Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქ ძალადობა მოცემულობაა


ავტორი: ანა კვიჟინაძე

სამტრედიის, ერთ-ერთი სკოლის მეხუთე კლასელმა მოსწავლეებმა მესამე კლასელი ბიჭი სცემეს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა. რამდენიმე ხნის წინ, გურჯანიის სოფელში, მერვე კლასელმა ბიჭებმა, მეშვიდე კლასელი გოგონა გაუპატიურეს.

ვინ არის დამნაშავე?

ყველა, ვინც მოსწავლის ირგვლივ ტრიალებს, მასწავლებელი, მოსწავლეები, დირექტორი, პასუხისმგებლობას გაურბიან, მაგალითად დირექტორი ამბობს, რომ გაუპატიურება საგაკვეთილო პროცესში არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დანაშაულში თავის როლს ვერ ხედავს. სამწუხაროდ, უცნობია სამტრედიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რას ფიქრობს სკოლის დირექტორი. ალბათ, მოსწავლეებს დასჯიან, ან რამე ჯარიმას დააკისრებენ, მაგალითად ეზოს დააგვევინებენ, სკოლიდან გარიცხავენ ან სხვა რამ.

პრობლემა სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს და შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო, მაგალითად ფსიქოლოგების აქტიური დაკვირვება, მუშაობა აგრესიულ ბავშვებთან და ა.შ.

საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ძალადობა, ახალი ამბავი არ არის. გასულ წლებში, მაგალითად, მასწავლებელი იყო მოძალადე, მოსწავლის ცემა, სკამის სროლა, გასაღების თავში ჩაკაკუნება და ა.შ. ალბათ ბევრს გახსოვთ. მასწავლებლის, აღნიშნული ქცევის შემდეგ, მშობელი ვალდებული იყო, რომ ბოდიშიც კი მოეხადა მასწავლებლისთვის, შვილის შეუსაბამო ქცევის გამო და კიდევ ერთხელ ეთქვა მასწავლებლისთვის, რომ თუ ცუდად მოიქცეოდა დაესაჯა როგორც საჭირო იყო. ახლა, მასწავლებლები არ ძალადობენ, ფიზიკურად მაინც, თუმცა ძალადობენ მოსწავლეები, ერთმანეთზე.

ვფიქრობ, პრობლემას ზემოდან უნდა დახედო და ისე გაანალიზო ყველა დეტალი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და ერთ მთლიანობას ქმნის. მაგალითად, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მოსწავლეს, მასწავლებელთა ძალადობრივმა, აგრესიულმა განწყობამ, ქცევამ და მეორეს მხრივ მოსწავლეების მხრიდან წამოსულმა ძალადობამ?

მოსწავლის ცნობიერების „დამახინჯება“ შეიძლება გამოიწვიოს გაუპატიურებამ, ფსიქოლოგიურმა ან ფიზიკურმა ძალადობამ, რომელიც ასე მრავლადაა, ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეურაცხყოფა, დამცირება, დაცინვა, რომელიც ხშირად მოჰყვება ხოლმე,მაგალითად ჩაცმულობას, იმას თუ ვის რა ბრენდის სამოსი აცვია, რა ფასიან ტელეფონს ატარებს და ა.შ.

საქართველოს, ზოგად საგანმანათლებლო სივრცეში, სხვადასხვა პრობლემებთან ერთად მძლავრობს ბულინგის პრობლემა მოსწავლეებში. ბულნგი, ეს არის ძალადობის ფორმა, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სხვადასხვა სახე, შეიძლება იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური, ან სხვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბულინგის პრობლემას მოზარდებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები პრევენციის მიზნით, თუმცა საქართველოში მაგალითად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ სკოლებში ბულინგის პრობელმა არ არის, მაშინ როდესაც UNICEF-ის კვლევა პრობლემის არსებობას გამოკვეთს. პრობლემას თვალი კი არ უნდა მოუხუჭო უნდა დაინახო და შესაბამისი ზომების გატარებაზე იფიქრო.

ზოგად საგანმანათლებლო საფეხური არის ის ეტაპი, როდესაც ინდივიდი სოციალიზაციის საკმაოდ მაღალ საფეხურზეა, რაციონალურად აანალიზებს მის ირგვლივ მიმდინარე, როგორც დადებით, ასევე უარყოფით, პროცესებს, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს თვითრეალიზებაში, მაგრამ თუ ის, მაგალითად, ბულინგის მსხვერპლია ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას და შეიძლება ითქვას, ანელებს ან საერთოდ აჩერებს განვითარების პროცესს.

ბულინგის მსხვერპლი და მისი მთავარი აქტორი, ვერ აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას, პროცესი, რომელშიდაც ორივე მათგანი მონაწილეობს აღიქმება მოცემულობად.

უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ პრობლემას წარმოადგენს, ბულინგის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უკვე ზრდასრულობის ასაკში იჩენს თავს, რასაც მოსდევს ძალადობა, აგრესია და თვითრეალიზების კომპლექსი, ეს ყველაფერი კიაისახება საზოგადოების განვითარებაზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG