Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაბილიტაცია - ნარკომომხმარებლების დასჯის წინააღმდეგ


რეაბილიტაცია - ნარკომომხმარებლების დასჯის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:07:15 0:00

ნარკოდამოკიდებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე რამდენიმე თვეა, დროგამოშვებით მართავენ საპროტესტო აქციებს და სახელმწიფოსგან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ. თვეებია, გრძელდება კამპანია სახელწოდებით - „ჩემი რეპრესია - შენი რეგრესია“. საქართველოს პარლამენტთან ამავე შინაარსის აქცია 26 ივნისს, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესაც გაიმართა. საზოგადოების ეს ნაწილი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ წამალდამოკიდებულები სახელმწიფომ კი არ უნდა დასაჯოს, არამედ, მათ უმკურნალოს და გრძელვადიანი რეაბილიტაცია შესთავაზოს. მათივე განცხადებით, საქართველოში ოფიციალურ აღრიცხვაზე მყოფი 45 000 წამალდამოკიდებულიდან დღეს არსებული სერვისებით მხოლოდ 5% სარგებლობს. სისტემური მიდგომის არარსებობის გამო კი ვერც ეს 5% ახერხებს ბოლომდე განკურნებას.

XS
SM
MD
LG