Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამზადებულია საქართველოში


ავტორი: ანა

ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, საინტერესო და სახალისო მომენტების დაფიქსირება. ჩემი სმარტფონი ამის განხორციელების საშუალებას მაძლევს, მაგრამ აპლიკაციების უმრავლესობა ამ ენთუზიაზმს მიქრობს. ვიდეოს გადაღება მიყვარს, მაგრამ ფონად რომ დასდევს შერეული ხმაური ნერვებს მიშლის, თან ჩემი ხმაც სხვანაირად ისმის და არ მომწონს. J ფოტოგრაფია მიზიდავს, მაგრამ ხშირად სხვა ემოციების გადმოცემა და მიღება მჭირდება. სულ ცოტა ხნის წინ ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ ჩემნაირი „ტკბილი მოგონებების“ შემნახველებისთვის APPLE-ისუზარმაზარ ბაზარზე, ახალი აპლიკაცია გამოჩნდა. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი, მეგონა ისევ საათობრივი მონტაჟი მომიწევდა, ან დიდი წვალების შემდეგ სასურველი ტრეკის დადება, ან ისევ დროში ვიქნებოდი შეზღუდული. მოკლედ, ჩემმა გონებამ ნაცნობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეგრევე დაბლოკა.

ერთხელ, კვირა დილით, მეგობარმა დამირეკა. შაბათს კლუბში ვიყავით, ბევრი ვიცეკვეთ, დავლიეთ, გავერთეთ და აღარც მახსოვდა, რომ მეორე დღე დილიდან გავწერეთ. J ძველ თბილისში სეირნობა დავგეგმეთ, ამინდიც მზიანი იყო, ექვსივე შევიკრიბეთ და ჩვენთვის უმოქმედო დღე გავიაქტიურეთ. აი მე მაგალითად, ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მაქვს, J ყველა სასიამოვნო სიტუაციას გონებაში სიმღერას ვადებ. ადრე აღმაშენებელზე ვცხოვრობდი, ჩემი ფანჯრიდან ვაკვირდებოდი ფეხით მოსიარულეებს და ამ კადრსგულში Beatles-ის“blackbird”-ს ვადებდი. წვიმიან ამინდში აფთიაქში გადასული მამის მანქანიდან,ქოლგებით, ჩქაროსნული მატარებლის მსგავს, მუქ ფერებში გახვეულ ადამიანებს ვაკვირდებოდი და რატომღაც ყურში Bruce Sringsteen-ის “streets of Philadelphia”ჩამესმოდა. უხდებოდა წვიმიან ქალაქს ეს სიმღერა. ღამით, მეგობრებთან ერთად თუ ვსეირნობდი, კორპუსის განათებულ ფანჯრებში ყურება მიყვარდა, მაინტერესებდა თითოეული ფარდის მიღმა რა ისტორია, ტრაგედია თუ ბედნიერება იმალებოდა და გონებაში RadioHead-ის „Fake Plastic Trees” ვადებდი. მგონია რომ ყველა ისტორიას თავისი სიმღერა აქვს, ყველა ქმედებას თავისი საუნდტრეკი. თემას გადავუხვიე, მაგრამ ვუბრუნდები. J ძალიან უხდებოდა ამინდს და ძველ თბილისს ირაკლი ჩარკვიანის „ისტორიას“, ვიფიქრე ცუდია, რომ ეს სასიამოვნო გარემო, განწყობა დამთავრდება და აღარც გამახსენდება, უცბად, თავისდაუნებურად, ამომიტივტივდა ჩემი ნაცნობის სიტყვები: -„ გადმოწერე ახალი ვიდეოაპლიკაცია არ ინანებ, ინოვაციაა“. ეგრევე ჩემი სმარტფონი მოვიმარჯვე, დავიწყე გადაღება, (გადმოწერა ისევ დამეზარა) ხან რომელი აპლიკაციით, ხან რომლით, რთულ კომბინაციებში გავიხლართე, განწყობა და ხალისი დავკარგე, თან დამონტაჟებაც რომ მახსენდებოდა... ბოლოს როგორც იქნაგაურკვეველი სიჯიუტე გადავლახე და ახალი აპლიკაცია გადმოვწერე. APP store-შიCAPTUNEჩავწერე, ვიზუალი უკვე მომეწონა.

ლოგო მარტივი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. გადმოიწერა თუ არა, შესვლისთანავე ჩემი პლეილისტი გაჩნდა, ავირჩიე სიმღერა, ავირჩიე ეფექტი და ყველაზე დიდი აღფრთოვანება რამაც გამოიწვია, იყო ამ აპლიკაციის სიმარტივე. ეკრანზე ხელის დაჭერით ვიღებდი სასურველ კადრს, თითს ვაშორებდი და დრო ჩერდებოდა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა - ძალიან სახალისო. ყველამ ერთად ვუყურეთ და ვისიამოვნეთ. მეგობრებმაც გადმოწრეს, მკითხეს რომელმა ქვეყანამ გაგვიხალისა მოჟამული კვირა დღეო, მე კი საერთოდ არ ვიცოდი, ამ მართლაც კომფორტული აპლიკაციის ისტორია. სახლში დაბრუნებისთანავე დავიდე ლეპტოპი მუხლებზე, დავიწყე CAPTUNE -ის შესახებ ინფორმაციის ძიება და ის რაც აღმოვაჩინე მართლაც გამაოგნებელი აღმოჩნდა.ეს მარტივი, სახალისო და გემოვნებიანი აპლიკაცია დამზადებულია საქართველოში. თან გამიხარდა და თან მეწყინა, გამიხარდა ის რომ ქართველ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ იყვნენ ნიჭიერები და მეწყინა ის რომ, ეს ნიჭი ჩვენ საზღვრებს ვერ სცდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ყველაუცხოელ ნაცნობს გავუზიარო და ამაყად ვუთხრა, რომ ჩემ სამშობლოშიც მოსდით იდეა და აქაც შეუძლიათ მისი განხორციელება. გადმოწერეთ, გადაიღეთ და გაავრცელეთ თქვენც!;)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG