Accessibility links

ხურდები ვარდისთვის


ავტორი: ანო ფრანგიშვილი

ჩემთან ვიღაც კაცი მოვიდა. ცოტა ხნიერი, დაბალი, ჭაღარა და დიდი, კეთილი თაფლისფერი თვალებით. ბოდიში, ხომ არ გაცდენო მკითხა. ვიფიქრე დახმარება უნდა თქო, მეჩქარებოდა, ძალიან მაგვიანდებოდა, რით შემიხლია დაგეხმაროთთქო ვკითხე და ტელეფონს დავხედე. ყვავილები არ უყვარს, მაგრამ ვარდი მინდა ვუყიდო, ხოდა წარმოიდგინე მის ადგილას თავი, რას იზამდიო? (მე ყვავილები მიყვარს ძალიან.....) თუ გულით არის ნაჩუქარი გამიხარდებოდა ბაბუ, გავეცი ყველაზე ბანალური პასუხი. გულითაც არის და შემოსარიგებლად, გავაბრაზე. კი ვიცი ახლა ყველაზე მეტად რა უნდა მაგრამ ფული არ მაქვს. ეს ვარდი კიდე ბანალურია, მაგრამ პრობლემა იცი რაშია? საყვარელი ფერი არ მახსოვს. ვიცი, რომ წითელი ფერი ეზიზღება. აი რომ მახსოვდეს რა ფერი უყვარს, შესაბამის ყვავილს ვუყიდდი, ეხლა კიდე გამოსავალი მხოლოდ ვარდია. ვარდია და ვერც შემომედავება. არა? ისევ ტელეფონს დავხედე. ამ ასაკში უნდა მოგბეზრდეს ბაბუ ცხოვრება, სახლში უნდა იჯდე და პენსიას ელოდო, შვილიშვილებს უყურო და გიხაროდეს რომ უმცროსს შენი სახელი ქვია. ყველაფერი ერთი ფერია ამ ასაკში ბაბუ. სწორად გამიგე. მაგრამ აი მაგიდას რომ გავხედავ, სადაც ეს ჩემი ათასჯერ გადაყვარებულ ისევ შეყვარებული ცოლი წნევას იზომავს, სულ იცი რას ვფიქრობ? რა მოხდება ყურში ის საზიზღრობა მე მქონდეს გათხრილი და პულსის ცემას ვუსმენდე? ჩემს დანახვაზე ყოველთვის უჩქარდებოდა გული, სახე უწითლდებოდა და ხანდახან თვალებიც ვერ პოულობდნენ ადგილს. ხოდა მეშინია ბაბუ. პირისპირ რომ დავუჯდები, ხელს მოვკიდებ და შევხედავ, ვაი და პულსი ჩვეულებრივად უცემდეს? ავდგები და წამოვალ, დათოს ვფიცავ წამოვალ. მე კიდევ მარტოობა არ მინდა. ხოდა ახლა წავალ და შემოვირიგებ. იმ წნევის აპარატს გადავუგდებ, მერე ფულს შევაგროვებ და ისეთს ვუყიდი, თავისით რომ ზომავს. მერე არც ეს სურვილი მომკლავს და მშვიდადაც ვიქნები. გაიღიმა და პირველად შემომხედა თვალებში. აქამდე გაცვეთილ მაგრამ კარგად მოვლილ ფეხსაცმელებს დასჩერებოდა. თაფლისფერი დიდი თვალები ქონდა... გზას გაუყვა ფეხით. წელში მოხრილს, შარვლის მარჯვენა ჯიბეში ხელი ქონდა ჩაყოფილი და ბრმად ითვლიდა ხურდებს. ნეტა ეყოფოდა ვარდისთვის ფული?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG