Accessibility links

logo-print

დადუმებული ღირსება


ავტორი: ანა კვიჟინაძე

ბოლო რამდენიმე თვეა ვატარებ ტრენინგებს „ადამიანის უფლებების შესახებ“. თითქმის ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ ადამიანის ღირსების პატივისცემაზე, იმაზე თუ რატომ არ უნდა შევლახოთ ადამიანის ღირსება, ადამიანის უფლებები და რომ „არავის აქვს უფლება, სხვა ადამიანს ბოროტად მოეპყროს და მის წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენოს, ან სხვებს ისე მოექცეს, რომ მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნონ“.

აუდიტორია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურდება, მოჰყავთ ათობით მაგალითი ადამიანის ღირსების შელახვისა, დამცირებისა, უფლებების დარღვევისა. კითხვაზე თუ დარღვეულა თქვენი უფლებები და შელახულა თქვენი ღისება? თითქმის არავინ ლაპარაკობს, სხვის მაგალითებს განიხილავენ. ხოლო კითხვაზე, თქვენ რას აკეთებთ ღირსება შელახული ადამიანის დასახმარებლად პასუხი, დუმილია.

როდესაც შეხვედრიდან ვბრუნდები ვფიქრობ, თუ ადამიანს შეუძლია დაინახოს და გააცნობიეროს ადამიანის ღირსების უპატივცემულობა, რატომ არ იღებენ ხმას, რატომ არ მიუთითებენ ღირსების შემლახავს, უფლება დამრღვევს?

მახსენდება კითხვაზე, თქვენი უფლებები დაირღვა თუ არა, შეილახა თუ არა თქვენი ღირსება, პასუხი „არა“, „ძალიან იშვიათად“.

დუმილი, კითხვაზე იჩენთ თუ არა თანადგომას ღირსება შელახული ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ ვხვდები, რამდენად გულგრილნი ვართ ადამიანები სხვისი ღირსების, უფლებების მიმართ.

რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი თანამშრომელი მარკეტში შევედით. კონსულტანტს ვთხოვეთ ხაჭო და არაჟანი აეწონა. ის შინაგანად აღელვებული ჩანდა, შეწითლებული ლოყები და დაბნეული თვალებით სცადა სასწორის გასწორება, თუმცა ვერ მოახერხა. მენეჯერმა კონსულტანტის დაბნეულობა შენიშნა, თავს „დაესხა“ და უხეშად შემოუყვირა: „ახლა ამის დრო არ არის და ახლიდან აწონე“-ო, კონსულტანტს სუნთქვა გაუხშირდა, ჩვენ კი ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით.

მას შემდეგ მთელი ორი დღე ვსაუბრობდით, რატომ მოიქცა მენეჯერი უხეშად და რა „ცოდოა“ მყიდველების თვალწინ დამცირებული კონსულტანტი. ასევე, ვსაუბრობდით, რატომ არ/ვერ მივეცით შენიშვნა მენეჯერს, კონსულტანტის დამცირების, შეურაცხყოფის გამო.

პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ იმიტომ.....

ხვალ, ისევ ვისაუბრებ ადამიანის ღირსებაზე, იმაზე, რომ ღირსება ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა. ვისაუბრებ, ადამიანებზე რომლებსაც, ვფიქრობ/ ვფიქრობდი, პატივისცემის, თანადგომის უნარებიც თანდაყოლილი აქვთ, მაგრამ გარემო პირობების გამო მათ ეს უნარი განუვითარებელი დარჩათ.

მოვყვები ამბავს, როგორ ვერ აღმოვაჩინე საკუთარ თავში ძალა მებრძოლა სხვისი ღირსებისთვის, რომელიც, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა ადამიანებს გვაერთიანებს, ასევე დავდებ პირობას, რომ ადამიანის ღირსების დასაცავად აღარ დავდუმდები.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG