Accessibility links

logo-print

ავტორი: amanti amanti

ყველაზე მეტად არ მიყვარს ადამიანის (ანუ, ჩემიც) თანდაყოლილი, გნებავთ – პირველყოფილიც, გრძნობები. აი ისინი, ინსტიქტის დონეზე რომ არსებობენ. არ მიყვარს იმიტომ,რომ არ შემიძლია მათი გაკონტროლება. ხომ ჩემია, ჩემში იბადებიან, ჩემით იღებენ მატერიალურ ფორმას, ჩემგან იფრქვევიან და მაინც, მე არაფერს მეკითხებიან, არ მემორჩილებიან. უამრავი ასეთი თავხედი მოვლენა ხდება ადამიანში ყოველ წამს – ზიზღი, სიძულვილი, სიბრაზე, სიყვარული, სინაზე, სენტიმენტალურობა…. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიანაც დადებითია, მე მაინც ვამჯობინებდი ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი „შეკვეთით“ გაჩენილიყო, ჩემს გონებაში. რამდენ უსიამოვნებას ავიცილებდი თავიდან… ეს რომ შემძლებოდა, იმ ყველაზე ამაზრზენ შეგრძნებასაც მოვერეოდი და დავბლოკავდი, რასაც შიში ჰქვია… ყველაზე მამაცი ადამიანისთვისაც კი უცნობი არაა შიშის საცეცები. იტყუება, ვინც ამას უარყოფს და იმით ამართლებს, რომ სიფრთხილე და შიში სხვადასხვა რამაა. ზოგიერთს გარკვეული ფობიაც უვითარდება და ცხოვრობს მერე მასთან ერთად, მთელი სიცოცხლის მანძილზე. მე, მაგალითად, წვიმის მეშინია, ოღონდ მხოლოდ სახლში. ქუჩაში სულაც არ მაწუხებს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქოლგა არ მიყვარს, სიამოვნებით შემიძლია ვიარო წვიმაში გაწუწულმა. აი სახლში კი, მითუმეტეს ღამით, სრულიად არაადეკვატურად აღვიქვამ და სიზმრის ახდენილ კშმარად მევლინება. ზოგადად, ფობიებთან ბრძოლა შესაძლებელია პროფესიონალების და საკუთარი თავის დახმარებით. ფობია შიშია, მაგრამ ისეთი, რომელიც მხოლოდ მაპროვოციებელი გარემოებების არსებობისას გახსენებს თავს – მე წვიმაში, ვიღაცას დახურულ სივრცეში, ვიღაცას სიმაღლეზე ასვლისას და ა.შ. თუ არ მოხვდები ასეთ გარემოშ, არც შეგახსენებს თავს, ბოლოსდაბოლოს, შეგიძლია თავიდან აიცილო. მაგრამ იცის ვინმემ რა საშინელებაა შიში,რომელიც შენში ცხოვრობს, ერთი წამითაც კი არ გავიწყებს თავს, გღრღნის და ნერვებს გიჭიმავს გაშიშვლებილი სადენებივით… ეს არაა ფობია, არც რაიმე კონკრეტულის შიში…. ცხოვრობ მასთან ერთად და ზოგჯერ სიკვდილი გინდა რომ იქნებ ასე მაინც მოიცილო თავიდან ეს შავი ნისლი. მთლიანად ხარ გაჟღენთილი მისით, შენი ცხოვრების წესია უკვე, რომელიც არ გაძლევს ბედნიერების უფლებას… სულ ვფიქრობ, საიდან დაიწყო ყველაფერი? იქნებ იქიდან, როდესაც გადაჭარბებულად შევაფასე ჩემი შესაძლებლობები? როდესაც ვიფიქრე, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და თავი არ დავზოგე მიზნის მისაღწევად? მიღირდა კი ეს მიზანი სულიერ სიმშვიდედ? არ ვიცი… მე ხომ ყოველთვის პროცესი უფრო მხიბლავდა, ვიდრე შედეგი. არასოდეს გამომდიოდა მიღწეულით ტკბობა, მხოლოდ გულგრილობა და სიცივე მეუფლებოდა გამარჯვების შემდეგ… იქნებ იმიტომ, რომ ყოველთვის მარტო ვიყავი? ვერც ვგუობდი ვერავის ზედმეტად ახლოს. ყოველთვის მერჩივნა მე დავჭირვებოდი სხვებს, ვიდრე მე მიმემართა ვინმესთვის. არც ეს მარტოობა მეთმობოდა, მივეჩვიე. მაგრამ…. ერთხელაც თავზარი დამცა იმის გაცნობიერებამ, რომ ამქვეყნად არავის იმედი არ მქონდა, ღმერთის გარდა. ღმერთი კი, რატომღაც, არ მისმენდა...

რა მინდა? გაქცევა მინდა შორს ყველაფრისგან. პატარა ქოხში ცხოვრება მინდა, მიწაზე სიარული მინდა და არა კორპუსის რომელიღაც სართულიდან ყურება დაბლა… ძილი მინდა – ღრმა და მშვიდი. ცხელი და გემრიელი ყავის დალევა მინდა ისე, რომ დღის გეგმებზე არ ვფიქრობდე დილიდან. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ყოფნა მინდა მთელი დღე. არ მინდა ეს ნაძალადევი სიძლიერე, არ ვარ ასეთი და არაა ეს ჩემი. დიახ, მე მიყვარს თავისუფლება, ზოგჯერ – მარტოობაც, არ მიყვარს როცა მზღუდავენ, როცა ჩემს მართვას ცდილობენ, მაგრამ მე სუსუტი ვარ, მშიშარა და გაუბედავი. იმდენად მშიშარა ვარ, რომ ბედნიერებისაც მეშინია. და ამ შემთხვევაში უკვე ეჭვი მეპარება იმ ერთი ცნობილი გამოთქმის ჭეშმარიტრბაში _ „გინდა იყო ბედნიერი? მაშინ იყავი“.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG