Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 შეცდომა,რომელიც არ უნდა დაუშვას დამწყებმა ბლოგერმა


ავტორი: აკაკი გუმბერიძე

ბლოგერობა ნებისმიერი ტიპის ბიზნესის საფუძველია.იგი მიზნად ისახავს ინტერნეტ-სივრცეში წამოწყებული საქმიანობისთვის პოტენციური კლიენტების მოძიებას და მათთვის ბიზნესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.აქედან გამომდინარე,ადვილი შესამჩნევია,თუ რა გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია გამართულ ბლოგს რეპუტაციის ამაღლებასა და შესაბამისად,ჩვენი ბიზნესის წარმატებაშიც.

დღესდღეობით ყოველდღიურად ათასობით ბლოგი იქმნება და მათგან 80%-ზე მეტი ვერ აღწევს წარმატებას.რა არის ამის მიზეზი?ამის მიზეზი არის ის,რომ ადამიანების უმეტესობა უშვებს სერიოზულ შეცდომებს,რომლებიც საბოლოო ჯამში ანადგურებს ჩვენ მიერ დასახულ ბიზნეს-გეგმებსა და მისწრაფებებს.

სწორედ ამიტომ,აუცილებელია ყურადღების გამახვილება იმ 5 ძირითად საკითხზე,რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ბლოგის სიცოცხლისუნარანობაზე და რომლებიც ჩვენს საქმიანობას დიდი საფრთხის წინაშე აყენებს :

1) ყოვლად დაუშვებელია 100-200 სიტყვიანი-პატარა პოსტების წერა-ეს არაპროფესიონალიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.ისეთი პოსტებიც მიუღებელია მკითხველისთვის,რომლებიც იწვევენ მოწყენილობას,დათრგუნვას და ამასთან ერთად,ინფორმაციულობითაც არ გამოირჩევიან.ამის გარდა,დაუშვებელია და კატასტროფულად მოქმედებს ბლოგის სიცოცხლისუნარიოანობაზე მასალის “გადმოკოპირება” სხვადასხვა ინფორმაციული წყაროებიდან.აუციებელია მასალა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მიერ შექმნილი.

2) მეორე საკითხი,რომელიც მხვედველობაში უნდა მიიღოს დამწყებმა ბლოგერმა არის პოსტების გამოქვეყნების სიხშირე.მასში იგულისხმება ის ფაქტი,რომ სრულიად საკმარისია ჩვენი ბიზნესის შესახებ 1 და მაქსიმუმ 2 სტატიის გამოქვეყნება დღეში.რასაკვირველია,უმჯომებისია ვწეროთ ცოტა,მაგრამ ამავდროულად მაღალი ხარისხის სტატიები,

3) ცუდი დიზაინი : როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,ბლოგი იქმნება ხალხისთვის,ჩვენი პოტენციური კლიენტებისთვის და აქედან გამომდინარე,აუცილებელია საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვები: რა შთაბეჭდილება დარჩება სტუმარს,როდესაც ის ჩვენს გვერდს ეწვევა?მოდის თუ არა თანხვედრაში დიზაინი ბლოგის შინაარსთან?კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ თუ დავასკვნით,რომ პასუხი უარყოფითია,უნდა დავიწყოთ ისეთი ვებ-დიზაინის შექმნასა და მოძიებაზე ფიქრი,რომელიც სტუმარზე ცუდ შთაბეჭდილებას კი არ დატოვებს,არამედ პირიქით,უფრო მეტად მოანდომებს მას ჩვენი ბლოგის სტუმრობას და შესაბამისად,ბიზნესის შესახებ ახალ-ახალი ამბების გაგებას.

4) სოციალური ქსელი : დიდი სოციალური ქსელები ინტერნეტ-სივრცეში,როგორებიცაა: Facebook, twitter, Instragram, Pinterest, გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბლოგერის ზრდასა და განვითარებაში,რადგან მათი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დიდი რაოდენობით პოტენციური მოხმარებლის მოძიება კერძო ბიზნესისათვის.შესაბამისად,დამწყები ბლოგერების მიერ სოციალურ ქსელებთან ურთიერთობის უარყოფა მათ კარგს არაფერს მოუტანს.

5) კორექტირება : რა თქმა უნდა,პოსტების წერა არ არის მარტივი პროცესი:წერის დასრულების შემდეგ აუცილებელია მასალის გადახედვა,შეფასება და ანალიზი: მოეწონება თუ არა იგი მკითხველს? ამასთან ერთად,აუცილებელია მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული წინადადებების სტრუქტურასა და გრამატიკაზე,რადგან ჩვენი გვერდის სტუმარს და მომავალში,ჩვენს ერთგულ კლიენტს არ შეექმნას უარყოფითი დამოკიდებულება ბიზნესისადმი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG