Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარაკირის სიყვარული


ავტორი: პაატა ტურაშვილი

ყოველთვის გქონდა სურვილი საკუთარ თავის დამთავრების, საკუთარ თავში, ხავსების მოლოდინის არ ქონა, რომელიც მარწუხებად იქცევა, ზოგჯერ გგონია ყველაფერი დამთავრდა, არაფრის ჭიდილი გაქვს, ებღაუჭები არაფერს, მარტო ხარ, არა მარტო უთვალავ არსებაში არა მარტო ადამიანებში იმ სხეულებში რომელი სხეულებიც არავის უნახია აქაც და იქაც, და ამის მიღმა და ამის მიღმა და და და ჰორიზონტის ჰორიზონტი, ისევ მიღმა! არც მოკვდი არც ცოცხალი ხარ, სხვა ხარ შენ, ეს სხვა ადამიანის დაბადებას გავს, რომელიც ადამიანად ყოფნის მხოლოდ ვიზუალურ მხარეს გამოხატავს დედამიწელად არსებობის ერთერთი ვარიანტია რომლის მილიონი ინტერპრეტაციაც არსებობს შიგნით, ვიზუალური ეფექტია მხოლოდ ამ სამყაროში გარედან რადიკალიზმით, ხშირად აკვირდები უბრალოდ ხეებზე ფოთლებს და თითქოს თითეულ ფოთოლზე პატარ პატარა მინი სამყაროებია რომლებიც დამოუკიდებლად არსებობენ სხვა დროში სხვა ათვლის წერტილით, ხშირად ჩვენი აქაური წამი რომ მილიონი წელია ამ ფოთოლზე, და ფიქრობ რომ ჩვენც ერთერთი ფოთოლი ვართ იმ ხეზე რომლის ტოტებსაც ჯერ ვერ ვეხებით და მხოლოდ ვგრძნობთ, შეგრძნება შეხებაა.. როდესაც გამძაფრებულია გრძნობა და გაქვს შიმშილი. სიგიჟით ფხიზელი, არაფხიზელი მდგომარეობით, რომელიც არ არსებობს, ყოველი გამოვლინება საწყისშივე იყო ადამიანში რასაც ყოველთვის მალავდა, ვინც არ მალავდა ის გიჟად აღიქმეოდა , რადიკალური გრძნობით, ფიქრებით რომელიც გლეჯს და აქუცმაცებს პატარა ნაწილაკებად, მანიაკალური გამოვლინებებით შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, და დრო და დრო უბრუნდები იმ აზრს რომ სიყვარულიც პირობითია, რადგან კანიბალიზმი სწორედ რომ სიყვარულის ნიადაგზე შეიძლება აღმოცენდეს, ერთი შეხედვით საშინელი ფაქტია როდესაც ადამიანის შეჭმა გინდა და ამას აკეთებ მაგრამ მეორეს მხრივ გამართლებასაც მოუძებნი იმ გამართლებას რომ იმდენად გიყვარს ან გძულს შემოგეჭამა, კანიბალიზმი არის როგორც სიყვარულის ასევე სიძულვილის გამომხატველი ორი უკიდურესობა ერთში სიამოვნების პროცესს.. მოსდევს ძღომა იმის რაც გიყვარს, ძღომა მეორე პლანზეა, სწორედ ასეთი გამოვლინებაა ადამიანში რასაც მალავს არა პირდაპირი მნიშვნელობით საკვებად ქცევის არამედ აზრი რომელიც არ გასვენებს და გაშინებს საოცრებები ხდება შენს ტვინში და ფიქრობ ნუთუ ეს მე ვარ, მაგრამ ეს შენ ხარ და შენ ამით ბედნიერი ხარ,სექსუალური ექსპერიმენტიც ხარ ამ სამყაროსთვის რაც უფრო გარეგანი პროტესტით ცდილობ წინააღმდეგობას მით უფრო გითრევს სადღაც შიგნით ეს განცდაც გსიამოვნებს გაურკვევლობა რომ დაარქვი და სინამდვილეში იცი რასაც ნიშნავს, თავის შექებაც კი გინდა ამ დროს რაც უფრო გეშინია საკუთარი თავის მით უფრო თვალთმაქცობ, მით უფრო შინაგანი გაქუცმაცებს და განგრევს, გარეგანი სპექტაკლი რამდენად ღირს ცხოვრებად, ამაზე ცალკე შეიძლება ვისაუბროთ მანამდე კი უბრალოდ თვალთმაქცობა და საკუთარი მეს.. უარყოფა არ მიღება დავარქვად, გინდა გაშიშვლება ხორცის გახდა და რაც ხარ აჩვენო სამყაროს, იმეიჯზე ზრუნვამ შეიძლება გაგაქროს ამ ვითარებაში აუცილებლად გაქრები, ეს გაღელვებს ხორციელად გაქრობა არა, იმის გაქრობა გაღელვებს რასაც შეიძლება საზოგადოდ საზიზღრობა შენც დაუძახო და ქვა ისროლო, დიდი აფექტური აფეთქება გჭირდება არაფრიდან არაფერში, იონური გრძნობა და ამის მთლიან სამყაოდ გარდასახვა, ყველაფერში! ხშირად ამორალული და მახინჯი ხარ ამ სამყაროსთვის საზოგადო საზომებით და მორალისტი ნარკომანებით, ზიზღის მომგვრელი, მაფურთებელი პლანეტს გამხრწნელი, მხედველობით ბრმა სინათლის აღმომჩენი, სამყაროს მოქალაქე და არა აქ!შიშის მომგვრელი ამავედროს, როგორც გამოითქმის სიტყვა გარიყული და ამ გარიყულში ამაზრზენი, რაც აქ ნაგავია და ნაგავად ითვლება მისი შემყვარებელი, არა თაყვანისმცემელი! მისი შემყვარებელი, მისი მეგობარი, არა მოშიში მისი მეგობარი, მისი ნაწილი რომელიც სინათლეა ამ ვითომდა ნაგავში რომლის მშვენიერებას არც მალავ სიამოვნებას ეს განიჭებს, იცი მაინც უამისოდ შენ გაქრები, ადამიანის მშვენიერება ის არის თუ რამდენად ამაზრზენია საზოგადოებისთვის, ზნეობის საზღვრების გადაწევა, რომელიც ბინძურს ხდის და კაცობრიობის მტერად აღიქმევა, სინამდვილეში მზის სხივებივით არის რომელიც კაცობრიობას ათბობს იყვარებს და აფხიზლებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG