Accessibility links

logo-print

ფსევდოგმირები, ანუ რამდენად განაპირობებს პოპულარობა პარტიულ წარმატებას


ავტორი: თიკო ხურციძე

ქართული პოლიტიკის მტკივნეული საკითხი მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დაადგა სახელმწიფო მშენებლობის გზას არის, დემოკრატიის ერთ-ერთი მონაპოვარი, არჩევნები. 25 წლიანი ისტორია მუდამ დაპირისპირებულ ბანაკთა შეხლა-შემოხლის მატიანეა. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება , როდესაც 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვარს ქვეყნის მომავალს უახლოესი 4 წლის განმავლობაში, სიფრთხილე მართებს ქართველ ამომრჩეველს ისე როგორც არასდროს. თუ ადრე ქართველი ამომრჩევლისთვის საკმარისი იყო პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების სტრატიფიცირება „ცუდებად და კარგებად“ დღეს ეს აღარ არის საკმარისი არჩევანის გასაკეთებლად. შეიცვალა ამომრჩევლის ელექტორალრი ქცევა. ამას ადასტურებს წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებიც , რომლის სრული სურათიც მეორე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა არის კონკრეტული საკითები, რაც აშკარაა. წლევანდელი მოწვევის პარლამენტი არათუ პლურალიზმით, არამედ ქართული პოლიტიკის პოპულარული სახეების ნაკლებობით გამოირჩევა. ქართველმა ამომრჩეველმა მთელი პოლიტიკური სპექტრი მოულოდნელი რეალობის წინაშე დააყენა. მოულედნელობა განსხვავებული პრიზმით მომზირალმა ამომრჩეველმა გამოიწვია, რომელთაც მკაცრად გამიჯნეს ერთმანეთისგან პოპულარული ლიდერისა და პარტიის როლი. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა ვისაუბრო რამდენად განაპირობებენ პოპულარული ლიდერები პარტიის წარმატებას და არის თუ არა პოპულარობა საკმარისი ინდიკატორი საარჩევნო შეჯიბრში ?!

თავის დროზე უპარტიო ლიდერებმა, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდნენ, შექმნეს პარტიები ხელისუფლებაში მოსასველლად. პარტია იმისთვის სჭირდებოდათ,რომ ერთიანი ძალით ებრძოლათ. დღეს ლიდერები უფრო ფასობენ,ვიდრე პარტიები.თუმცა საზოგადოებაში პარტიული აგრესია იმდენად დიდია, რომ ლიდერების პიროვნული თვისებისა და პოპულარობის უგულებელყოფაც ხდება. მიზეზი ერთია, პარტიაში „გასვრილი“ პოპულარული ფიგურა პარტიული კლიშეებით მოაზროვნე სუბიექტად ესახებათ. შესაბამისად, ნდომა ნაკლებია, სწორედ ამიტომ მოსახლეობას კომპრომისზე წასვლა უწევს, რომელიც ორი უკიდურესობიდან აუცილებლობით გამოწვეული გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

საკმარისი არ არის პარტიას წარმატებული და ცნობილი ლიდერი ჰყავდეს იმისთვის,რომ გაიმარჯვოს. ერთია პიროვნული სიმპათია და მეორე ამომრჩევლის ნება მოახდინოს უფლებათა დელეგირება არჩევნების საშუალებით. ქართველმა ამომრჩეველმა ფრაგმენტული პოლიტიკის პრიზმიდან ყურებას ახალი მეთოდი არჩიეს. მათ მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს აბოსოლუტურად გააზრებულად. ალბათ, ისე როგორც არასდროს ქართველმა ამომრჩეველმა რაციონალურად მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი იმპულსურობისა და გარე ფაქტორების ზეგავლენის გარეშე. მკვეთრი ზღვარი გაივლო პოლიტიკურ და პირად სფეროებს შორის. ერთია ვინ მოსწონთ,რამდენად წარმატებულები და პოპულარულები არიან და მეორე რამდენად მოსწონთ ამ ფიგურების გაიგივება პარტიებთან,რომლებიც მათთვის იდეოლოგიურად მიუღებელია. თუ ვინმეს დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, თინა ხიდაშელი, ზურაბ აბაშიძე , პაატა ბურჭულაძე და სხვანი ქართული პოლიტიკის „ნათელ“ წერტილებად ესახებოდათ ფაქტია, რომ პიროვნული სიმპათია ძირითადი დეტერმინანტი არ ყოფილა.

შემდეგი ფაქტორი შესაძლოა პოპულარული და წარმატებული ლიდერების მხრიდან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შეთავაზება იყო, რომელიც სოციუმისთვის გაუგებარ გზავნილებს შეიცავდა.ისინი გაუგებარ ენაზე გაუგებარი ფორმულირებით საუბრობენ, შესაბამისად ერთეულების პოპულარობა პარტიული პლატფორმისა და პროგრამის ავ-კარგიანობას ვერ ხსნის. ერთია რას აწვდი საზოგადოებას და მეორეა როგორ. უსუფაშვილის „გავთავისუფლდეთ“ ერთი შეხედვით არაფრის მომცემი გზავნილია, რომელმაც ლიდერის პოპულარობისდა მიუხედავად წარმატება ვერ განაპირობა. რას „ყიდიან“ თავისუფალი დემოკრატები ან რესბუბლიკეკები? პროგრამას თუ ლიდერებს? ალბათ, ერთსაც და მეორესაც, მაგრამ თუ მათი გზავნილები გაუგებარია ლიდერების ერთგულება არის ერთადერთი ალტერნატივა. ესეც არ არ არის საკმარისი. დღეს უპირობო წარმატება იდეებს აქვს და არა პერსონებს. ქართველი ამომრჩეველი დაიღალა პოპულისტური რიტორიკიტათა და „მესიის“ ძიებით, შესაბამისად ე.წ „პერსონიფიკაციის თეზისი“ იმსხვრევა. იგი გულისხმობს ლიდერის გამიჯვნას პარტიისაგან და მათ დამოუიდებელ სუბიექტებად აღქმას.

პოპულარული ლიდერები, რომ პარტიის წარმატებას ვერ განაპირობებნ დასტურდება ზემოთ აღნიშნული პარტიების მაგალითზეც. პოპულარობა , რომ ძირითადი დეტერმინანტი არ არის ამას ისიც მიუთითებს, რომ პოპულარული ლიდერებისგან ელექტორატი მეტ პოლიტკორექტილობას მოითხოვს. სტანდარტები, რასაც პოლიტიკოსებს ადრე უწესებდნენ მკვეთრად განსხვავდება დღევანდელი რეალობისგან. წინა ხელისუფლებისა და მათი ლიდერების დაკნინებით გაჟღენთილი „პარტიული ლექსიკა“ მიუღებელია. აღნიშნული შედეგებზეც აისახა.

შემდეგი ფაქტორი თუ რატომ არ განაპირობებს ლიდერის პოპულარობა პარტიის წარმატებას შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ფინანსებთან. რაც არ უნდა ძლიერი და წარმატებული იყოს ლიდერი, საჭიროა თვითბრენდინგი. ლიდერებმა სწორად უნდა მიაწოდონ საკუთარი კანდიდატურა ამომრჩევლებს, რაც შემდგომ მათ ელექტორალურ ქცევაზე აისახება. რესპუბლიკელებს , თავისუფალ დემოკრატებს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბევრად ნაკლები ბიუჯეტი აქვთ ვიდრე „ქართულ ოცნებას“ , „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. ეს უკანასკნელნი წარმატებით ასპარეზობენ ქართულ სარჩევნო „მარათონში“. თვითბრენდინგს სწორი მიმართულება და თანხები სჭირდება. რადგან თანხები ზოგიერთ პარტიას საკმარისი არ აღმოაჩნდათ მანდატებს მიღმა დარჩნენ. დღევანდელ რეალობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა რთულად მოიძებნება პარტია, რომელიც ამაშია დახელოვნებული, შესაბამისად ამ პარტიის ამომრჩეველი „ლიდერის კულტის“ პრიზმიდან აფასებს პოლიტიკურ მოვლენებს და კვლავ მიჯაჭულია „მესიის“ ფენომენს. გაამართლა ამ მეთოდმა და სწორედ ეს ინარჩუნებს მათი ლიდერებისა და პარტიის დომინანტურ ოპოზიციურ ძალად არსებობას. ნაცონალურმა მოძრაობამ განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრდა, რომლითაც დღემდე საზრდოობს მისი ამომრჩეველი. ვერ ვიტყვით, რომ დამარცხებული პარტიები, დამარცხებული პოპულარული ლიდერებით დიდი ბიუჯეტის შემთხევაში თანხების დიდ ნაწილს პოპულარული ლიდერების რეიტინგის გაუმჯობესებისკენ მიმართავდნენ თუ არა, თუმცა თანხების სიმცირე რომ ლიდერების რეიტინგზე ნეგატიურად აისახა, ფაქტია.

საბოლოო ჯამში, მთავარია , რომ დღევანდელი რეალობა განსხვავებულ კონსტრუქტებს გვისახავს სამომავლო განვითარებისათვის, სადაც მხოლოდ პარტია ან მხოლოდ ლიდერი არასდროს ნიშნავს გარანტირებულ წარმატებას. წარმატება მათი კონსოლიდაციის შემთხვევაში მიიღწევა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG