Accessibility links

Facebook-ზე დამოკიდებულების 6 მიზეზი (როგორ გავუმკლავდეთ?)


ავტორი:აკაკი გუმბერიძე

(ეძღვნება ანი ბარბაქაძეს)

დღევანდელ სამყაროში სოციალური ქსელების(მათ შორის ყველაზე პოპულარული Facebook–ის)მუდმივი მოხმარება უკვე ნორმალურ მოვლენად ითვლება,განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.აქედან გამომდინარე,ხშირია ის უსიამოვნო ფაქტებიც,როდესაც ადამიანები სხედან ერთად და საუბრის ნაცვლად იხედებიან თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებში:სოციალურ ქსელებში ამოწმებენ მეგობრის „სტატუსებს“, აქვეყნებენ პირად ამბებს ან ზოგადად,მიმოწერა აქვთ...

რა თქმა უნდა,ხუმრობა იმის შესახებ,თუ როგორაა ესა თუ ის ადამინი დამოკიდებული სოც. ქსელზე,რომ იგი არაფერს აკეთებს და უსაქმურია,დამეთანმებით,ძალიან ადვილი სათქმელია,მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს იმას,რომ მაგ.Facebook–ზე დამოკიდებულებამ შესაძლოა ძალიან ცუდი სახე მიიღოს და საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას,მის ყოველდღიურ ურთიერთობებს. 2012 წელს „ბერგენის უნივერსიტეტის“ მკვლევარებმა საზოგადოებას გააცნეს „Facebook–ზე დამოკიდებულების შკალა“,რომელიც 1–დან 5–მდე აფასებდა Facebook–თან დაკავშირებულ ადამიანის ქცევებს (აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ 1 ნიშნავდა „ძალიან იშვიათს“,ხოლო 5 შესაბამისად– „ძალიან ხშირს“).ამ შკალის მიხედვით,რაც უფრო მეტს დავაგროვებთ ანუ რაც უფრო მივუახლოვდებით 5–ს,მით უფრო დამოკიდებული ვართ სოციალურ ქსელებზე.

ქვემოთ მოცემულია ის 6 ქცევა,რომელიც, „ბერგენის უნივერსიტეტის“ მკვლევარების თქმით,ადამიანს Facebook-თან აკავშირებს:

ვხარჯავთ დიდ დროს Facebook-ზე ფიქრით
ხშირად გვიჩნდება იმის სურვილი,რომ რაც შეიძლება მეტად გამოვიყენოთ Facebook
ვიყენებთ Facebook–ს იმისთვის,რომ დავივიწყოთ ჩვენი ყოველდღიური პრობლემები
ხშირად ვეცადეთ Facebook–ის გაუქმებას და მასზე თავის დანებებას,მაგრამ უშედეგოდ
როცა Facebook–ს არ ვიყენებთ, ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ თითქოს რაღაც გვაწუხებს და გვტანჯავს,მოსვენებას არ გვაძლევს
ისეთი სიხშირით ვიყენებთ Facebook–ს, რომ მან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენს სამუშაოზე/სწავლაზე

„ბერგენის უნივერსიტეტის“ მკვლევარები ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს,რომ ადამიანები, რომლებიც არიან ყოველდღიურობით შეწუხებულები,სევდიანები ან მორიდებულები,ძალიან ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს.სავარაუდოდ ეს ფაქტი იმით აიხსნება,რომ ასეთი ადამიანებისთვის პირისპირ ურთიერთობასა და შეხვედრაზე ბევრად ადვილია ვირტუალური ურთიერთობები და ვირტუალურ გარემოში ყოფნა.ამის გარდა,აღსანიშნავია ის ფსიქოლოგიური მომენტიც,რომელიც სოციალურ ქსელებში ყოფნის დროს გვაკარგვინებს დროის კონტროლს და გვიბიძგებს იმისკენ,რომ უფრო და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ უსარგებლოდ,უფრო და უფრო მეტი „დავალაიქოთ“,უფრო და უფრო მეტი დრო დავხარჯოთ მიმოწერაში...

ექსპერტების უმეტესობა თანმხდება შემდეგ მოსაზრებაში : „ სოციალურ მედიასთან დამოკიდებულება–ეს ფაქტი ხაზს უსვამს ადამიანის პრობლემებს პირად ცხოვრებაში“.

„შინაგანად რა მიზანი ამოძრავებს ადამიანს,როდესაც ხშირად „პოსტავს“ სოციალურ ქსელებზე?ეს არის ერთგვარი მცდელობა მარტოობისგან გაქცევისა.ეს არის ერთგვარი მცდელობა ცხოვრებისეული პრობლემებისგან გაქცევისა. ამ ქცევით „სოც.ქსელზე დამოკიდებული“ ხაზს უსვამს შემდეგს : მას სურს,რომ ცოტა ხნით მაინც დაივიწოს თავისი სატკივარი და „გული გადააყოლოს“ მეგობრების კომენტარებს,მათთან ვირტუალური დიალოგების გაბმას“,წერს „ნიუ–იორკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ პროფესორი,ვილი შექერი.

საბოლოოდ,თუ ფიქრობთ,რომ ხართ სოციალურ ქსელზე დამოკიდებული,გაეცანით ქვემოთ მოყვანილ რჩევებს,რომლებიც დაგეხმარებათ ამ სენის განკურნებაში და სამუდამოდ გააქრობს თქვენს დამოკიდებულებას.

დაუწესეთ ლიმიტი საკუთარ თავს. პირველ რიგში,აიღეთ დღიური და გამოთვალეთ,თუ რა დროს ხარჯავთ სოც.მედიაზე ყოველდღიურად.როდესაც შედეგები შემაძრწუნებელი იქნება,უკვე მზად იქნებით,რომ საკუთარ თავს დაუწესოთ სოციალური მედიის ლიმიტი(FACEBOOK–ლიმიტი). ამასთან ერთად,ვფიქრობ,რომ ძალიან სასარგებლო იქნება,თუ ელექტრონულ მოწყობილობებს თქვენგან მოშორებით დადებთ ან საერთოდ გამორთავთ,მაგ.იმ დროს,როდესაც მეცადინეობთ,მუშაობთ ან უკვე დაძინებას აპირებთ.
სოც.მედიის აპლიკაციების უარყოფა. საჭიროა Facebook–ის აპლიკაციის წაშლა მობილურიდან და მისი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის/ლეპტოპის საშუალებით.ეს მოგცემთ იმის საშუალებას,რომ არ გადაუხვიოთ თქვენ მიერ დასახულ დღიურ გეგმას,დააწესოთ ერთგვარი საზღვარი თქვენსა და სოციალურ მედიას შორის.
დროის კონტროლი. „პირველ რიგში,გამორთეთ მობილური და კომპიუტერული მოწყობილობები 6 საათის განმავლობაში და დაჰპირდით საკუთარ თავს,რომ ამ 6 საათის გასვლის შემდეგ,მხოლოდ და მხოლოდ 30 წუთი „შეიხედავთ“ სოციალურ ქსელში.გამოიყენეთ მაღვიძარა იმისთვის,რომ ზუსტად 30 წუთის შემდეგ შეწვიტოთ მაგ.Facebook–ის მოხმარება,მომენტალურად გამოხვიდეთ თქვენი Facebook–ის ვებ–გვერდიდან და ამის შემდეგ დრო დაუთმოთ წიგნების კითხვას,ფილმებს ან იმ საქმიანობას,რომელიც ყველაზე მეტად განიჭებთ სიამოვნებას.ასეთ რეჟიმში თუ გააგრძელებთ,საბოლოოდ იგრძნობთ,რომ თურმე დღეში ნახევარი საათიც საკმარისია სოციალური ქსელებისთვის,ხოლო დანარჩენ დროს კი უფრო მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმობთ“,გვირჩევს დევიდ ლოვბრიჯი,ცნობილი ონლაინ–კონსულტანტი მარკეტინგის სფეროში.
ყურადღებით მოვეკიდოთ სოც.ქსელების ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.

“აუცილებელია შეადგინოთ სია შემდეგი თანმიმდევრობით : ჯერ უნდა დაიწეროს 3 პრობლემა,რომელიც მოაქვს Facebook–ის მუდმივ გამოყენებას პირადად ჩვენთვის და ამის შემდეგ კი უნდა ჩამოიწეროს ის 3 პოტენციური სარგებელი,რომელსაც მოგვიტანს სოციალურ ქსელთან ურთიერთობის მკვეთრად შემცირება.ხოლო როდესაც სია უკვე გამზადებული გვექნება,აუცილებელია ის გამოვაკრათ ან დავდოთ ჩვენთვის თვალსაჩინო ადგილას,მაგალითად,სამუშაო მაგიდაზე.სწორედ ეს მოკლე სია იქნება ერთგვარი სიმბოლო,სიმბოლო იმისა,თუ რას ვაკეთებთ ცუდად და რა უნდა გამოვასწოროთ“,აღნიშნავს ფსიქოლოგი და მწერალი,ჯონათან ალბერტი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG