Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი თვის ამბები, ისეთი არაფერი


ავტორი: ანა ჯაფარიძე

დიდი მოვლენების ფონზე შეხმიანება თქვენთან დროულია. წლების წინ როცა “ტიტანიკი” ვნახე, ექვსჯერვე ვიტირე. სოციალურ ქსელებს, რომ გადახედო ლეონარდოს ოსკარის მიღებამ პეტრიაშვილზე თავდასხმა გადაფარა. ცინიკური შარჟები კი ოსკარამდე და ოსკარის მერეც მიმდინარეობს. არჩევნებთან მოახლოების პერიოდმა ამ საქმეში იძულებით ჩარევა გამოიწვია. ნაცემი პეტრიაშვილი სიცოცხლეს ებრძვის როგორც ლეონარდოს გმირი. არეული სიტუაცია მართთველ პარტიაში ერთმანეთის შეურაცხობებით მთავრდება. ვითომ დროული ქცევა გამოსადეგია, თუ არა არჩევნებისათავის საკითხავია. თოფაძის კომენტარებმა ჯაჭვლიანის აზროვნება გადაფარა. ყოველთვის ვიღაც იმათისეული ან არა ამქვეყნიური გამოერევა ხოლმე, მაგრამ ველოდოთ მთავარ პერსონაჟს ორთაჭალიდან ის მომგვარებელია ნებისმიერი არეულობისა, მხოლოდ ზარის გაშვებაა საკმარისი. მინდა ოპერასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ნაციონალების ჯაჭვის არ იყოს ნაწყვეტი იყო მოცემული. ახლა მხოლოდ ქურქები არ ჩანდა, იმიტომ რომ გაზაფხულდა. ამასობაში არ წყდება ტერაქტები მსოფლიოში. ტერორიეტები ევროპის შუაგულში იფეთქებენ თავს. თურქეთში უკვე სამი ტერორისტული აფეთქება მოხდა. ყველაზე გახმაურებული რეაქცია საზოგადობას მაინც ევროპის ქვეყნებზე აქვს. საფრანგეთში მომხდარი ამბების მერე ბრუსელში ტერაქტმა თურქეთი გადაფარა. მარტო მაშინ ვაწყობთ აქციებს ფესბუქზე ვცვლით ფოტოებს, როცა ევროპას ეხება. მხარდაჭერა მარტო ტერორისტულ ფაქტებს კი არა, თურმე ზღვაში მოცურავე ხეებსაც კი სჭირდება. ქვეყანაში მეტი პრობლემა თითქოს არ იყოს, რომ ახლა ბატონი ბიძინას სურვილები ავასრულოთ და ასწლოვანი ხეები მის ბაღში მისატანად ვაცურავოთ. საზოგადოება კიდევ აღაშფოთა ფარულმა ჩანაწერებმა, სადაც პირადი ცხოვრების დეტალები იყო ასახული. უკვე ვერ დავითვლი რამდენი დრო მოიცვა სექსის თემამ. საქვეყნო გახდა ვის როგორი მარავალფეროვანი სექსი აქვს. ამ თემაზე ჩემი გამოცდიელობიდან ვერაფერს ვიტყვი, ხომ იცით პრაქტიკა საჭირო ყველაფერში. ყველაზე საინტერსო კი ამ ამბავში ისა, რომ ყველას ითრევენ დიდიან პატარიანად. Bბოლოს კი აზროვენბის აჯაფსანდალი გამოდის. ამ ყველაფრის ფონზე ვიზალიბერალიზაციის გადადების საფუძველი არსებობს. ვერ გამოვდექით ევროპისათვის სამაგალითო ხალხი. უკვე ევროპაში გახიზვნა არჩევნებზეა დამოკიდებული. სექსუალური დემაგოგია არ ცხრება, ბევრი ნეგატიური კომენტარების წამკითხველი გავხდით. Aმართმადიდებულ სამყაროში, სადაც ყოველი მეორე მრევლია პრეტენზია გვქვს ღრმა რწმენაზე ყველაფერი პირიქით მოგვდის. სექსი, რწმენა, ბოზობა, თვითმფრინავის გატაცება ყოფილი ცოლის გამო ტროას ომს მაგონეს. მშვენიერი ელენედ გვევლინება ბოლო დროინდელი ამბები. ამასობაში რექტორიც გადადგა, დიდი გაფიცვების და აჟიოტაჟის შემდეგ სტუდენტებმა თავის საწადელს მიაღწიეს. მაისამდე მოვალეობის შემსრულებელი მოგვევლინება თსუს მოთავედ. სექსუალური კადრებით იმდენი კომიკური ვიდეოებია გადაღებული სოციალურ ქსელებში ქორწინებამდე გვეყოფა. უმცირესობა უმრავლესობას უმრავლესობა უმცირესებას აბრალებს.. მოკლედ ერთი დიდი საჭორაო ქვეყანა გვახვევია თავზე. Mმოვლენებმა ზოგიერთების ტვინსაც გაასწრო. რესპუბლიკელები აიწონა დაიწონას თამაშობენ არჩევნებამდე ადგილებს ვერ თმობენ. ყარაბაღში კი კონფლიქტი ზღვარზეა, მსხვერპლიცაა. ახალი ინიციატივაც კი გამოჩნდა ამ საომარ ვითარებაში. ფსიქიატრიული ცენტრების აშენება იგეგმება. მილიონი ხისა და ქარხნების არ იყოს ალბათ მერე ყველას იქ მოათავსებენ, ან მოგვათავსებენ. ერთად იქნება ხეებიც, ქარხნებიც და ფსიქ-ცენტრებიც მაშინ არჩევნებემადე გავხდებით ვიზალიბერალიზაციელებები დაშლილ ალიანსების ფონზე. მომდევნო თვეები “ტაშფანდურის” პერიოდია, მარტო 29 მილიონი კონცერტებზე იხარჯება წინა სარჩევნო “გულაობა” ხომ გვინდა. პაიჭაძის მოედანი რობი ვილიამს ეთმობა, ალბათ ბათუმის პიაცა “მარონ ფაიბს”, ხოლო ხოსე კარერას სანაპიროზე გაიყვანენ. ცხრა წლიანი წინა მართველობის ნოსტალგია მონატრებათ აღარ ჩაგვეთვლება. მომავალი კოცერტების სახით ახალი გმირები გვევლინებიან, აგიხსნით რა ხდება.. ყველა ივენთს ქმნის ფავორიტი ჯგუფები. მოკლედ მალე ავღმოჩნდებით დინამო არენაზე, ბათუმის პიაცაზე და ა.შ. ცხელი თვეები ბევრ სიხარულს გვპირდება. მალე ვასაძის სოლო გამონათქვამების კონცერტიც აღინიშნება დინამო არენაზე. დუეტს ჩაწერს რეზო ამაშუკელთან ერთად. საინტერსო ლაივი გამოვა. შემდეგ კვლევა ჩატარდება “ენ დი აის” მსგავსი გამოთქმებისა და მუსიკალური ჟანრების პაექრობაში. საზოგადოების სწორი აზროვნება კი 8 ოქტომბერს გაირკვევა სარჩევნო ყუთთან. აპრილი დახუნძლულია მომდევნო ამბების ინფორმაციით, რამდენად გაუძლებს ამდენ სიახლეს თან ყველაზე რთული თვე პოლიტიკურად ისტორიის მანძილზე, 9 აპრილს ვგულისხმობ. ვიდეოს წავაწყდი სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს ეკითხებიან ამ დღის შესახებ. უმრავლესობამ არაფერი არ იცის, აღზრდა დაგვიძელდა ან კიდევ უფრო ბუნდოვანია. საგანგებოა როგორც სხვა ყველაფერი ჩვენს ქალაქში. მე თავად 6 წლის ვიყავი, ერთი შემორჩა ჩემს ცნობიერებას გარეთ არ მიშვებდნენ, ტანკებია ბევრიო, მეუბნებოდნენ. რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში ვიყავი ზუსტად 115 აუდიტორიაში მომიწია ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის მოსმენა ფილოსოფოს მამარდაშვილზე. რას ვიფიქრებდი რომ ორ დღეში ერთერთი საიფორმაციო სააგანტოთი გავიგებდი მომავალ რექტორად დავით ნარმანიას განიხილავდნენ. მერობით ხომ იმერა ახლა უნივერსიტეტში ირექტორებს. გაზაფხულს დავაბრალებდი ამ ყველა აღრევას. თსუზე გამახსენდა სხვა ჰაერი ტრიალებს ძველ წლებთან შედარებით სასწავლებელში. ნოსტალგია მაინც რა არის სასიამოვნო მოგონებებს ბღუჯა შენს ცნობირებაში ასევე ქვეცნობიერში. ყველა მოვლენასთან ერთად ძუძუების კონკურსიღა გვაკლია. სექსი ხომ გავარკვიეთ ვის ვისთან აქვს, ახლა ამ პროცესის შემადგენელი ნაწილის გარკვევაში ვართ. ორი და სამი კონკურსები ხომ ჩვენ გვახასიათებს, ორი სათაურის არ იყოს. კიდევ რამდენ დისკრიმინებულ მოვლენებს წავაწყდებით ღმერთმა იცის. Dდაუსრულებლად შეგვიძლია ამ სამი თვის ამბების განხილვა, მაგრამ წინ დაძაბული თვების ფონზე არაუშავს. ახალი თუ ძველი პარტიების პროპაგანდის ატანა მოგვიწევს. თუმცა პარტიას თუ გირჩს არქმევ, ვითომ რატომ არ უნდა ჩაატარო ძუძუების კონკურსიც. ქვეყანაში “ნაცები”, “ოცნებები”, “გირჩები” გადაწყვიტავენ მომავალს არჩევითი იქნება ყველაფერი. როგორც იტყვიან ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ბოლო სადა საკითხავია..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG