Accessibility links

logo-print

“ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”


ავტორი: ანა ჯაფარიძე

უკვე ორი თვეა იმაზე ვფიქრობ, რას მივუძღვნა თემა. სეზონური დასვენების შემდგომ ბევრი ბანალური აზრი მომივიდა თავში. აქტუალური ბევრი საკითხია, ჩამოთვლა რომ დავიწყო ალბათ შვიდასი სიტყვა არ მეყოფა. ემოციების მოზღვავების დროც გამოხატვის საშუალება, მაგრამ ხშირად ვერ გამოხატავ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიად სრული გამოხატვა ემოციური მდგომარებისა, რასაც იმ მომენტში განიცდიან სიყვარულის, ან სიხარულის, ან ტკივილის, ან კიდევ მწუხარების, ან კიდევ წერისას, საკუთარი თავი ამის მაგალითია. ამათი ფასი არ იაფდება როგორც ჩვენი “ლარის”, რომელსაც ოცის წლის იუბილეზე უკვე ჩალის ფასი ადევს. იაფასიანი ადამიანის ფასი ლარის ტოლი გახდა. ამ ასაკში კი უნდა გარკვეული იყო, სად მიექანები?.. ხოდა ჩვენმა ლარმაც დამღალეთო და დაიწია ხელისუფლების ხელშეწყობის მეშვეობით. საქართველოს ეკონომიკურ კრიზისს ვეღარ გაუძლო, მიექანება ქვევით. დასაფლავება არ მოხდეს იმქვეყნად, თორემ მოსახსენებელი თავი გახადო უნდა გადაიყოლო მთელი ხ ე ლ ი ს-უ ფ ა ლ ი. რამდენად შენდობითი გახდება უ ფ ა ლ ი ეგ უკვე ორმოცი დღის კვლობაზე გაირკვევა. ქართული ბიუჯეტის დალაგებას ორმოცი ან კიდევ წლის თავის გადაგორება ნაკლებად შველის. ჩემი სტუდენტობისას ერთხელ იყო ასეთი ნიშნულით დავარდნილი, მაგრამ ციფრული განახევრებით არა. ახლა ყოველი აქ მცხოვრების თავი ტრანპორტიდან, მხოლოდ ვალუტის დაფაზეა მიბჯენილი. თვეებია გრძელდება ასე, მაგრამ მე ბოლო ხანი დამაინტერესა, როცა უკვე საკუთარ ჯიბეს შეეხო. ჩვენ ხომ მარტო მაშინ გვეხება, როცა საკუთარზეა საუბარი. საყოველთაოდ ცნობილია ფსიქოთერაპიაში, რომ ადამიანი სიხარულის და მწუხარების დროს სტრესს განიცდის. ამჟამინდელი ლარის მდგომარეობაც ფსიქოსტრესულ მეთოდს მიაღწევს, როცა არადაეკვატურად მიმდინარეობს ციფრების ცვალებადობა. დავადებული ლარი ბოლო დროის ხშირი ტერმინია მასთან მიმართებაში. რეაბილიტაცია თვეებია მიმდინარეობს, მხოლოდ ერთი განსხავავება მას ფსიქოტროპულები არ შველის. მკურნალობა ხანგრძლივი და არაშედეგობრივია. გამოსავალი მკვეთრად უცნობია, ისეთი ყალბი არ აღმოჩნდეს როგორც გიგი უგულავას თხუთმეტ თვიანი პატიმრობა. საერთოდ რას ვიჭერთ ან რას ვუშვებთ, თუ უკვე ცნობილია გათამაშებული მოედანი. ფეხბურთის არ იყოს, ან კიდევ კალათბურთის _ ვთამაშობთ, ვაგებთ მაინც ვთამაშობთ ვაგებთ, ბოლოს ვნებდებით. პაიკის მოძრაობას გავს, რომელიც მეფესთან ან დედოფალთან იბრძვის და დაფაზე ისე თამაშობს თითქოს თავად იყოს მბრძანებელი. შექსპირს თუ დავუჯერებთ ცხოვრება თეატრია და ჩვენ თამაში ვართ ჩართულები, ხოდა ვცვალოთ ბურთები, კამათლები აქეთ_იქით, ვახტუნაოთ ვითარების მიხედვით. ადამიანის გრძნობებზე თამაში ადვილია _ გამოვუშვათ, შევუშვათ, გამოვუშვათ კვლავ შევუშვათ. ლარის ასვლა-ჩამოსვლას გავს უგულავას “პროწიალი”, კახელების დროებითი ყიჟინა ამას უნდა მივაწეროთ. ერთი-ორ დღიანი აქციები და რუსთავი 2 ეფექტური რეპორტაჟები საქმეს არ შველის. კინოს გადაღების პროცესიას გავს, გაკეთებინებენ ერთი და იგივეს საათების მანძილზე და მერე ან ხარ კადრში, ან არა. ისე წელს პირველად მეღირსა გადაღების მონაწილე ვყოფილიყავი ცხრა საათი რამ გამაძლებინა არვიცი. თუმცა რამდენიმე წლის წინ მეტიც ყოფილა, მაშინ “ყმაწვილი” ქალი ვიყავი. ხოდა რას მოვაყოლე, ეს ხშირად მემართება ამ ბოლო დროს აზრი მიწყდება წერის დროს, გაფანტული სკლეროზია. ამასობაში კი “ნასამ” მარსზე წყალი აღმოაჩინა, გამახსენდა რუსული ფილმი რიაზანოვის “საახალწლო კარნავალი”, если жизнь на марсе? … ნათელაშვილის არ იყოს “საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა ვერ დაუდგენია, ნასამ მარსზე წყალი აღმოაჩინაო”. მევენახეების ამბავიც მიწყნარდა, მიუხედავად იმისა რომ გაბუნიას გადაცემაში პრეზიდენტი ყავდა და დაგმო მედიაზე ამგვარი ქმედება. მისი ხმა გახდა ხმა მღაღადებლისა. შთაბეჭდილება მრჩება რუსთავი-2 მოქცეულია იზოლაციაში, “сам пають, сам тансует, сам билети прадаут”.. მოკლე მეტრაჟიანი აღმოჩნდა მხარდამჭერის აქციები. მილიარდელი გენიოსი, რომელიც მართავს სახელმწიფოს ოთარ იოსელიანის თქმისა არ იყოს, მარტო კარგად კი არა, უკარგესად მართავს სიტუაციას. იზოლიერებულია “ხალხის ტელევიაზია” თაიმ-აუტშიც უძლურია. მოსალოდნელი არჩევნების მოლოდინში დახურული ტოკ-შოუში ცნობილი ავტორები ალტერნატიური გზის ძებნაში არიან. “გენიოსმა მილიარდელმა” აქაც ხელი მოითბო. ერთად აღებული ყველაფერი რომ მოვაქციოთ დიდი ტაფის ამბავი მახსენდება, პატარაში რომ არ ეტეოდა. თბილისობის მოლოდინში მერი ნარმანია კვლავ “ნარმანიობს”, მისი სურვილი “თბილისში სიმწვანე” ძალაშია. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო_ჩვენზეა ნათქვამი და თან ჩვენებურიცა. ალბათ ტრადიციულად დააჯილდოვებენ საპატიო თბილისელებს. მომავალი წლიდან კი ჯილდო გამწვანების დარგში შეტანილი წვლილისთვის ვინმეს გადასცემენ. საპატიო წოდებებიც გაუფასურებულია უკვე დიდი ხანია, ჯერ კიდევ მიშას დროს ჩალის ფასი გახდა. ცნობილი პაროდია გამახსენდა... რუსთავი 2-ზე ოცი წლის წინ აქტუალური იყო პა-სეანსი თავის სკეჩებით და შოუებით. ტკბილი, ბნელი ოთხმოცდაათიანელების პერიოდში ხალხი ლობიოს ჭამდა, ყავას სვამდა და ”პა-სეანს” უყურებდა. წლები გავიდა, მაგრამ სიტუაცია უცვლელი რჩება. ჩვენზეა ნათქვამი “დროის გამეორება ცოდნის დედაო.” შიში შეიქმნის სიყვარულსაო, ასეც გვემართება. მოკლედ ხალხური თქმულებების მემატეანე გავხდი, მაგრამ მათზე ბრძნული არაფერი შექმნილა. ფასი დროის მიუხედავად ამ შემთხვევაში არ ეცემა. დისკუსია ჭეშმარიტი აზრის გამოსატანად ყველაზე კარგი საშუალება, მაგრამ არა ჩვენ პრაქტიკაში. აქ ძველის არ დათმობაში და ჩაბღაუჭებაში მეტი სიბრძნე ვლინდება. ვრჩებით ნოსტალგიაში, იქაც ვტრიალებთ სამყაროსავით. ჟორდანო ბრუნო არმოგვივიდეს ბოლოს, აი მაშინ ისედაც ფობიების ქვეყანას, სრული “შიზოფობია” გვექნება. დაკნინებულ ქვეყანას კიდევ ახალი დაავადებები არ გვინდა. გარდამავალ პერიოდში (შემოდგომა, გაზაფხულს ვგულისხმობ) ისედაც იჩენს თავს უცხო სხეულებისგან შექმნილი ჰორმონალური თუ სხვა ქსოვილები არა დალაგებულ ტვინებში. ეს მდგომარეობა ხელისუფლებაში ნათლად ჩანს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG