Accessibility links

logo-print

უსათაუროდ (ეს უკვე სათაურია)


ავტორი: ანა მებურიშვილი

მიყუჟულხარ და გამომცდელად მიყურებ.ტუჩმოკუმული,მოღუშული სახით მომჩერებიხარ და ცდილობ,მწყობრიდან გამომიყვანო-იცი,მონოლოგს დიდხანს ვერ გავწელავ,მაგრამ მაინც მაიძულებ გელაპარაკო. სიჩუმის მეშინია.

მცდი და იხტიბარს არ იტეხ.

ჩვენ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს.საერთოდ არ მგავხარ,მიუხედავად იმისა,რომ ერთ სხეულს ვყოფთ.

მაგრამ შენ მე არ ხარ.

უკვე რამდენი ხანია ჯიუტად ცდილობ,ჩემი ადგილი დაიკავო.საშინელებებს ჩამჩურჩულებ,აზრების მოკრებაში ხელს მიშლი,მოკლედ, გინდა,ჭკუიდან გადამიყვანო.

და რისთვის,ვერ მეტყვი?

პირდაპირ მითხარი….

გინდა,ჩემს თავში ჩავიკეტო?

გინდა,ის სახე დავიბრუნო,რომელსაც ყოველთვის გავურბოდი?

გინდა,ის პოპულისტური პროდუქტი,რომელიც ჩემგან შევქმენი ,შევფუთე და საზოგადოებას წარვუდგინე,ისევ საკუთარ ნაჭუჭს დაუბრუნდეს,ვითომ მე-ს?

ჩუმად ხარ,კი ბატონო,ნება შენია.

თუ ასეა , იცოდე,შენზე არანაკლებ ჯინიანი ვარ.

მშვენივრად იცი,რომ ამ ნაჭუჭში დაბრუნება არ მინდა.

არ მინდა ისევის ვიყო,ვისაც ბნელ კუთხეში მიაჩოჩებენ.

არ მინდა მუდამ თამაშგარეში ვიყო.

ეს მშვენივრად იცი,მაგრამ მაინც იქითქენ მექაჩები.

რა გაცინებს,სერიოზულად გელაპარაკები.

ბევრი ვიწვალე,რათა ჩემი სახისთვის წესიერად შემეხედა.მიმიკადავუყენე,ხელოვნური ღიმილი კი ნამდვილს მივასგავსე.

შენ კი იმ ძველი სახის ჩვენებას მიპირებ,რომლის ნაკვთები არც კი მახსოვს.

მეგონა,კარგად დაგმალე.

მეგონა,სამუდამოდ მოგიშორე.

მეგონა,არასდროს,არასდროს დაბრუნდებოდი.

საზოგადოებას მხიარული,სიცოცხლის მოყვარული მაგდა სჭირდება.

ეს დაკვეთაა,საზოგადოებრივი დაკვეთა.

გაიგე,არავის სურს მელანქოლიური,საკუთარ თავში ჩაკეტილი არსების გვერდით ყოფნა.

ასეთები მხოლოდ სიცილს ან სიბრალულს იწვევენ.

ამ ნაჭუჭიდან გაქცევაც ერთადერთი გამოსავალი იყო.

ისევ ჩუმად ხარ.

არადა,ადრე ის მაინც იცოდი,რომ ადამიანის დიდხანს ყურება უზრდელობაა.

რაც დაბრუნდი,სულ ერთსა და იმავეს ჩამჩიჩინებ:’’ადამიანი ტუალეტისქაღალდივითაა,ხმარობენ,ყველა კუთხიდან მიადგებიან,მერე იშორებენ,როგორც მძღნერიან მაკულატურას.’’

THANKS,ოღონდ არაა საჭირო იმის ორასჯერ გამეორება,რაც ისედაც კარგად ვიცი.

მე უბრალოდ იოლად ცხოვრება მინდოდა.

ფიქრების გარეშე,რომლებიც არ გაძინებენ.

იმ ფიქრების,რომლებსაც თვითმკვლელობამდე მიჰყავხარ.

ცხოვრება პრინციპების გარეშე-ისინი მხოლოდ ხელს გიშლიან.

შენ კი ყურებს მიჭედავ თავმოყვარეობაზე საუბრით.

შენსავით განდეგილობით რომ გადამერჩინა სული,კაი ხანია,სანაგვეზე აღმოვჩნდებოდი.

მე ვთამაშობ,შენც,სხვებიც გვეთამაშებიან,ნიღბებს ვეფარებით,ხოლო ფასადს იმდენ ცემენტს ვუსვამთ,რომ მისი თავდაპირველ სახეს ვერც კი ვიხსენებთ.

ესაა ცხოვრება და შენ რამე სხვას ვერ შემომთავაზებ.

სადაც წახვალ,ყველგან გხმარობენ.

სხვანაირად ვერ გადარჩები.

და ასე მარტო მე არ ვფიქრობ.

მოკლედ,როცა საერთო წესს არ იცავ,2 გზაღა გრჩება-საგიჯეთი ან თავის მოკვლა.

მე სიცოცხლე და კომფორტი ვამჯობინე.

შენ კი,როგორც ადრე,როგორც მაშინ,როცა 21-ს ვიყავი,თავს ყულფში მაყობინებ.

კმარა,არ მინდა.

სადაცაა,მოთმინებას დავკარგავ.

არ შემიძლია,არ მინდა დავინახო ის,რაც სინამდვილეში ვარ.

მარტოობის მეშინია.

და შენ რისკენაც მიბიძგებ,მარტოობაა.

ერთხელ,როცა 21 წლისას შენ დაგიჯერე,მან მიმატოვა.

დამიკიდა.

უბრალოდ,ვერ გამიგო.

და ამდენი წლის მერე,როცა თავი ძლივს დავალაგე და ყველგან მისაღები ვარ,ბრუნდები და ნაგლად რაღაც ‘’კათარზისზე’’ მებაზრები..

არ მინდა..

თავი დამანებე..

ნუ დამცინი..

უბრალოდ,გთხოვ,წადი..

წააადიიიი…

***

-სად იყავითშემთხვევისდროს?

-ოთახში.

-რამე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ?

-არა,უბრალოდ სარკის მტრევის ხმა გავიგონე.

-შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ?

-ხმაურზე გავვარდი,ვიცოდი,მაგდა აბაზანაში იყო.ხმაური სწორედ იქიდან გამოდიოდა.კარი ჩაკეტილი დამხვდა.ხმა რომ არ გამცა,შევამტვრიე.

-და რა ნახეთ?

-სისხლი,მთელი გუბე,მერე მარტო ის მახსოვს,რომ მეზობლები მოცვივდნენ.

-თქვენს დას სხვა დროს თუ უცდია თავის მოკვლა?

-ერთხელ თავის ჩამოხრჩობა სცადა,ძლივს მივუსწარით.

-რამე ფსიქოლოგიური გადახრა ხომ არ აწუხებდა?

-აარა,უბრალოდ ზადმეტად ემოციურია.

-მდაა,დღეს რამეს აპირებდა?

-კი,სტუმარი უნდა მოსულიყო.

-ვინ?კონკრეტულად არ უთქვამს?

-არა,მხოლოდ ის მითხრა,შორიდან ჩამოვიდაო.

-იყო მოსული?

-არა.

-კაი,მაგას თავი დავანებოთ,სამსახურში ხომ არ მოუვიდა უსიამოვნება?

-არა,პირიქით,ბოსი ძალიან აქებს.

-პირადში?

-გამორიცხულია,ის და საბა დაქორწინებას აპირებენ.

-ოჯახში?

-ბატონო?

-ნუ,ოჯახში ხომ არ მოუვიდა რამე?

-არა,ამით რისი თქმა გსურთ?

-კაი,გასაგებია.

-რაა გასაგები,მითხარით.ადამიანს ცხოვრება აწყობილი აქვს და თავს იკლავს.

-ე,მართალია,თქვენს დას არ ვიცნობ,,მაგრამ რაღაცას გეტყვით.

-?????

-იქნებ ეგ აწყობილ-დაწყობილი ცხოვრება ყელში ამოუვიდა და სიკვდილი მაგიტო დააპირა.ასეთი ახირებებიც მინახავს.

-თქვენ მაგდა გიჟი ხომ არ გგონიათ,მას ვიცნობ,მეორედ ასეთ სისულელეს არ ჩაიდენდა.თან ისეთი ბედნიერი იყო,ისეთი კმაყოფილი.

-მდაა,ნამდვილად უცნაურია,უცნაური…

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG