Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოლეული დონ(ე)ატსი


ავტორი: დათა გვასალია

თუ კაცს დონატსი აღარ აქვს, გასტანჯავს წუთი-სოფელი...

სუსხიან ღამეს თუ მომლოდინე არ გაიყინე - რაა დონატსი?!

მემგონი, ლუარსაბს საუკუნეების შემდეგ ეშველა და უკანონო შვილები აღმოაჩნდა, ჩვენი უმრავლესობის სახით. ის თუ ბოზბაშსა და ჩიხირთმას მიირთმევდა და მათზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მისი გვარის გამგრძელებელი, პაწაწუკა ლუარსაბუნები, დონატსებს აღმერთებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღამის სამი საათიდან რიგში რომ დგახარ, რა ვიცი...

90-იანების ბაბუის ჩანაწერებიდან, რომელსაც გული წაუვიდა, დონატსების საქართველოში შემოსვლის შემდგომ

კაცო, რა არ მინახავს, მაგრამ გული გასკდომას მაქვს, ეს დონატესებია თუ დონეტესები, რა არის ამისთანა... გამახსენდა წარსული დრო, ბაბუ, ნავთის რიგში რო ვიდექი, „კერასინკისთვის“ და ღამეს ვათენებდით, პური რო გვეჭამა... ეს გამახსენა იმ ამბავმა, იმ ღამეს რო იყო იქ, ჩემი კორპუსის წინ გახსნეს ეს დონეატსი თუ რაღაც... მერე გამახსენდა მთელი უბედურებები, იმ დროის და ასე... კორსიზი მომაშველეს...

.........................................................................................................................................

ავსა კაცსა დონატსები ურჩევნია სულსა, გულსა.

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და უდონატსოსა.

ღმერთი კაცსა არ გასწირავს, უდონატსოდ დარჩენილსა.

...............................................................................................................................................

უპრეცენდონტო შემთხვევაა... მთელ ქალაქში, ყველა კუთხესა და კუნჭულში, დონატსი მესმოდა და გადავწყვიტე, გამესინჯა, მივწერე მეგობარს, ხომ არ გაგვესინჯა-მეთქი:

საღამოს პასუხი მომივიდა,

ვაიმე, ბედო, უკეთურო.

გათავებულაო დონატსი და

„პონჩიკი“ ჭამეო უბედურო...

.........................................................................................................................................................................................................

რა სასწაული ფაქტია, როდესაც ბაზარზე ახალშემოსულ ფირმას ერთ კვირაში პროდუქტი აღარ აქვს... ვისი ბრალია? - აჰ, რა თქმა უნდა, ამას რა დიდი მიხვედრა „სჭირია“, არ უნდა გაეთვალისწინებინა - „დანკინ დონატს“ - პოსტსაბჭოურ, მოშიებულ ქვეყანაში რომ შეამოქვს ასეთი ზე-პროდუქტი???

..................................................................................................................................................................

როგორი იქნებოდა ფილმი - დათა თუთაშხია - დღეს რომ გადაეღოთ:

- აჰა, კიკუ, შენ 5 დონატსი და გაიხადე...

...........

- რა ქენი გუდუნა ეს? - დონატსი როგორ შემიჭამე, ა???

.........................................................................................................................................................

მოკლედ, ასე და ამგვარად, მეგობრებო... რაღა ვთქვა მეტი... იმედია, შეივსება დონატსის მარაგი, აი, დონ(ე)ატსი, არ ვიცი... ბოლოს კი, ტრადიციულად, აფორიზმებით დავასრულებ...

დონატსები არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად

ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს დონატსებად.

სჯობს დონატსისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG