Accessibility links

logo-print

ავტორი: ჰერმინე ჰესე

არ ვიცი სხვაგან, სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ ქართულ რეალობაში ერთი დიდი პრობლემაა: მშობლების და შვილების ურთიერთობა. პრობლემაა-მეთქი ვამბობ, იმიტომ, რომ მე ამ შვილებზე გადამკვდარ ურთიერთობას პრობლემად აღვიქვავ. შეიძლება ზოგიერთი ან ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ნორმალური არ არის როდესაც შვილის გაჩენისთანავე მთელი ოჯახი მისი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. საქართველოში კი ეს ფაქტი მშობლებში გავრცელებული ტენდენციაა. ფეხს ერთად იდგავენ, ბაღში ერთად მიდიან, სკოლას ერთად ამთავრებენ, ერთად თხოვდებიან და ქორწინდებიან და ა.შ. ერთი სიტყვით საკუთარ თავს ივიწყებენ, იმდენად ერთვებიან შვილებზე, მათზე მესამე პირში ვეღარ ლაპარაკობენ და საკუთარ თავს პირველ პირში აღარ მოიხსენიებენ. სოციალურ ქსელებში ხშირად შემიმჩნევია მშობლის პირით მოლაპარაკე ჩვილები და ეს იქ არ მთავრდება, როდესაც ბავშვი ლაპარაკს იწყებს, არც იქ როდესაც აზროვნება უყალიბდება და თავადაც შეუძლია აზრის გამოთქმა.

ხშირად მიფიქრია, რატომ არის ასე ძნელი მივცეთ შვილებს თავისუფლება. ერთი პასუხი ვიცი, სანამ მეც მშობელი არ გავხდები ამას ვერ გავიგებ. მაგრამ შვილის პოზიციიდან მგონია, ამ თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი ის არის, რომ მშობლები ნებით თუ უნებლიედ შვილების ცხოვრებით ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზაციას, რაც თვითონ ვერ მოასწრეს, უნდათ, რომ მათ გააკეთონ. საკუთარ თავდავიწყებულებს კი ავიწყდებათ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი შვილები გარდა იმისა, რომ შვილები არიან, პირველ რიგში პიროვნებები არიან და უნდა ჰკითხონ მათ რა უნდათ. მაგრამ ეს კითხვა თითქმის ყველა მშობელს მაშინ ავიწყდება, როცა საკუთარ თავს და შვილს ისე მოიხსენიებს, როგორც "ჩვენ".

შეიძლება ზედმეტად კრიტიკულად, სწორხაზოვნად და არასწორადაც ვუდგები ამ საკითხს, ალბათ ისევ იმიტომ, რომ მე არ ვარ მშობელი, მაგრამ შვილი ვარ და მინდა, რომ ჩემი თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ჩემი მშობლისთვის გასაგები იყოს. ის ფაქტი, რომ მათი წყალობით მოვდივართ ამქვეყნად, მათი შვილები გვქვია არ უნდა იყოს იმის საწინდარი, რომ დაგვიმსგავსონ ან ჩვენი წყალობით საკუთარი მე დაიკმაყოფილონ.

P.S.: როდესაც ბავშვი ხარ ყველა გიფრთხილდება: რამე არ დაიშავო, მაგრამ სანამ ცხელს არ მოკიდებ ხელს და დაიწვავ, სანამ კიბიდან არ გადმოხტები და წაიქცევი, სანამ ყინულებიან წყალს არ დალევ და ყელი აგტკივდება, მანამდე გაფრთხილება მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი.

თუ მთელი ცხოვრება შვილების ნაცვლად გააკეთებთ ყველაფერს, ისინი ვერასოდეს მიიღებენ გამოცდილებას, გამოცდილებას, რომელიც ცხოვრებას ასწავლის ადამიანს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG