Accessibility links

logo-print

23 ივნისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ლევან დვალი, ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი კინოფესტივალ "ჯიფონის" ერთ-ერთი ორგანიზატორი.

საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი“ იტალიაში 1971 წლიდან იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიურ​ი საბავშვო​ კინოფესტივალია. 2016 წელს მას 50 ქვეყნის 3900 მონაწილე ეყოლება, რომლებიც ჟიურის წევრების რანგში იქნებიან პროექტში ჩართული. "ჯიფონის"​ კინოფესტივალს აქვს შექმნილი მსოფლიო ქსელი, რომლის წევრიცაა საქართველო. თბილისში "ჯიფონის" კინოფესტივალი 24-26 ივნისს ჩატარდება და მას ექვსი ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი) ჩამოსული 350 ბავშვი დაესწრება. ფესტივალზე, გარდა ფილმების ჩვენებისა, დაგეგმილია მასტერკლასები და დისკუსიები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG