Accessibility links

logo-print

ავტორი: ვაჟა მალაღურაძე

მახინჯი პოსტსაბჭოური რეჟიმის რეანიმირების მცდელობა

1991-92 წლებში, ავტოკრატიის მიერ პროვოცირებული ძალადობის შედეგად პოსტკომუნისტური ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი დამყარდა. ავტოკრატიის ლობირებით „არჩეულმა“ პარლამენტმა, ახალი კონსტიტუციის მიღების დროს, კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილების და ძირითადი პრინციპების (1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული პრინციპები) საწინააღმდეგოდ, შეუზღუდა ხალხს ძალაუფლების - რეფერენდუმით - განხორციელების უფლება. კერძოდ, 74-ე მუხლით მოქალაქეებს აუკრძალა რეფერენდუმით კანონის მიღების ან გაუქმების უფლება. ამ მოქმედებით “წარმომადგენლობითმა ორგანომ” (პარლამენტმა), ხალხის სახელით, კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დარღვევით, მოქალაქეებს (ხალხს) დაუბლოკა, ხოლო პარლამენტს მიაკუთვნა პოლიტიკური მონოპოლიის, ანუ ძალაუფლების შეუზღუდავად განხორციელების უფლება, რამაცსაშუალება მისცაპარლამენტს საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ნების ლობირებით მიღებული სამართლებრივი ნორმების საშუალებით, ხალხის სახელით, შეცვალოს კონსტიტუცია, ლეგალურად შეუზღუდოს მოქალაქეებს ნებისმიერი უფლება, მათ შორის საკუთრების და ძალაუფლების განხორციელების მიზნით წარმომადგენლების (დეპუტატების) არჩევის უფლებაც. შესაბამისად, ძალაუფლების უშუალოდ დემოკრატიულად - რეფერენდუმით - განხორციელებასთან ერთად შეუზღუდოს მოქალაქეებს (ხალხს) წარმომადგენლების მეშვეობით ძალაუფლების განხორციელების კონსტიტუციური უფლებაც.

არჩევნები თუ ავტოკრატიის მიერ დადგმული პოლიტიკური შოუ

არჩევის უფლების შეზღუდვა ხდება ავტოკრატიის მიერ არჩევნების ლეგალური ფალსიფიცირებით, კერძოდ უმრავლესობის ლობირებით მიღებული კანონების, ფსევდო ოპოზიციის, მარიონეტული პარტიების, სახელისუფლებო სამსახურების, ცალკეული ავტორიტეტების და მათი ფინანსური რესურსების გამოყენებით მოქალაქეების (სურვილისამებრ) მანიპულირების მეშვეობით, რაც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის 49-ე მუხლით და საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.

პოლიტიკური ირონია, ანუ გარდამავალი პერიოდის „დემოკრატია“

ჩვენთან არსებული პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსური დახმარების და მხარდაჭერის შენარჩუნების მიზნით, ხელისუფლება ფარისევლურად, გარდამავალი პერიოდის “დემოკრატიას” უწოდებს, სინამდვილეში ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჯერ კიდევ არსებული ამ ტიპის რეჟიმების მსგავსად, მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესების და უფლებების გაუთვალისწინებლად, ავტოკრატიის (სახელისუფლებო გუნდის წევრები და მათთან ნათესაური ან კერძო ინტერესებით დაკავშირებული პირები) კერძო ინტერესებისათვის ეროვნული ქონებრივი აქტივების ლეგალური გამოყენების და მისაკუთრებისათვის არის შექმნილი. ეს „შოვინისტურ-დერჟავული სისტემა“ ყოფილმა კომპარტიულმა ვაიჩინოვნიკებმა შეიმუშავეს. ამ რეჟიმის მეშვეობით ხელისუფლებაში მყოფთ, მითვისებული მონოპოლიური პოლიტიკური უფლების მეშვეობით, სახელმწიფოს სახელით, კანონების, სახელისუფლებო ინსტიტუტების და იძულების საშუალებების გამოყენებით ლეგალურად დამორჩილებული ჰყავთ მთელი ერი და საზოგადოებაში არსებული წარმოების და ცხოვრების სტანდარტების დონის, კერძო საკუთრების უფლების, მოქალაქეთა უმრავლესობის პოლიტიკური ნების და ინტერესების გაუთვალისწინებლად ლეგალურად შეუძლიათ შეუზღუდავად განკარგონ, ეროვნულ-ქონებრივი აქტივები, თავიანთი კერძო და გლობალური ინტერესების ლობირების, საკუთარი ცხოვრების მაღალი სტანდარტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც დღემდე არავინ შეცვალა

ეს რეჟიმი დიდ რისკს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან, აზრს უკარგავს ადამიანის უფლებების, სამართალისა და დემოკრატიის, კერძო საკუთრების, საბაზრო ეკონომიკის და კონკურენციის, საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების მნიშვნელობას, ხელს უწყობს ავტოკრატიის და გლობალური კერძო მიზნებისთვის სახელმწიფო სახელისუფლებო სტრუქტურების ლეგალური ლობირებით ეროვნული ქონებრივი აქტივების გადანაწილებას, ავტოკრატიულად გაერთიანებული ადამიანთა მცირე ჯგუფის უსამართლოდ გამდიდრების ფონზე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის გაღატაკებას, რაც ეწინააღმდეგება მოქალაქეების ფართო ფენების განწყობას, აძლიერებს ეკონომიკურ და სოციალური დაძაბულობას და მის საფუძველზე იწვევს დესტრუქციული პოლიტიკური კონფლიქტების წარმოქმნას,რითაც აჩქარებს ისედაც ტერიტორიული კონფლიქტების პოლიტიკურ ჭაობში ჩაფლული საქართველოს სახელმწიფოებრივ რღვევას.

ვის აძლევს ხელს ეროვნულ-საზოგადოებრივი რღვევა და „მუდმივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორსმაჟორი“?

როგორც, არსებული ისტორიული პრაქტიკა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის ბოლო 25 წლის განვითარების დინამიკა გვიჩვენებს, ავტორიტარული რეჟიმის არსებობის პირობებში “არჩეულ არცერთ ხელისუფლებას" არ ძალუძს ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა, ვინაიდან მის პირობებში ჩატარებული “არჩევნებით” ხელისუფლებაში “ახლად” მოსულები, როგორც წესი ფაქტიურად არსებული ავტოკრატიული სახელისუფლებო ინსტიტუტების, კანონების და პოლიტიკური პრაქტიკის დაქვემდებარებულნი და ტყვეები ხდებიან - შედეგად ავტოკრატია მუდამ გამარჯვებული და "ახალი ხელისუფლება" კვლავ მის მიერ დაკაბალებული რჩება,რაც ნათლად გვიჩვენა განვლილი 25 წლის გამოცდილებამ.

ალტერნატიული გამოსავალი

რეჟიმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მოქალაქეების უშუალო მოქმედებებით. უშუალო დემოკრატიული პოლიტიკური ფორმებითა და პროცესით კონსტიტუიციური პოლიტიკური წყობილების შესაბამისი პოლიტიკური ძალაუფლების ფაქტიური დამკვიდრების გზით, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებმა უნდა მოვიპოვოთ ძალუფლების უშუალო შეუზღუდავი (პარლამენტის ნებაზე დამოუკიდებლი) განხორციელების (პოლიტიკური მონოპოლიის) უფლება, კერძოდ რეფერენდუმით კანონის გაუქმების და მიღების უფლება. ამ მიზნით, უშუალო დემოკრატიული პოლიტიკური მოქმედებებით და ლობირებით უნდა მივაღწიოთ, რომ კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

30 000 ამომრჩევლის ხელმოწერით კანონის გასაუქმებლად ან მისაღებად რეფერენდუმის მოთხოვნის შემთხვევაში პრეზიდენტი (სარეფერენდუმო კომისია) ვალდებულია წარმოდგენილი კანონპროექტი ან პარლამენტის მიერ ახლადმიღებული კანონი შესაბამისი მიზნით რეფერენდუმის ჩასატარებლად ხალხს დაუყოვნებლივ წარუდგინოს. არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა ამნისტიის და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ კერძო საკუთრების და ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს.

მოსალოდნელი შედეგი

ეს ცვლილება აღკვეთავს მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესების გვერდის ავლით და გაუთვალისწინებლად, მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლობირების საფუძველზე კანონების მიღების მანკიერ და პოლიტიკურად უსამართლო პრაქტიკას. ცვლილება უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს - ხალხის, ძალაუფლების განმახორციელებელი სახელისუფლებო ორგანოები, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო, რომლებიც კონსტიტუციურად არიან დამოუკიდებელი და ერთმანეთს აბალანსებენ, სამუდამოდ განთავისუფლდნენ ამა თუ იმ პარტიული, ოლიგარქიული თუ გლობალური სტრუქტურების ლობირებით ხელისუფლებაში არჩევნებით მოსული გუნდის მონოპოლიური პოლიტიკური დიქტატისგან - „ვიღაცის“ მსახურნი რეალურად გახდნენ ხალხის მსახურნი და მხოლოდ კანონს დაექვემდებარონ.

ამავე დროს ცვლილება საშუალებას მისცემს მოქალაქეებს რეფერენდუმის გზით დაბლოკონ ან შეცვალონ ცალკეული ჯგუფების ლობირებით მიღებული ეგრეთწოდებული არაპოპულარული (მოქალაქეთა უმრავლესობის უშუალო პოლიტიკური ნებისთვის თუ პოზიტიური ტრადიციებისთვის შეუსაბამო, პოლიტიკურად და სოციალურად უსამართლო კანონები, რაც თავისთავად შეზღუდავს პარლამენტის და ხელისუფლების სხვა ინსტიტუტების მიერ მსგავსი კანონების შემუშავების და მიღების ინიციატივას.

წინადადება, წარმომადგენლობითი ხელისუფლების ნება

მოვუწოდოთ წარმომადგენლობით ხელისუფლებას (როგორც უმრავლესობას ასევე ოპოზიციას) საკუთარი ინიციატივით უარი თქვას პოლიტიკური მონოპოლიის უფლებაზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი დემოკრატიული ცვლილება და დაუბრუნოს ხალხს (მოქალაქეებს) ძალაუფლების შეუზღუდავად განხორციელების უფლება - სახელმწიფო ძალაუფლება (ისე როგორც ეს არის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.). წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი უშუალო დემოკრატიული პოლიტიკური მოქმედებების (პოლიტიკური იძულების) სხვადასხვა მართლზომიერი ფორმების გამოყენებით, თავად დაიბრუნებს კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილებით მინიჭებულ კუთვნილ უფლებას. ხალხის მიერ, ძალაუფლების რეფერენდუმით შეუზღუდავად განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საერთო სახალხო რეფერენდუმით მიღებული იქნეს უპირველეს ყოვლისა:

1. კანონი პარლამენტის წევრის არჩევის წესის და არჩევნებში კანდიდატთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ, რომლიც უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ორგანული (კონსტიტუციური) სხვა კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილების შესაბამისი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფაქტიურად დამკვიდრებას კერძოდ:

2. კანონი პრეზიდენტის არჩევის და თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების შესახებ. 3. კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ. 4. კანონი რეფერენდუმის დანიშვნის და ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ. 5. კანონი სახალხო დამცველის შესახებ. 6. კანონი საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობების და უმუშევრობის სტატუსის შესახებ. 7. კანონი საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლოს უფლებამოსილების, შექმნის და საქმიანობის წესის შესახებ. 8. კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების, საქმიანობის და უზენაესი სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 9. კანონი მოსამართლეთა შერჩვის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთვისუფლების წესის შესახებ. 10. კანონი პროკურატურის უფლებამოსილების, საქმიანობის და დამოუკიდებლობის გარანტიის შესახებ. 11. კანონი ეროვნული ბანკის უფლებამოსილების, საქმიანობის და დამოუკიდებლობის გარანტიის შესახებ. 12. კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ.

ერთი სიტვით, ბუნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უხვად მოცემული სიკეთე რაციონალურად, რომ გამოვიყენოთ და ჩვენი ტრადიციული ცხოვრება ცივილიზებულად მოვაწყოთ უპირველეს ყოვლისა დრომოჭმული ავტოკრატიისგან უნდა განვთავისუფლდეთ და უშუალოდ მოქალაქეების მიერ რეფერენდუმით მიღებული საკონსტიტუციო კანონებით ცხოვრებისათვის მოსახერხებელი პირობები დაუყოვნებლივ ფაქტიურად უნდა დავამკვიდროთ და არა კონსტიტუციური პოლიტიკური წყობილება ავტოკრატიის სასარგებლოდ შევცვალოთ ,და დემოკრატიული რესპუბლიკა საპრეზიდენტო მმართველობით, როგორც დღეს გვაქვს "ავტოკრატიულ" საპარლამენტო რესპუბლიკად გამოვაცხადოთ, როგორც ეს ავტოკრატიას მის მორჩილ ხელისუფლებას სურს და ჩვენი დღევანდელი „მუტანტური“ ყოფა-ცხოვრება ლეგალურ წესად კონსტიტუციურად დავამკვიდროთ ის, ვისაც იმედი აქვს, რომ არსებული ავტოკრატიული რაჟიმის შეცვლის გარეშე, მის პირობებში, მის ხელისუფლებასთან ვაჭრობა გარიგებით და „საარჩევნო კანონის“ „სრულყოფით“ ჩატარებული "არჩევნებით" ისეთი „ახალი გუნდი“ მოვა ხელისუფლებაში, რომელიც ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს მუდამ იმედგაცრუებული და მხოლოდ ავტოკრატიის მიერ მონოპოლიური ძალუფლების შენარჩუნების მიზნით დადგმულ პოლკიტიკური შოუში მონაწილის , ავტოკრატიის მონად ყოფნის და პოლიტიკური უსამართლობის ჭაობში დახრჩობის უფლების მქონედ დარჩება.

ჯადოსნური წრე ავტოკრატიული რეჟიმია, რომელსაც ავტოკრატია კბილებით დაიცავს. ავტოკრატიული რეჟიმის დროს ხალხის ნება სამართლებრივი თვალსაზრისით "არჩეული" ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას ექვემდებარება, ხალხს მხოლოდ ხელისუფლების არჩევის ნება აქვს და ისიც ფორმალურად. როდესაც ამა თუ იმ ცხოვრებისეულ საკითზე მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას არ ემთხვევა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური უმრავლესობის ნება ხალხს თავისი ნების განხორციელებისათვის ხელისუფლების მიტინგებით და დემონსტრაციებით იძულება არ უნდა ჭირდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური უფლება დაბლოკოს ხელისუფლების ნება ან თავად უშუალოდ (ხელისუფლების გადარჩევის გარეშე) კანონით განახორციელოს თავისი ნება ან ვადაზე ადრე გადაირჩიოს ხელისუფლება. ეს მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულით შეცვლის შემთხვევაში არის შესაძლებელი. ანუ ხელისუფლება რომ ხალხის ნებას ფაქტიურად და არა ფორმალურად ემორჩილებოდეს და მას ემსახურებოდეს, მარტო კონსტიტუციურად ამის აღიარება არ არის საკმარისი, ასევე კონსტიტუციურად ხალხს ხელისულების მიერ მიღებული კანონის და გადაწყვეტილების დაბლოკვის და ვადაზე ადრე გადარჩევის უფლება უნდა ქონდეს, როგორც ეს არის შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში. უპირველეს ყოვლისა ეს არის დემოკრატია და მხოლოდ შემდეგ არჩევნები, და ამის უფლება უნდა მოვიპოვოთ რაც ფაქტიურად ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიით შეცვლას ნიშნავს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG