Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირებები ალთას, საქმიანობა ბალთას!


ავტორი: ანა გოგოჩიშვილი

გადავწყვიტე შევეხო საზოგადოებისათვის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს.თუმცა,ეს არ გახლავთ ბოლო წლების ამბავი.შეიძლება ითქვას,რომ უახლესი ისტორიის მანძილზე ხშირად ვრჩებით ხოლმე იმედგაცრუებულნი დაპირებების შეუსრულებლობის გამო.მოკლედ,მსურს ჩემი აზრი გამოვთქვა,,ღრმადპატივცემული“ საარჩევნო პროგრამების/დაპირებების და შესრულებული საქმიანობის ერთგვარი აცდენაზე.

მინდა შევეხო ასევე პოლიტიკური იდეოლოოგიის არ ქონის თემას, ან კიდევ უფრო უკეთესად - პოლიტიკური პარტიების მხრიდან იმის ილუზიას ,რომ მათ ამ საკითხისა რაიმე გაეგაბათ. გაგიჩნდებათ (ჩემი არ იყოს ) კითხვა - რაში მდგომარეობს პრობლემა?

დავიწყოთ იდეოლოოგიით . ,,იდეოლოგია იდეათა მეტ-ნაკლებად მწყობრი სისტემაა,რომელიც საფუძველს უქმინს ორგანიზებულ პოლიტიკურ ქმედებას,სულერთია რა მიზანს ემსახურებას ის: არსებული სისტემის ან ძალაუფლების შენარჩუნებას,სახეცვლასა თუ დამხობას.ამდენად ყველა იდეოლოგია გვთავაზობს: (ა) არსებული წყობის შეფასებას ჩვეულებრივ, ,,მსოფლმხედველობის“ სახით, (ბ) სასურველი მომავლის მოდელს-,,კარგი საზოგადოების“ ხედვას და (გ) გეგმას,თუ როგორ შეიძლება და უნდა მივიდეთ (ა)-დან (ბ)-მდე“ (ჰეივუდი, ე. (2004). პოლიტიკური იდეოლოგიები. თბილისი: ლოგოს პრესი , გვ.14.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კარგად ჩანს,თუ რა მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს იდეოლოგიას ქვეყნისპოლიტიკურ ცხოვრებაში.

ახლა კი უნდა ვთქვა ის,რაც ბევრისათვის ბანალური იქნება,თუმცა მაინც...

ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში და შესაბამისად არ ვართ რაციონალური საზოგადოება.აქედან გამომდინარე აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის,კომპეტენციის ნაკლებობაა და პარტიებისაგან არა თუ იდეოლოგიური ხაზის გატარებას მოითხოვს ვინმე,არამდე არც კი ახსენებენ მას.დაბალია პოლიტიკური კულტურა. საპასუხოდ კი პარტიებიც რეალობის შესაბამისი გვაქვს.ბოლოსდაბოლოს პოლიტიკური გაერთიენების ლიდერები თუ წევრები ხომ ამ საზოგადოებიდან არიან გამოსული.მთავარია არჩევნების წინ გააქტიურება და დაპირებების უხვად გაჟღერება. იდეოლოგია კი ავტომატურად რჩება განზე.

საარჩევნო პროგრამებს რაც შეეხება,გარკვეული რაოდენობის წაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა ძირითადი ტენდენცია - ხშირ შემთხვევაში შეუსაბამობა. ასე მაგალითად: პარტიის( პოლიტიკური გაერთიანების)პროგრამაში(რომელიც ზუსტადაც რომ იდეოლოგიის შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი) შეიძლება აღმოაჩინოთ,რომ მთავარი პრიორიტეტი ერთდროულად ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება , ზოგჯერ სრულიად უფასო განათლება და მასშტაბური სოციალური პროგრამებია . ამიტომ, რთულია კარგად განსაზღვრო პოლიტიკური პარტიის იდეოლოგია და არჩევის შემთხვევაში მისი პოლიტიკური კურსი. თუმცა,ცოტა შინაურულად რომ ვთქვათ,ამაზე არც არავინ ჩივის და საბოლოოდ მოსახლეობა არჩევნების წინ იღებს ,,მომხიბვლელ“ დაპირებებს და ხშირად მოსწონს კიდეც ისინი.

დამეთანხმებით,რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მხრიდან მაქსიმალური აქტიურობა შეინიშნება. როგორც წესი კანდიდატები,პარტიის წევრები (ზოგჯერ ცნობადი სახეებიც ) აცნობენ საარჩევნო პროგრამას საზოგადოებას და ცდილობენ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.

და აი, ნელ-ნელა ვუახლოვდებით მთავარს - რატომ არ მოდის ხშირად წინასაარჩევნო დაპირებები და შესრულებული საქმიანობა ერთმანეთთან შესაბამისობაში ?

მაშ ასე, დაპირებების დროა!

პოლიტიკურ იდეოლოგიებში არც თუ ისე დიდი ცოდნისა და კომპეტენტურობის,საარჩევნო პროგრამებში გაწერილი პრიორიტეტების შეუსაბამობის პირდაპირი ანარეკლია წინასაარჩევნო დაპირებებიც- შეზავებული ცოტა მემარჯვენეობით,ცოტაც მემარცხენეობით,პლიუს ცოტა ქარიზმა, ოპონენტების საკმაოდ ნეგატიურად წარმოჩენა და უკვე გეხსნება ასპარეზი. მინდა დავამატო,რომ პარტიათა დაპირებებიც მეტწილად წააგავს ერთმანეთს. მოსახლეობასთან შეხვედრისას თუ სხვა ფორმით საკუთარი პოზიციის წარმოჩენისას იყენებენ ქვეყანაში ზოგადად არსებულ მდგომარეობას - მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონიდან გამომდინარე ყველა გვპირდებასიდუხჭირის დაძლევას,ჯანდაცვის გაუმჯობესებას,თუმცა ფუნდამენტურ შეკითხვაზე როგორ აპირებენ ამას და რა მექანიზმებითმკაფიო,ზუსტი პასუხის ნაცვლად ომახიან და პოპულისტურ ტექსტებს ვისმენთ.ისე ჩვენში დარჩეს და ამ შეკითხვის დასმით ხშირად არც არავინ იწუხებს თავს.უბრალოდ ვდგავართ და ვისმენთ. ზოგჯერ კონკრეტული დაპირების შინაარსი კი ისეთია,მგონია ზღაპარს გვიყვებიან,თუმცა ამ ზღაპარს კეთილი დასასრული არც უჩანს და როგორც მერე აღმოჩნდება არც აქვს ხოლმე. ხშირად მოგვისმენია შემდეგი :,,ჯანდაცვა იქნება ყველასათვის სრულიად უფასო!“- უდავოდ ლამაზად ჟღერს,მაგრამ ჩავუღრმავდეთ.ყველასათვის კი არა რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის მაინც (მაგ: სტუდენტები ან პენსიონერები),რომ გახდეს უფასო,საინტერესოა, ჯანდაცვის ყველა სახის მომსახურების ხარჯების დაფარვას როგორ აპირებს ის ვინც მოსახლეობის ხმების მოპოვებას ამგვარი დაპირებებით ცდილობს?! სრული აბსურდია უფასო ტრანსპორტი.ამის განხორცილება ხომ შეუძლებელია. ასევე აქტიურად პირდებოდნენ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის აღორძინებას.თუმცა,რეალობა აქაც სხვაგვარია:გლეხს ხან მოსავლის ჩაბარება უჭირს,ხან კიდევ სოფლისათვის ტრაქტორიც კი პრობლემაა ხოლმე. უმუშევრობა კი ყველაზე მწვავე და ნომერ პირველი პრობლემაა,რაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის ძირითადი გამომწვევი მიზეზია.მართალია,შეიძლება ისტორიისათვის 20-25 წელი ბევრი არაა,ამ პერიოდში 21-ე საუკუნის ,,ოქროს ხანას“ ვერ შექმნი,მაგრამ მთლად უსაშველოსაც ნუ გახდით ,ბატონო! ეროვნულ ღირებულებებს პირადი ინტერესი ჩაანაცვლებს ხოლმე,აი უმუშევრობის ჩამნაცვლებელი კი რაც თავი მახოსვს ჯერაც არ მოუგონიათ. მაგრამ,ხომ შეიძლება დაპირება მაინც იყოს ცოტათი რეალური, არ ხდებოდეს საზოგადოებისგანწყობით მანიპულირება და ნდობით სარგებლობა? მნიშვნელობა არ აქვს რომელი პოლიტიკური გაერთიანება პირდება ხალხს ის,რომელსაც მეტი შანსი აქვს გამარჯვებისა თუ პირიქით-ნაკლებპოპულარული.

კითხვაზე თუ რა იწვევს დაპირების და საქმიანობის აცდებას ორ ძირითად მიზეზს გამოვყოფდი: არაკომპეტენტურობა და ,,დაპირებული აბსურდი.“

შედეგად კი ვიღებთ იმას,რომ ხშირად ჩნდება გადამეტებული მოლოდინი და მას მოჰყვება ხოლმე იმედგაცრუება.დავამატებ იმასაც,რომ არც რომელიმე პარტია მესახება იდეალურად და არც რომელიმე ერთი მაქვს შერჩეული ქილიკის ობიექტად.უბრალოდ,რაც აღვნიშნე ეს საერთო ფონია.

დასასრული კი ნამდვილად არ მინდა,რომ პესიმისტური იყოს და მაინცარ მსურს დავკარგო ლამის ჰაერში გამოკიდებული ოპტიმიზმი.ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება თითქოსდა ლოგიკური გამოძახილია,თუნდაც იმ 70-წლიანი უძრაობის ხანისა ან კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვითარებული საკმაოდ მძიმე მოვლენებისა.მართალია, ამ ყოველივეს შემდეგ ასე ერთბაშად ძნელია საგრძნობ პროგრესს მიაღწიო,თუმცა იმედიმაქვს დროდადრო ჩვენს შეცდომებზე ვისწავლით,უფრო რეალისტურად შევაფასებთ მოვლენებსდა დღევანდელობას უკეთესობით შევცვლით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG