Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი-ბებო, საბჭოთა კავშირიდან


ავტორი: ანა კვიჟინაძე

ახლა, როდესაც ვწერ ძალიან ადრეა. მიყვარს დილაადრიან მუშაობა. მეგობრები ხშირად მეკითხებიან, რატომ მღვიძავს ამ დროს. მახსნდება ბავშვობა, როდესაც მეც მსგავსი კითხვები მქონდა, კითხვები ბებოსთან, რომელიც მე როდესაც ვიღვიძებდი უკვე დაღლილი, „საქმე მოლეული“ შემომივლიდა ხოლმე, საწოლში მომეფერებოდა, ხოლო დიდობაში „აივანზე“ ყავის დასალევად შემომიერთდებოდა. ეს იყო შესვენების პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა გვესაუბრა ყველაფერზე, მის სასიყვარულო ისტორიაზე, სამუშაო პირობებზე, ცხოვრებაზე.

ბებო ხშირად მიყვებოდა როგორ გაიზარდა, იტყოდა ხოლმე, ახლა რა გიჭირთ, გძინავთ იმდენხანს რამდენიც გინდათ, გაქვთ ყველაფერი, არჩევანის საშუალება გაქვთ, მრავალფეროვანი სამოსის შეძენა შეგიძლიათ, როგორც გინდათ და სადაც გინდათ იქ დადიხართ, სწავლობთ და ა.შ. იხსენებდა ამბავს, როგორ ცხოვრობდნენ ჩვილბავშვიანი ოჯახები, დედები ველზე სამუშაოდ იყვნენ წასული, ხოლო ბავშვები ბებიასთან ან მეზობლის ამარად რჩებოდნენ. სახლში მოსულ ქალებს კიდევ „ათასი“ საოჯახო საქმე ხვდებოდათ გასაკეთებელი.

ბებოს საუბრიდან ვხვდებოდი, რომ მას და მის თაობას ბევრი რამ აკლდა. აკლდათ შვილებთან ურთიერთობა, არ ჰქონდათ დრო პირადი ცხოვრებისთვის, დრო ბავშვებისთვის, დრო ურთიერთობისთვის, დრო თავისუფლებისთვის.

თავისუფლებასა და პირადს მოკლებული, ჩემი ბებო, როგორც, თითქმის ყველა „საბჭოთა ქალი“ შრომითი ემანსიპაციის მსხვერპლი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ ქალებს საბჭოთა კავშირიდან არ ჰქონდათ ბევრი რამის უფლება, დრო, ჩემი გადმოსახედიდან კი უუფლებონი იყვნენ.

საბჭოთა ქალები, აღმოჩნდნენ შრომითი ემანსიპაციისა და საბჭოთა გენდერული პოლიტიკის მსხვერპლი. პოლიტიკის, რომელიც ქალს განიხილავდა არა როგორც სუბიექტს არამედ ობიექტს, რომელიც თვითონ ვერ ზრუნავდა განვითარებაზე და არ ჰქონდა უნარი ჩართულიყო საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აღმოჩნდნენ მსხვერპლნი პოლიტიკის, რომელიც მოითხოვდა რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართულიყო ოჯახს გარეთ შრომაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მომხდარიყო ქალების ენერგიის და შრომის ექსპლუატაცია, სამაგიეროდ ოჯახზე ზრუნვას, ბავშვის აღზრდა-განვითარებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა. აქვე, აღსანიშნავია, ქალი, რომელიც მხოლოდ საოჯახო საქმიანობით იყო დაკავებული საზოგადოებაში „მუქთახორას“ სახელით იყო ცნობილი, ხოლო თუ ქალს სურდა ჩართულიყო ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანეობაში, გონებრივი შესაძლებლობებით მამაკაცს უნდა გათანასწორებოდა. ქალებისადმი მსგავსი დამოკიდებულების შედეგი იყო ის, რომ ქალების დასაქმების სფეროები ძირითადად სოფლის მეურნეობაში, კვებით სისტემასა და მრეწველობის დარგში რჩებოდა. 1989 წელს, აღწერის შედეგად გამოიკვეთა რომ 1000 ქალიდან 204-ს ჰქონდა მხოლოდ უმაღლესი განათლება მიღებული.

საბჭოთა ქალები აღმოჩნდნენ მსხვერპლნი პოლიტიკის, რომელმაც სცადა ოჯახის როლი განემტკიცებია და ქალს ორმაგი ტვირთის, შრომის და ოჯახზე ზრუნვის, ტარება აიძულა, აიძულა უზრუნველეყოთ „უკაცოდ“ დარჩენილი ოჯახები და ეზრუნათ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

საბჭოთა სისტემის, პოლიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდა ბებოც და ჩვენც. ამ დროს ჩამოყალიბდა სტერეოტიპები ქალებზე, რომელიც ჩვენს თანამედროვეობაში, ისევე როგორც სხვა საბჭოთა მემკვიდრეობა, ღრმად არის ფესვგადგმული. საბჭოთა პოლიტიკის შედეგი, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა არისის, რომ 21 საუკუნეში გვყავს ქალები, რომლებმაც არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ, გვყავს ქალები, რომლებსაც უკვირთ მრავალფეროვნება, ქალები, რომლებსაც ძირითად მოვალეობად დედობა და საოჯახო საკითხებზე ზრუნვა მიაჩნიათ. გვყავს ბებოები, რომლებიც 21 საუკუნის სიკეთეს მრავალფეროვნებას, ადამიანურობას აფასებენ, ხოლო მათ ვისაც მსგავს გარემოში განვითარების, სიცოცხლის შესაძლებლობა აქვთ ამის შესახებ არ იციან, ან არ უნდათ რომ იცოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG