მრავალპარტიული მთავრობისთვის მზაობის გამომხატველი, იდეოლოგიურად არაპოლუსირებადი პარტიები ქვეყანაში არ არსებობს.

არარიტუალური, მულტიპარტიული სისტემის დადებით მხარეებზე საუბარი არაფრის მომტანია. ვფიქრობ ძალზედ ნათელია ის, რომ დემოკრატიზაციის პროცესში მულტიპარტიული სისტემა დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და სასიკეთოა. ქართულ რეალობაში, როცა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ხედავს მისი იდეების მატარებელ და მომავალში დამცველ პოლიტიკურ ძალას, გვაფიქრებს დამოუკიდებელი კანდიდატების მნიშვნელობაზე მომავალ არჩევნებში.

მთავარი კითხვა ასე ჟღერს: მივდივართ მრავალპარტიული პარლამენტისა და რეალური კოალიციური მთავრობისკენ, თუ უარყოფითი გამოცდილების მქონე ქართული კონსენსუსის ისევ გაგვახსენებს თავს?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG