Accessibility links

ტაოს ნაკვალებზე არა საქონლის ფეხით


ავტორი: ანა ჯაფარიძე

სანამ ტაო-კლარჯეთში წასვლას გადავწყვტდი, ბევრი ვიყოყმანე, არც მქონდა გეგმაში.. უცბად მოხდა ყველაფერი. ნასწავლი, გაგონილი, და წაკითხული მქონდა, ოღონც როდის იცით? სკოლის პერიოდში. ახლა ისტორიის აღდგენისთვისაც ბევრი ვიძრომიალე ინტერნეტში ჩემთვის ახალი ფაქტები აღმოვაჩინე. თუნდაც ის რომ აქ ცხოვრება უკვე ძვ. წ. XII სა-ში გვხვდება. მეფე ტიგადფილესერის პირველის ლაშქრობა მოხსენებულია ლურსმულ დამწერლობაში, სადაც ნახსენებია დაიანესი იგივე დიაოხი ანუ ტაო. ისედაც ცნობილია აქ მეგრელებით და ჭანებით იყო დასახლებული ტერიტორია. ქართული ისტორია კლარჯეთს ქართლის ნაწილად განიხილავს და ბიბლიური ნოეს შთამომავლის ქართლოსის სამფლობელოდ თვლის. ძვ. წ. IV-III საუკუნეში ტაოც და კლარჯეთიც ქართლის ორგანული ნაწილებია. საერისთავოების ისტორია მეფე ფარნავაზის და ქუჯის ერისთავების სახლეებს უკავშირდება. ძვ. წ. II-I საუკუნებში აქ სომეხის ხალხის მიგრაცია ხდება. ახალი წელთაღრიცხვით ტაო-კლარჯეთი რომის და სპარსეთის ინტერსებების სფეროში ხდება. პირველივე საუკუნეში ქრისტიანობა ვრცელდება, ანდრია პირვეწოდებულიდ სახელით, შემდეგ კი წმ. ნინო შემოდის ჯავახეთიდან. პირველი ტაძარი ბიზანტის მეფის ხელშეწყობით ერუშეთში აიგო, კონსტატინე დიდის ხელმძღვანელობით. IV-V საუკუნებში ვახტანგ გორგასალი იწყებს ტაძრების შენებას, ოპიზაში, დაბაში, მერესა და შინდობში. Vს. ვახტანგ მეფის დაარსებული 12 საეპისკოპოსოდან ორი ამ მხარეშია, ახიზა და ერუშეთი. VII საუკუნეში მურმან-ყრუს შემოსევებმა ააოხრა აქაურობა. VIII საუკუნეში აშოტ კურაპალათის ხელშეწყობით და ბიზანტის მხარდაჭერით ანახლებს ამ ტერიტორიას და შენდება ციხე-სიმაგრე არტანუჯი. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ბაგრატიონთა ათასწლოვან დინასტიას. IX საუკუნიდან შემოდის გრიგოლ ხანცთელი იწყება ფართო მაშტაბიანი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. შენდება ხანცთა, შატბერდი და სხვა ტაძრები. იწრებოდა დღემდე შემორჩენილი ოთხთავები, სასულიერო და სალიტერატურო კრებულები. ასევე კლარჯეთან არის დაკავშირებული ცნობილი ოქრომჭედლების მოღვაწეობა, ბეშქენ და ბექა ოპიზრების. კლარჯეთის ანჩის ტაძარში იყო დასვენებული მაცხოვრის ხელუქმნელი ხატი. X საუკუნეში მის ძლიერ აღმავლობის ხანას უკავშირებენ დავით კურაპალატის როლს. ოშკი, ბანა, ტბეთი, ხახული, პარხალი, ოთხთა_ტაძრები რომლებიც დღემდე სუნთქავენ და ამ პერიოდს ეკუთვნიან. შემდეგ საუკუნებში უკვე სპარსეთი და თურქეთი ბატონდება, ისტორიის მოყოლას აღარ გავაგრძლებ, უბრალოDბაგრატ III ვახსენებ მას XI-XII საუკუნებში ოქროს ხანაDგადაქცეული აქვს აქაურობა. ოშკის ფრესკის ნაწყვეტიც მისი რჩეულის ელენეს ქორწინების ზეიმი ამას მოწმობს. ახლა ჩვენი მოძმე ერის თურქეთის ხელშია ცხადია. ერთი რაც ნიშანდობრივია, ყოველი ტაძრის შესასვლელში ორი ენის გარდა, ქართული წარწერაც არის ტაძრის ისტორიაზე იშხანშიც მიდის რესტავრაცია, ოშკიც აღდგება, მაგრამ ოთხთას რა ეშველება, საქონლის სეირნობით რომ აკავებენ იქაური მოსახლეობა. შემორჩენილი ფრესკების ფერები იმდენათ ბუნებრივად იმზირება, ახლა აშენებული აქაური ტაძრის უსულო ფერებს არ გავს. განუმეორებელი ორნამენტების ხილვა შედარებას ვერ ახდენს ვერცერთ ახლად აშენებულ ეკლესიასთან. იმდროინდელი ხელწერის გამორება ალბათ შეუძლებელია, თორე ბევრDკარგი იქნება რომ სტილი გადმოვიდეს ახალ ტაძრებში. თუმცა რიგითი მნახველის აზრს და თუნდაც იქ ჩასული ერთი, ორი სპეციალისტის შეხედულებას ნაკლებად ყურად იღებენ. აქედან ჩამოთვლის გარდა ბევრი ნახული და უნახავი ციხე და ეკლესია დამრჩა. იქ მისადგომებიც არა ნორმალური, მაგალითად ვაზისძორს და კავკასიძების ციხეს მოვიყვან, მთასვლელობას თუ მივყავი ხელი კი ავძვრები. ამ ბოლო დროს იმ კაცს ვგავარ, მაინც რომ ძვრება კარადაში. გარდა ისტორის მოყოლისა მინდა თანმიმდევრობით მოგიყვეთ ქართული მოწაზე დადგმული ფეხების შესახებ. მიუხედავდ ხრიოკიანი მიწისა და არანაყოფიერისა უნდა ვთქვა ბევრი რამ მოდის ნოყიერი, ისედაც იქ მოყვანილი პროდუქტით არ ვიკვებებით მთელი ზამთარი, ხო ახლა სხვა თემას შევეხე, მაგრამ ესეც ერთგავრი ჩვენი სიზარმაცის ბრალია, მარტო გზების აღდგენა ისეთი სისწორით და ხარისხით მიმდინარეობს. ამიტომაც ჩვენი ტაძრების აშენებაც თურქ მუშებს დავალეს. რამდენიმე წლის წინ თურქეთში ისედაც ნამყოფი ვიყავი, უფრო კურორტები მოვიარე, თუ კაბადოკიას არ ჩავთვლით. იმდენად ცოტა ხანს გავჩერდით კაბადოკიაში ნაწილს შემოვავლე თვალი. ულამზესი ქვისგან ნაშენები ქალაქი ერთ საათსიდაც შთამბეჭდავი გახდა. ახლა შედარება რომ მოვახდინო გამიჭირდება ქართული სული უფრო ტაოში იგრძნობოდა (არ მინდა პათეთიკური გამომსვლოდა, მაგრამ მაინც ასე მომიწია.) ნებისმიერ რეგიონს შეუშურდებოდა იმ დროის ასეთი აშენებული დახვეწილი ძეგლები, რაც ამ საუკუნების დიდი მონაპოვარია. წლების მანძილზე მეცნირების გამოკვლევის და მნახველების აღფთოვანების საგნად რჩება. გერმანელ ბოტანიკოს კარლ კოხს შედარება მოუხდებია მთელ აზიაში არსებული ტაძრების, რის მერეც ბანა ვერც ერთ ტაძარს მიაახლოვა გარდა აისოფიასი. ამ ორ ძეგლს აღიარებდა მთელ აღმოსავლეთ აზიაში. უცხოელების ხშირი ვიზიტი ტბეთის საკადეტრო ტაძრის ჩანაწერებშიც ჩანდა. ჩემი მოკრძალებული ხელის ნაწერიც დავტოვე. აღსანიშნავია რომ თურქს იქაურ მოსახლეს, პატარა მარკეტის მფლობელს თავში აზრად მოუვიდა ამის გაკეთება. სამახსოვრო ბროშურებიც დაგვირიგდა. თუმცა ეს ვერ გამოისყიდის იმ ნგრევას და აოხრებას რაც ტაძრებს მიაყენეს. ოშკში დაგვინახეს სპეციალურად შემოვიდნენ, სიგარეტის მოსაწევად პატარა ბიჭები და გოგოები თინეიჯერული ემოციების დასაკმაყოფილებლად. ამას თუ ღრმად ჩავწვდებით ჩვენი ქცევაც არ გამოირჩევა კეთილი განწყობით, თუნდაც ბოლო დროს მომხდარი ქართველი მუსლიმების მიმართ. “კვილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ”.. ეს უბრალოდ მოაზრების პრიციპიდან. შეიძლება მეტი მეჩეთი შენდება ჩვენ ტერიტორიაზე ვიდრე თურქეთის ტერიტორიაზე ქრიატიანული ტაძრები, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ იქ მდგარი უკვდავი ძეგლები შეუფასებელია იმასთან შედარებით. ჯიბრი და ჯინიანობა ისედაც გამოიხატება იმ ტაძრების გვერდზე მოლას ვედრებით. საუკუნების ბრძოლა, დარბევა აღდგენა, მაგრამ კვლავ შეთანხმება არსებული მივიღოთ ან შევიშნოთ, “შესარგები შეგერგებაო” ნათქვამია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG