Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ემოციები


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

წუთები... მხოლოდ წუთები... კარგი ილეთები... დარჩენილი ბოლო წუთები... მოპოვებული გადამწყვეტი ქულები... წამები... 56, 57, 58, 59, 60 და აი უკვე მსოფლიოს სპორტის სამყაროში უმნიშვნელოვანესი ოლიმპიური ოქროს მედალიც ჩვენია.

საოცარი განცდაა, ენით აუწერელი. სპორტის მოყვარულებს და გულშემატკივრებისთვის ნაცნობი, საერთო, საამაყო. ეს ის წუთებია გული უფრო მეტად რომ გიცემს, ღელვისგან დაცლილი ემოციების პიკზე ხარ. თითქოს გრძნობ რომ სპორტსმენთან ერთად სამყარო დაიპყარი. სამყარო, რომლის ნაწილიც სამართლიანად და ისტორიულად ნამდვილად ხარ.

აჰა, კვარცხლბეგიც და გამარჯვების პირველ ნიშნულზე ქართველი ოლიმპიელი. ნანატრი და ღირსეული ოქროს მედალი და ბოლოს ის რაც ყველაზე მეტად ფასეულია გამარჯვებული ფალავნისთვის, რის გამოც დღე და ღამ ვარჯიშობს ესა თუ ის სპორტსმენი და თავს არ ზოგავს, რის გამოც მთელი წლების შრომის შედეგად ერთ წამში ხდებიან ქვეყნის სამაგალითო ადამიანები, გმირები და დიდ განცდებს და სიამაყეს უნაწილებენ მთელ სამშობლოს, სპორტის მოყვარულებს თუ უბრალო რიგით მოქალაქეებს რომელთაც სპორტი დიდად არც აინტერესებს, მაგრამ სიხარული მაინც სააერთოა და საამაყო. ეს თითქოს მისიაა, რომელსაც სპორტსმენი მხრებით ზიდავს შეჯიბრიდან შეჯიბრამდე და რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურება.

და აი ესეც ნანატრი წამები. ოთხი ქვეყნის დროშა. საქართველოსი კი ყველაზე მაღლა, რაც იმის მანიშნებელია რომ ჩვენ ოქროს მედალოსნები ვართ.დიახ ჩვენ, მთელი ქვეყანა და არა მხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენი. ბოლო აკორდიც გაისმის. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი.საამაყო წუთები, რომლის ირგვლივ სამწუხაროდ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ერთიანდება მთელი ერი, ყველა აზრის და შეხედულების ადამიანი. წამები, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, ფეთქავს, სუნთქავს, მოძრაობს, წინ მიდის, ვითარდება, ზრდის ოლიმპიურ ჩემპიონებს, ერკინება დიდ, უფრო განვითარებულ სახელმწიფოებს და იმარჯვებს, იმარჯვებს და კიდევ ერთხელ იმარჯვებს.

აი განცდა, აი ემოცია, აი წამი და აი მდგომარეობა რისთვისაც ნამდვილად ღირს თავდადება სპორტსმენის მიერ. იგი ქვეყნის სახე და დესპანი ხდება სამყაროს წინაშე.

რა თქმა უნდა მხოლოდ სპორტსმენი არ არის ქვეყნის მთავარი წარმდგენი მსოფლიო ასპარეზზე. რამდენი ხელოვანი, საოპერო მომღერალი დგას მსოფლიო წამყვან სცენებზე და ღირსეულად აჩვენებს თავის ქვეყანას. რამდენი მეცნიერი მოღვაწეობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთა ფესვები აქ,საქართველოშია და ღირსეულად წარადგენენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ...

დიახ მაგრამ... ოლიმპიადას სხვა ხიბლი აქვს. ეს უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ქალაქ ოლიმპიაში დაიწყო და რომელიც მაშინვე ყველაზე კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად იქცა,დღესაც ყველაზე მთავარ სპორტულ მოვლენად ითვლება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრია. ყველა გამარჯვებული, თავის ქვეყნით, მსოფლიო განსჯის საგანი ხდება. ყველა სინჯის მედალი რა თქმა უნდა დასაფასებელია და საამაყო, მაგრამ ოქროს სხვა დატვირთვაც აქვს. გარდა იმისა, რომ სპორტსმენს ჩემპიონის ტიტული ენიჭება, ქვეყანა თავისი დროშით და ჰიმნით წარსდგება მსოფლიოს წინაშე. ვფიქრობ ესაა მთავარი დატვირთვა და ღირებულება ამ მოვლენის.

ეროვნული დროშით შემოხვეული ჩემპიონი, იქვე ოლიმპიური ალამიც, რომლის მთავარი ემბლემაც ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი: ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი, მთავარ დევიზს გვიმხელს. დევიზს ოლიმიური თამაშებისა: ,,უფრო სწრაფად, უფრო მაღლა და უფრო ძლიერ“. და ამით იწვევს ყველას ოლიმპიურ მოძრაობაში ჩასაბმელად. მაშ ასე, წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისკენ...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG