Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობასა და მწვანე აქტივიზმზე


ავტორი: ალექსანდრე ვაშაკიძე

1967 წელს საბჭოთა კავშირმა ჩეხეთის დაკარგვის შიშით მას „ძმური დახმარება“ აღმოუჩინა და ქალაქში ასობით ტანკი შეიყვანა. რუსებმა 98 ჩეხოსლოვაკი მოკლეს. მათი დიდი ნაწილი ჩეხეთის ნაციონალური მუზეუმის შტურმის დროს დაიღუპა. დოყლაპია რუს ოკუპანტებს ყველაზე დიდი და ლამაზი შენობა მთავრობის სასახლე ეგონათდა ცეცხლი გაუხსნეს.

კიდევ ერთმა ოკუპაციამ ჩეხებში უიმედობა დათესა. ამ უიმედობისა და უმოქმედობის გასაპროტესტებლად 1969 წელს ფილოსოფიის სტუდენტმა იან პალახმა ნაციონალური მუზეუმის წინ თავი დაიწვა. კომუნისტურმა ტასმა ის შეშლილად მონათლა და ქმედებას ანტისოციალისტური უწოდა, თუმცა პრაღელებმა იან პალახის გზავნილი სწორად გაიგეს. პასიური წინააღმდეგობა მთელი ქვეყნის მაშტაბით განახლდა. მიუხედავად იან პალახის ანდერძისა, რომ მისი საქციელი არავის უნდა გაემეორებინა, ჩეხეთს თვითმკვლელ პროტესტანტთა ტალღამ გადაურა. დღეს იან პალახი ჩეხეთისგმირია და მისი ოცნება ასრულებული.

მე-17 საუკუნეში გამოქვეყნებული ქართველი მემარჯვენეების საკულტო წიგნი ჰობზის „ლევიათანი“ წარმოუდგენლად, სულ მცირე ბუნების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს საყოველთაო კეთილდღეობის გამო საკუთარი ჯანრთელობისა და სიცოცხლის გაწირვას. არისტოტელესგან განსხვავებით ჰობზს აღარ სჯერა ადამიანის სწრაფვის საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის და მისთვის ადამიანის ბუნებრივ ამოცანას მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა შეადგენს. შესაბამისად ჩვენი მემარჯვენეებისთვის გაუგებარია თავის დაწვის ისევე როგორც შიმშილობის ფენომენი. (ორივე მათგანი სამოქალაქო წინააღმდეგობის მაგალითია და ხშირად საზოგადოების გამოფხიზლებას ემსახურება.)

როდესაც საზოგადოება თავს ერთი დიდი სხეულის, გნებავთ პოლისის ნაწილად განიხილავს, მისთვის სხვა წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მნიშვნელოვანია. შესაბამისად არის მოლოდინი, რომ მთელი საზოგადოება ერთი კონკრეტული პიროვნების ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს.

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე თბილისის მერიის წინ რამდენიმე დღე შიმშილობდა. ის მერიის მიერ ხეების უკანონა გაჩეხვას აპროტესტებს. მასთან შესახვედრად ხელისუფლებიდან არავინ მისულა. ეს ნიშნავს, რომ პოლისის მმართველებისთვის, როლებიც თავად ამ პოლისის წევრები არიან, მათი თანაწევრის ჯანმრთელობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჯანმრთელობის საკუთარი ნებითვე ხელყოფას მხოლოდ იმ საზოგადოებაში აქვს გამოსაფხიზლებელი ეფექტი, რომლისთვისაც პიროვნება და პიროვნებებისგან შემდგარი სახელმწიფო მნიშვნელოვანია.

ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით საყოველთაო კეთილდღეობისთვის თავგანწირვა უცხო ხილია ან ის კომუნისტურ ექსპერიმენტებთან ასოცირდება. შესაბამისად ზოგიერთი ქართველი ექსპერტის მიერ ნატა ფერაძის გაკრიტიკება გასაკვირი არ არის. გია ნოდიამ ის საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თვითმკვლელ ტერორისტსაც კი შეადარა. მერე რა რომ ტერორისტი სხვას კლავს, ნატა ფერაძე კი საკუთარ თავს ინადგურებს, რათა სხვა გადარჩეს.

პროტესტის ფორმასთან ერთად ნატა ფერაძეს ლექსიკაც დაუწუნეს, მან ოპონენტის კითხვას თუ სად იყო 2012 წლამდე ტელეეთერისთვის მიუღებელი სიტყვებით უპასუხა - სექსი მქონდაო. ( https://www.youtube.com/watch?v=UviDeJDo758 ) მსგავსი რადიკალური გამონათქვამებიც მიანიშნებს ქართული მწვანე აქტივიზმის ჩანასახის ეტაპზე ყოფნას. ასევე სილის გაწნაა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც თავისი ქალი წევრი ჟურნალისტებს გაარიდა, რადგან მისი სექსის ფარული კადრები ინტერნეტში განთავსდა. ნეტა ფერაძის ეს შოკისმომგვრელი პასუხი არამხოლოდ ოპონენტისგან თავის დაცვა, არამედ ჩაგრული ქალების გვერდზე დგომაცაა.

საწყის ეტაპზე მწვანე აქტივიზმის სექსისგან და რადიკალური გამოხტომებისგან გამიჯვნა შეუძლებელია. სწორედ ეს ხდის მათ გულწრფელობას კიდევ უფრო მიმზიდველს. ათწლეულები დაჭირდა სანამ გერმანელი მწვანეები „დაივარცხნიდნენ“ და კოალიციურ მთავრობებში მოვიდოდნენ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მათი რადიკალიზმი გაქრა, ენერგიას საქმის კეთებაში ხარჯავენ. ეს ბედი ელის ქართველ მწვანეებსაც. ისინი განწირულნი არიან პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლის თამაშისთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება ეს როლი, მით უფრო ნაკლებად მოახდენენ ჩვენ შოკირებას რადიკალური გამონათქვამებით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG