Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლილეს შემოდგომა


ავტორი: ანა კვიჟინაძე

ლილე იმერეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს, მანამ სანამ ბავშვები პატარები იყვნენ თავად უწევდა დღეების, თვეებისა და რიცხვების დამახსოვრება. დღეების იმიტომ, რომ ბავშვები სკოლაში უნდა გაეგზავნა, თვეების და წელიწადის დროების იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თავის დროზე განეხორციელებინა.

ლილე მარტო ცხოვრობს ორ შვილთან ერთად, მარტო დროებით, გაგიკვირდებათ და ასე უჯობს. ქმარი დიდ ქალაქში რამდენიმე ათეული ლარის საშოვნელად არის წასული. ადრე, მოდიოდა თვეში ან ორ თვეში ერთხელ, ორი დღით და მაშინ იწყებდა ლილე შფოთვას, ფორიაქს. ელოდა დღეს როდის წავიდოდა ქმარი. ახლა ქმრის სახლში ყოფნა დიდად აღარ უმძიმს, შვილები უდგანან გვერდით, კაციც იშვიათად ეძებს საბაბს ჩხუბისთვის.

„ბავშვებს“ უკვე შეუძლიათ დედის დახმარება, ლილეს პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების ნუსხა კი ნელ-ნელა შემცირდა.

ლილე, ახლა 39 წლის არის, ჰყავს ორი შვილი 24 და 23 წლის, მას აღარ ახსოვს რა რიცხვია, შემოდგომა მისთვის მაშინ იწყება და მთავრდება, როდესაც მოსავალია მისანახი. ვერც შემოდგომის ბუნებას აღიქვამდა და აღიქვამს ისეთივე ფერადსა და ლამაზს, როგორც იმავე სოფელში მცხოვრები სხვა ქალები.

ახლანოემბერია, შემოდგომის მიწურული, ლილემ მოსავალი მიინახა.

ელოდება ზამთარს…

მერე გაზაფხულს და ასე უემოციოდ, უხალისოდ, უსიცოცხლოდ აგრძელებს სიცოცხლეს.

არადა კარგია შემოდგომა ფერთა სიუხვითა და მოჭარბებული სიკოხტავით გამოირჩევა, ნოემბერი კი განსაკუთრებული თვეა, თვე როდესაც იწყება 16 დღიანი კამპანია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, თვე რომელიც ლილესთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მან ეს არ იცის.

მე მინდა გთხოვოთ, დაუმეგობრდით ლილეს და უთხარით, რომ წელიწადში 12 თვე მისი ბედნიერების თვეა, ხოლო ნოემბერი განსაკუთრებით. 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეა, სწორედ ამ დღეს იწყება 16 დღიანი კამპანია, რომელიც ლილესნაირ ჩაგრულ ქალებს შეახსენებს და მისცემს ძალას იპოვონ ბედნიერება, რეალიზდნენ საზოგადოებაში, წინა აღუდგნენ ძალადობას.

16 დღიანი კამპანიის დასასრული 10 დეკემბერია, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვა რომ არაფერი ლილე არის ადამიანი, მას აქვს უფლება იყოს ბედნიერი ადამიანებით, ადამიანებთან, ადამიანებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG