Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა მებურიშვილი

პირი ჰგავს?ჰგავს.ცხვირი ჰგავს?ჰგავს.თვალები?თვალები თუ ჰგავს?ჰგავს.

არა,მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს.

იშვიათი შემთხვევაა-სარკეში ჩავიხედე.მაღაზიის ვიტრინაში ვიღაცის ფიგურა აირეკლა.ვცნობ,მაგრამ დაჯერება მიჭირს-თვალები ჩემია,მაგრამ მე არ ვარ.

მამა მიყურებს.

თვალები მართლაც ჩემია,ოღონდ მამა მიყურებს.

არა,მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს.

სახელმწიფოში,სახელად ოჯახი,2 ბანაკია.მამა დოგმებს მკარნახობს,მე მათ ‘’გაადამიანურებს’’ ვცდილობ.ის რადიკალი კონსერვატორია,მე ლიბერალიზმსა და სოციალ-დემოკრატიას შორის გაჩხერილი.ის მეყანწეა,მე სტარბაქსჭიქიანი.

უფრო ვაკვირდები ჩემს თვალებს.

არა,რაღაცით ვგავართ.

***

ერთი,ორი,სამი,დახუჭეთ თვალები.

შემდეგი გაჩერებაა სიბნელე/ next station-darkness.

შავეთში შევდივართ.

***

პროტესტი კულტურული-არ გინდა გაიმეორო მშობლების შეცდომები.

პროტესტი ობიექტური-გინდა განვითარდე,მშობლებისგან დამოუკიდებლად.

პროტესტი სუბიექტური-უბრალოდ არ გინდა იყო მამის ან დედის ასლი.

მგონი,ვგავართ.

იმდენად,რომ მამას სამყაროს ვხედავ ჩემს თვალებში.

***

როცა ეს მსგავსება აღმოვაჩინე,მამასთან ხელიხელჩაკიდებულს აღარ მივლია.

ქვეცნობიერი შიში.

მეშინოდა,მისნაირი გამხდარიყავი.

ეს იგივე ბუნებასთან პაექრობაა-სიყვარულს გონება დაუპირისპირე.

მას მერე მამა აღარ იყო სამყაროს მწვერვალი,ის მხოლოდ მისი ერთ-ერთი ნაწილი გახდა.

ის და მთელი მისი თაობა.

მათგან მემკვიდრეობა დაგვრჩა-აოხრებული სახლი,სადაც ყველაფერი გასარემონტებელია-ეკონომიკა,განათლების სისტემა,ჯანდაცვის სფერო,მენტალიტეტი.

მამამ სხვა არჩევანი არ დამიტოვა,უარი უნდა ვთქვა…

ჩარჩოიან სტერეოტიპებზე…

ნორმად ქცეულ სულელურ ტრადიციებზე..

იძულებით ნათესაურ კავშირებზე,რომლებიც გღლის…

მშობლების სურვილით ჩაბარებულ პროფესიებზე…

მხოლოდ ხელფასიან სამსახურზე-ბუასილისა და დეპრესიის მეტს არაფერს გიტოვებს.

უბრალოდ,სხვისი კარნახით ცხოვრებაზე.

სამყაროში ორი აბსოლუტურად ერთნაირი რამ არ არსებობს.იდენტურ სიამის ტყუპებსაც კი,რომლებიც ერთ სხეულს ყოფენ,შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი მოუვიდეთ.

მაგრამ ”ვზროსლები” ცდილობენ…

მამა ცდილობს,მას დამამსგავსოს…

ძველი თაობა ჩალიჩობს,თავიანთ შაბლონებად გვაქციონ.

სავარაუდოდ,ციფრულ ფორმატში.

ძვირფასო მამა,

რომ გიმტკიცო,სამყარო შეიცვალა,თვიტონაც ეჭვი შემეპარება.ხალხი მრავლდება,თაობები იცვლება,მაგრამ ისევ ერთსა და იმავე გზას ვტკეპნით.ერთმანეთს ვერევით,ვეჯახებით,რომ ერთსა და იმავე პრობლემებს ახალი ფორმით შევუტიოთ.

შენ ეს ვერ შეძელი,საქმეები მიატოვე და ბირჟაზე დადექი.

შენი პრობლემები ჩემი მოსაგვარებელია.

შენი დაცარიელებული სახლიც ჩემი გასარემონტებელი.

დომინოს ურახუნებ,თან მაკონტროლებ.

ვეჯახები შენს წესებს,რომ გითხრა,ცოცხალი ვარ.

მა,მეც ვარსებობ.

გთხოვ,მარტო სიარული მაცადე.

შენთან ხელიხელჩაკიდებულმა რომ ვიარო,ცხოვრებას ვერ ვისწავლი.

შეცდომებს ვერ გამოვასწორებ.

ფეხს ვერ მოვიტეხ ამ ‘’გარემონტებულ’’ და ჯიპებით გატენილ გზაზე.

მარტო სიარული მაცადე.

მხოლოდ ასე გაგიგებ.

***

ერთი,ორი,სამი…

შემდეგი სადგურია სინათლე.

ბოლო გაჩერებაა/last stop.

(ოჰ,ამ მეტროს ხმამ წესიერი ინგლისური ვერ ისწავლა).

***

მამა აღარ მიყურებს.

პირი ჰგავს?ჰგავს.ცხვირი ჰგავს?ჰგავს.თვალები?თვალები თუ ჰგავს?სუფთა ‘’კაპიროვკაა’’.

მაგრამ,მე აღარ ვგავარ მამაჩემს.

უკვვე ჩემს სამყაროს ვხედავ ჩემს თვალებში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG