Accessibility links

logo-print

სიტყვები ჭრელი - ფერადები არიან ადამიანებიც


ავტორი: თინათინ მეტრეველი

სიტყვა ყველანაირად შეიძლება გაიზომოს: ფერით,წონით,სიგრძით, სიგანით, სიმაღლით, სიღრმით..... სიტყვის ხმარების უნივერსალური წესი ალბათ არსებობს, არალინგვისტური გაგებით, ცხადია, მაგრამ წესი იმდენია, რამდენი მეტყველი არსებაცაა, უკეთ რომ ვთქვათ, რამდენი ენობრივი არსებაცაა. ხალხური სიბრძნის მიხედვით, სიტყვები უნდა
აწონ-დაწონო... სიტყვის თქმის დრო და ადგილი უნდა იცოდე, სიტყვის ბანზე გადაგდებაც არაა ეთიკური, ყურის დაგდებაც ხომ სიტყვების გაგებას მოიაზრებს, ცრუ, ამაო, ცარიელსა და ფუჭ სიტყვებზე, ლიტონ სიტყვებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, სადაც ყოველგვარი გაუგებრობის სათავეა, სადაც რაღაც-რაღაცები დაბინდულია და დაფარული.... მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვის ხმარება და მისი წესის როგორობა
მოლაპარაკის, პიროვნების პირდაპირპროპორციულია.... სიტყვის ფასიც მთქმელის მიხედვით ირკვევა, ფასის ერთეული იმდენად ნათელი და ბნელია , რომ სახელი არ აქვს, ეგებ იცოდეს ვინმემ..... პრობლმა ის არის რომ ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა აზრის მატარებელია ხშირად, უკვე თქმულსა და წარმოთქმულს კიდევ ათასნაირი ელფერი დასდევს, აქვე გვახსენდება : კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო ,
ანუ მთქმელსაც გააჩნია და მსმენელსაც. რუსთაველი რომ კარგი მთქმელია საუკენეებია ვრწმუნდებით: "კვლა აქაცა ეამების , ვინცა ისმენს კაცი ვარგი"... აქ განსაზღვრულია მსმენელის რაგვარობაც. ერთი შეხედვით, მარტივია ყვლაფერი, თუ დაადგენ მთქმელისა და გამგონის რაობას, ნათქვამიც ადეკვატური შეფასების იქნება და მორჩა. მაგრამ ვაი , რომ დადგენა რთული და მტკივნეული პროცესია, დროს
მოითხოვ ხშირად, დროს, მაშინ როცა წუთისოფელი თვლადია, ყოველ წამს თავისი მოაქვს.... სიტყვა მახვილზე მტკივნულია ხოლმე, სასიკვილოა და მომწამვლელი.... მერე უკვე ავტორის ავყიობის ამბის გარჩევა აზრს კარგავს ,ადამიანს ხომ შეგრძნებები ამოძრავებს, მისი არსება შთაბეჭდილებების ნაკრებია, მძაფრ შეგრძნებათა თაიგული, თავის ეკალ- ბარდებით, ბუნებრივია, ყველას გვირჩევნია
ყვავილების სურნელოვანი ფერადი თაიგული - მარადიული მეხსიერება, ან უფრო ცოცხალი მეხიერება, წარუშლელი..... ენასა და მეტყველებას შორის არის საოცარი კედელი, რაც ერთს გარდაქმნის მეორედ, ათასნაირად, ინდივიდუალურად..... ამიტომ ხარისხი მეტყველების, როგორც უკვე განვსაზღვრეთ თითოეულ პიროვნებაზეა დამოკიდებული.... ამბობენ, რომ ადრე უფრო გულწრფელი იყოო ხალხი, მე არ ვიცი, ალბათ კი,
შესაძლოა, საზოგადოებაში კონფლიქტს სწორედ არასწორად ნათქვმი და გაგებული სიტყვები წარმოშობს... ახლა მოდაშია ასეთი ნუგეშისცემა: გაატარე.... მშურს მისი ვისაც ეს შეუძლია. ვცდილობ ვისწავლო, ვასწავლო თავს, რომ ბევი რამ გავატარო.... მოკლედ , ადრე სიტყვას ჰქონდა ფასი, ახლა გაუფასურდა, ან სნეულად ქვეტექსტები აეკიდა, და გრთულდა.... ერთი ამქვეყნიური ამბის გამო ვწერე ამდენი:
ამბავი ნახევარი საუკუნის ხნის იქნება, სამეგრელოს რეგიონში არის ერთი სოფელი კოლხიდა, ლამაზი სოფელია, ზუგდიდთან შედარებით, კარგი ჰაერია, ( ეს საკუთარი დაკვირვება-დასკვნაა). ამ სოფელში იყო ტრადიციული მეგრული ოჯახი, უფროსებითა და უმცროსებით, სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ შვილების ბედის არჩევა მშობლებისა და ნაესავების პრეროგატივა იყო ( ახლაც დიდად ვერ დაიკვეხნიან
მეგრელები დამოუკიდებელი არჩევნის უფლების ქონით, ვწუხვარ, თუ ამგვარი რამე ვიზალიბერალიზაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ამყოფებს დიდხანს), გსათხოვარ გოგოს ბედი კარზე მოადგა, მაგრამ მამას სასტიკად არ უნდოდა ქალიშვილის საბედო გამხდარიყო ის კონკრეტული პიროვნება. გოგონას მამის დასამშვიდებლად უთქვმს ასეთი იტყვები : სულ ტყუილად ნერვიულობ, მე როგორც ჩემს ძმს არ
გავყვები ცოლად, ისე მას არ მივთხვდებიო. გავიდა ხანი. გოგონა მოიტაცეს, გადმალეს, და როგორც ხდება ხოლმე ცოლად დაისვა მომტაცებელმა იმ არასასურვლმა ადამიანმა, მშობლებმა გატაცებული ქალიშვილი 21-ე დღეს ნახეს,მაგრამ არ გამოყოლია, ჰოდა მამამ რადგან შენ სიტყვა გატეხე, მკვდარი ხარ მთელი ოჯახისთვისო.... იმ დღის შემდეგ არც დედას და დედმამიშვილებს თვალით არ უნახავთ საკუთარი
შვილი დ ერთადერთი და. მამასთან უამრავი ადმიანი მისულა შესარიგებლად, მაგრამ არ თმობდა: მან ისეთი სიტყვა გატეხა, ალბათ ძმასაც გაყვებოდა ცოლადო, მასეთი შვილი არ მინდაო. მოკლედ ცოცხალი მამა ქალიშვილს აღარ უნახავს. ახლაც ამართლებენ მამას აქ, ძალიან ცოტა მომხრე ჰყავს გოგონას, რომელიც ახლა 70 წლისაა და 6 შვილი, 10 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი ჰყავს. მე ის ვიცი რომ სიტყვები
ჭრელია, ფერადები არიან ადამიანებიც, მოდი და ვანუგეშოთ ერთმანეთი გაატარე, გაატარეთი... როცა შეგვიძლია მართალი სიტყვებით ლაპარაკი, რატომ ვაყრუოთ და ვაბრმავოთ ერთიმეორე, სიმართლე ხომ თვალის სინათლეა და სინათლე ხომ სიკეთეა.....

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG